„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: (საქართველოს 1. 42-ე მუხლის: ა) სათაური, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების გეგმა 1. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. 2. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას.“; ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების გეგმა, გარდა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის თაობაზე; ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია); ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე. 9. თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების გეგმა, მოიცავს არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს, განაშენიანების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის.“. 2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული განაშენიანების გეგმა, თითოეული სამშენებლო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე. საპროექტო ობიექტის მოცულობა, გეგმარებითი სტრუქტურა და არქიტექტურული სახე დგინდება ამ კვლევის საფუძველზე. გამონაკლისია მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები.“. 3. 45-ე მუხლის პირველი პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამცავ ზონებში, გარდა საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა, შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი ასევე ენიჭება ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, ასევე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს.“. 4. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც აუქმებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად: ა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და მითითება კეთდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე, ნაცვლად „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა; ბ) კანონის ტექსტში ყველგან შეტანილია ახალი ტერმინი - განაშენიანების გეგმა, ნაცვლად განაშენიანების რეგულირების გეგმისა; გ) ახლებურად ყალიბდება 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის შესაბამისად ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით, ნაცვლად ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის ხელშეკრულებებს. მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 42. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების რეგულირების გეგმა 1. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. 2. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას. 3. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ. 4. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა შედგება საინფორმაციო, ანალიტიკური და დასკვნითი ნაწილებისაგან. 5. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის საინფორმაციო ნაწილი არის დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მითითება შესაბამის დამცავ ზონაზე (ზონებზე); ბ) ტერიტორიის სიტუაციური გეგმა; გ) ტერიტორიის საზღვრების გეგმა კოორდინატების მითითებით; დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა; ე) საარქივო-ბიბლიოგრაფიული მასალა; ვ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული ინფორმაცია ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების შესახებ, ასევე ძირითადი მონაცემები ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა შენობა-ნაგებობის თაობაზე; ზ) შემდეგი ინფორმაციის შემცველი თემატური რუკები და სხვა გრაფიკული მასალა: ზ.ა) ტერიტორიაზე არსებული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები; ზ.ბ) ფონური განაშენიანება და შეუსაბამო ობიექტები; ზ.გ) განაშენიანების მორფოლოგია და გეგმარებითი სტრუქტურა; ზ.დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება; ზ.ე) შენობა-ნაგებობების სართულიანობა; ზ.ვ) შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა; ზ.ზ) შენობა-ნაგებობების ასაკი; ზ.თ) შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება; ზ.ი) ტერიტორიაზე არსებული ურბანული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტები; ზ.კ) მნიშვნელოვანი პანორამებისა და პერსპექტივების აღქმის წერტილები; ზ.ლ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საზღვრები; ზ.მ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე მასივები, სკვერები, ბაღები და პარკები; ზ.ნ) ქუჩათა ქსელის და გზების კლასიფიკაცია; ზ.ო) ტერიტორიის ძირითადი გრძივი და განივი ჭრილები, მნიშვნელოვან ქუჩათა სქემატური განშლები შენობა-ნაგებობათა ძირითადი ნიშნულების ჩვენებით; თ) ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების, ურბანული და ბუნებრივი პანორამების ფოტოფიქსაციის მასალები. 6. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ანალიტიკური ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ზოგადი დახასიათება: ა.ა) ტერიტორიის მნიშვნელობის განსაზღვრა ზოგად კონტექსტში; ა.ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტების მნიშვნელობის შეფასება-ანალიზი; ბ) ისტორიულ-კულტურული ანალიზი: ბ.ა) ქუჩათა ქსელისა და განაშენიანების ქრონოლოგიური განვითარების ანალიზი; ბ.ბ) განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპების, მათი ძირითადი მახასიათებლების ანალიზი; ბ.გ) ტრადიციული სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ანალიზი; ბ.დ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციების შეფასება-ანალიზი; გ) განაშენიანების ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება-ანალიზი, შენობა-ნაგებობათა ისტორიულ-კულტურული ღირებულების შეფასება-ანალიზი და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ჰომოგენური უბნების საზღვრების იდენტიფიკაცია; დ) კონსერვაციისა და განვითარების არეალების დადგენა. 7. