„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს განსაკუთრებული დედაქალაქში, ავტონომიური რეგულირებისტერიტორიებზე, რესპუბლიკების აგრეთვე ქალაქ დედაქალაქებში ბორჯომის და ტერიტორიაზე საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით გათვალისწინებული სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები მტკიცდება საქართველოს მთავრობის თანხმობით. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ დედაქალაქსა ცენტრებში და ავტონომიური „კულტურული რესპუბლიკების მემკვიდრეობის შესახებ“ დედაქალაქებში საქართველოს ან კანონით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების ზონა წარმოადგენს საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიას ან ზონას და მას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემუშავებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს მთელ რიგ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამან „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოიწვია ცვლილების შეტანის საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „ინვესტიციების სახელმწიფო საქართველოს კანონში შემდეგი ცვლილების განხორციელებას: მხარდაჭერის შესახებ“ 1. კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება იცვლება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე მითითებით. 2. კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში „სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია“ ნაცვლად შემოდის ტერმინი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები“. ამით მოხდება მოქმედ კანონმდებლობაში ერთიანი ტერმინოლოგიის გამოყენების უზრუნველყოფა.; 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნაცვლად მითითება კეთდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლებიც მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის ხელშეკრულებებს. მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 13. უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა ზოგიერთი უფლებამოსილება 1. საქართველოს დედაქალაქში, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია მტკიცდება საქართველოს მთავრობის თანხმობით. 2. საქართველოს დედაქალაქსა და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების ზონა წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონას და მას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება თვითმმართველ ერთეულზე.