„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) „ტერიტორიული დაგეგმარება“ - სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც აუქმებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის შესაბამისად პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ ტერიტორიული დაგეგმარება არის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. თანამშრომლობის კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 1. ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „დაცული ტერიტორია" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი განსაზღვრული სტატუსის მქონე სახმელეთო ტერიტორია და/ან ზღვის აკვატორია; ბ) „დაცული ტერიტორიების სისტემა" – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ერთიანი სისტემა; გ) „სახელმწიფო ნაკრძალი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve / Wilderness Area); დ) „ეროვნული პარკი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park); ე) „ბუნების ძეგლი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument); ვ) „აღკვეთილი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area); ზ) „დაცული ლანდშაფტი" – დაცული ტერიტორია, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape); თ) (ამოღებულია); ი) „ანთროპოგენური ზემოქმედება" – ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება; კ) „ვიზიტორი" – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პირი; ლ) „მანიპულაციები" – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა; მ) „სამენეჯმენტო გეგმა" – დაცული ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი, მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) „ტერიტორიული დაგეგმარება" – სახელმწიფოს ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონულ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისთვის, გენერალური გეგმებით დასახლებებისა და დასახლებების ჯგუფებისთვის და სხვა; ო) (ამოღებულია). პ) „მონიტორინგი" – გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა; ჟ) „მდგრადი განვითარება" – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; რ) „ეკოსისტემა" – გარკვეულ ტერიტორიაზე არსებულ ურთიერთმოქმედ ცოცხალ ორგანიზმთა და არაორგანულ ელემენტთა ერთობლიობა; ს) „ბიოლოგიური მრავალფეროვნება" – ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოსისტემებში; ტ) „ბიომრავალფეროვნების კონვენცია" – 1992 წლის კონვენცია "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №17, 1994წ., მუხ. 344); უ) „მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია" – კონვენცია "მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ"; ფ) „in-situ კონსერვაცია" – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.