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დასკვნითი ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) დამცავი ზონების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ძირითადი დებულებები და განვითარების პრინციპები; ბ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის გრაფიკული ნაწილი (სინთეზური რუკა); გ) დამცავი ზონების ფარგლებში არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების ნუსხა; დ) რეკომენდაციები დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებებისათვის, მათ შორის, რეკომენდაციები სარეაბილიტაციო ობიექტებისა (ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) და მათი რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის შესახებ. 8. ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა, გარდა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის თაობაზე; ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია); ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე. 9. თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა, მოიცავს არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს, განაშენიანების რეგულირების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის. მუხლი 43. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა 1. თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, თითოეული სამშენებლო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე. საპროექტო ობიექტის მოცულობა, გეგმარებითი სტრუქტურა და არქიტექტურული სახე დგინდება ამ კვლევის საფუძველზე. გამონაკლისია მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები. 2. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარებას უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებელი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთს და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან: ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება (გრაფიკული და ტექსტური მასალა); ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა საპროექტო ნაკვეთის საზღვრების, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ჩვენებით (მასშტაბი 1:500 და 1:200); გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები (გრაფიკული, ტექსტური და ფოტომასალა); დ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ფოტოგანშლები, საპროექტო ნაკვეთსა და ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მითითებით (ფოტომასალა); ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი (გრაფიკული და ტექსტური მასალა), რაც მოიცავს: ე.ა) განაშენიანების სტრუქტურის, მორფოლოგიისა და მასშტაბის, შენობა-ნაგებობებისა და ღია სივრცეების კონფიგურაციის დახასიათებას, განაშენიანების სტრუქტურაში მათი განლაგების თავისებურების გამოვლენას; ე.ბ) ძეგლებისა და ვიზუალური დომინანტების, ლანდშაფტისა და განაშენიანების სივრცითარქიტექტურულ შეფასებას, მათი სივრცითი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას; ე.გ) განაშენიანების მხატვრული და დეკორატიული ელემენტების აღწერას, მათ სტილისტურ და სემანტიკურ იდენტიფიკაციას. 3. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობის სივრცით-გეგმარებითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ. 4. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა სავალდებულო არ არის შემდეგი ობიექტებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის: ა) მცირე არქიტექტურული ფორმები, კერძოდ: ა.ა) 50 მ3-მდე მოცულობის ნაგებობები – პავილიონები, ჯიხურები, უსაძირკვლო სავაჭრო დახლები, საჩრდილობლები, ავტოფარეხები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილები; ა.ბ) 50 მ2-მდე ფართობის ბავშვთა სათამაშო და მცირე ზომის სპორტული მოედნები, ატრაქციონები; ა.გ) ცალკე მდგომი ან შენობების ფასადებზე დამონტაჟებული საინფორმაციო და სარეკლამო ფარები და კონსტრუქციები; ა.დ) დასასვენებელი სკამები, განათების ელემენტები, სკვერების, ხეივნების და სხვა, მცირე ზომის მწვანე ნარგავების ზონების კეთილმოწყობის და საინჟინრო აღჭურვილობის ნაწილები, აბრები, სანაგვე ურნები, ქალაქის საათები, ქუჩების დასახელებების და სახლების ნომრების ნიშნები, ღობეები, ჭიშკრები, მაღაზიების ვიტრინები, დასახლებებში შესასვლელების აღმნიშვნელი კომპლექსები, მემორიალური დაფების და ქანდაკებების არქიტექტურული მოწყობის ელემენტები, სასმელი წყლის სვეტები, 25 მ2-მდე ფართობის შადრევნები; ბ) არსებული შენობების მცირე ცვლილებები საერთო ფართობით არა უმეტეს 50 მ2-ისა: სახურავის შეცვლა არსებულ გაბარიტებში, 50 მ3-მდე მოცულობის დაშენება ან მიშენება, კარის, ფანჯრის გაჭრა ან ამოშენება, აივნის დამატება ან მოხსნა. მუხლი 45. დამცავ ზონებში შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების პირობა 1. დამცავ ზონებში, გარდა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი ასევე ენიჭება ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, ასევე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს. 2. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისა და დამტკიცების დროს, ასევე სამშენებლო და გეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოები ვალდებული არიან გაითვალისწინონ შეუსაბამო შენობა-ნაგებობების აღებისა და კორექტირების პერსპექტივა. მუხლი 47. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი 1. ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. 2. თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 4. ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს. 5. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, გარდა ძეგლზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა და ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომლებიც გულისხმობს არქეოლოგიურ ობიექტზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. 7. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. 8. თუ ძეგლზე სამუშაოები ან არქეოლოგიური სამუშაოები სახელმწიფო ორგანომ უნდა ჩაატაროს, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, მაგრამ სანებართვო მოწმობა არ გაიცემა. 9. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. ძეგლზე სამუშაოებსა და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული სერტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. 11. ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 12. ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.