„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ან მოსარგებლისათვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები.“. 2. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია - ტერიტორია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი.“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში.“. 4. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 100 000 ლარი;“. 5. „დანართი „N1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასოფლო-სამეურნეო და ნიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის გაანგარიშებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით (ლარით) მუნიციპალიტეტების დასახელება 1 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1. გაგრა 30715 2. გალი 34001 3. გუდაუთა 30858 4. გულრიფში 30858 5. სოხუმი 33858 6. ოჩამჩირე 33858 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 7. ქედა 28572 8. ქობულეთი 34001 9. ხელვაჩაური 33429 10. ხულო 26429 11. შუახევი 26429 მუნიციპალიტეტები 1. ახალგორი 26286 2. აბაშა 33001 3. ადიგენი 19715 4. ამბროლაური 22000 5. ასპინძა 19715 6. ახალქალაქი 28572 7. ახალციხე 26429 8. ახმეტა 26429 9. ბაღდათი 28572 10. ბოლნისი 30715 11. ბორჯომი 19857 12. გარდაბანი 34001 13. გორი 30715 14. გურჯაანი 30858 15. დმანისი 28572 16. დედოფლისწყარო 30858 17. დუშეთი 19715 18. ვანი 28572 19. ზესტაფონი 28572 20. ზუგდიდი 31858 21. თელავი 30858 22. თერჯოლა 29715 23. თეთრიწყარო 27429 24. თიანეთი 23858 25. კასპი 28572 26. ლაგოდეხი 29715 27. ლანჩხუთი 30858 28. ლენტეხი 16428 29. მარნეული 34001 30. მესტია 15429 31. მარტვილი 28572 32. მცხეთა 30715 33. ნინოწმინდა 28572 34. ოზურგეთი 30857 35. ონი 17718 36. საგარეჯო 27429 37. სამტრედია 33429 38. საჩხერე 24286 39. სიღნაღი 28572 40. ტყიბული 19715 41. ქარელი 28572 42. ყვარელი 28572 43. ყაზბეგი 14286 44. ცაგერი 23143 45. ჩოხატაური 22429 46. ჩხოროწყუ 26429 47. წალენჯიხა 28572 48. წალკა 25286 49. წყალტუბო 33858 50. სენაკი 30858 51. ჭიათურა 15429 52. ხაშური 28572 53. ხარაგაული 18715 54. ხობი 30858 55. ხონი 30858 56. ცხინვალი 30715 57. ჯავა 30715 58. თბილისი 34001 59. ქუთაისი 33858 60. ფოთი 31858 61. ბათუმი 34001 62. რუსთავი 34001 63. განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები 100 000 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც აუქმებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლოსამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, და კანონის დანართი N1. კერძოდ, ტერმინი „სარეკრეაციო ტერიტორიები“ იცვლება ტერმინით „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები“, რაც სრულ შესაბამისობაშია კოდექსის პროექტის მოთხოვნებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ან მოსარგებლისათვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება (ან/და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა; გ) მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა; დ) სარეკრეაციო ტერიტორია – ტერიტორია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო თანხა – სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების თანხა. მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონის შესაბამისად მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება: ა) სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; გ) სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. 2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში. მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის შემთხვევაში ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხაა: ა) სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 100 000 ლარი; ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 34 001 ლარი. დანართი №1 სასოფლო-სამეურნეო და ნიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის გაანგარიშებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების მიხედვით (ლარით) მუნიციპალიტეტების დასახელება 1 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1. გაგრა 30715 2. გალი 34001 3. გუდაუთა 30858 4. გულრიფში 30858 5. სოხუმი 33858 6. ოჩამჩირე 33858 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 7. ქედა 28572 8. ქობულეთი 34001 9. ხელვაჩაური 33429 10. ხულო 26429 11. შუახევი 26429 მუნიციპალიტეტები 1. ახალგორი 26286 2. აბაშა 33001 3. ადიგენი 19715 4. ამბროლაური 22000 5. ასპინძა 19715 6. ახალქალაქი 28572 7. ახალციხე 26429 8. ახმეტა 26429 9. ბაღდათი 28572 10. ბოლნისი 30715 11. ბორჯომი 19857 12. გარდაბანი 34001 13. გორი 30715 14. გურჯაანი 30858 15. დმანისი 28572 16. დედოფლისწყარო 30858 17. დუშეთი 19715 18. ვანი 28572 19. ზესტაფონი 28572 20. ზუგდიდი 31858 21. თელავი 30858 22. თერჯოლა 29715 23. თეთრიწყარო 27429 24. თიანეთი 23858 25. კასპი 28572 26. ლაგოდეხი 29715 27. ლანჩხუთი 30858 28. ლენტეხი 16428 29. მარნეული 34001 30. მესტია 15429 31. მარტვილი 28572 32. მცხეთა 30715 33. ნინოწმინდა 28572 34. ოზურგეთი 30857 35. ონი 17718 36. საგარეჯო 27429 37. სამტრედია 33429 38. საჩხერე 24286 39. სიღნაღი 28572 40. ტყიბული 19715 41. ქარელი 28572 42. ყვარელი 28572 43. ყაზბეგი 14286 44. ცაგერი 23143 45. ჩოხატაური 22429 46. ჩხოროწყუ 26429 47. წალენჯიხა 28572 48. წალკა 25286 49. წყალტუბო 33858 50. სენაკი 30858 51. ჭიათურა 15429 52. ხაშური 28572 53. ხარაგაული 18715 54. ხობი 30858 55. ხონი 30858 56. ცხინვალი 30715 57. ჯავა 30715 58. თბილისი 34001 59. ქუთაისი 33858 60. ფოთი 31858 61. ბათუმი 34001 62. რუსთავი 34001 63. სარეკრეაციო ტერიტორიები 100 000