„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 105 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ბ) „ქ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ –„ჰ5“ ქვეპუნქტები: „ჰ1) საბანკო ჯგუფი - ისეთი იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებს ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ იურიდიულ პირებს, მათ შორის კომერციულ ბანკს, მის სათავო საწარმო(ებ)ს, კომერციული ბანკისა და მისი სათავო საწარმო(ები)ს შვილობილ, ასოცირებულ და ერთობლივ საწარმოებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ჰ2) ლევერიჯი - ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად კაპიტალის ელემენტების ფარდობა რისკის პოზიციების ელემენტებთან, რომელიც გამოისახება პროცენტული მაჩვენებლით; ჰ3) კონსოლიდირებული ზედამხედველობა - ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს, საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის (ბანკების) ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საბანკო ჯგუფის მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრ პირთან ერთად გაერთიანებულად საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებასა და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას; ჰ4) საკრედიტო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს პირის საკრედიტო ინფორმაციას; ჰ5) ადმინისტრატორი - საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები. “. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით მისი თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში.“. 3. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი 1. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი შედგება ეროვნული ბანკის საბჭოს 3 არააღმასრულებელი წევრისაგან. აუდიტის კომიტეტის წევრი აირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით. 2. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობას და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. 3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა და გარე აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 4. აუდიტის კომიტეტის საქმიანობას განსაზღვრავს „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის დებულება“, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.“. 4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური 1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადითაც. 2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის, საბანკო საქმის ან/და ფინანსების დარგში და გამორჩეული პატიოსნებით. 3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: ა) ამოიწურა მისი უფლებამოსილების 7 წლიანი ვადა; ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგება თანამდებობიდან, რის თაობაზეც გადადგომამდე ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს; გ) მან დაკარგა თანამდებობის დაკავების უფლება ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად; დ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ე) იგი გარდაიცვალა. 5. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე. 6. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი; ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარდგენის მიზნით შეადგინოს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ; გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.“. 5. მე-20 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი იმოქმედონ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული იმ მითითებების ან/და ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ეროვნული ბანკის გარდა სხვა ნებისმიერი გარეშე პირისაგან.“. 6. 48-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ზედამხედველობის თვალსაზრისით.“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს შესაბამისი შეზღუდვები, დამატებითი მოთხოვნები ან/და სანქციები.“; ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) შემჩნეულია სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევაში ან ისეთ სამეწარმეო პრაქტიკაში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არ არის საკმარისად გამჭვირვალე, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა როგორც ინდივიდუალურ, ისე კონსოლიდირებულ დონეზე ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.“; ვ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 - 44 პუნქტები: „42. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); ბ) საფინანსო სექტორის წარმომადგენლს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გააუქმოს რეგისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა, მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; დ) კომერციულ ბანკებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შიეცავდეს რისკებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების თვალსაზრისით. ე) საფინანსო სექტორის წარმომადგენელს თავისი მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში. 43. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის დაკისრებული სანქციები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 44. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ზედამხედველობას ახორციელებს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. ზ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.“; თ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმოწერა/ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ამ ფორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ზედამხედველობასადმი დაქვემდებარებულ სუბიექტთან მიმოწერის/ურთიერთობის დროს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესი. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალური ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“; ი) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 – მე–14 პუნქტები: „10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, შეიმუშაონ და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინონ მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას. 11. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი აპირებს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა, რომლის იურიდიული ძალა აღიარებულია კანონის საფუძველზე და მისი უსაფრთხოების პოლიტიკა არ არის შეთანხმებული ეროვნულ ბანკთან, სუბიექტი ვალდებულია ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. 12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების პროექტები გამოაქვეყნოს მათ დამტკიცებამდე დაინტერესებული მხარეებისაგან კომენტარების მიღების მიზნით. აღნიშნული არ შეეხება იმ ნორმატიული აქტების პროექტებს, რომელთა მიღება აუცილებელია საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და რომელთა ამოქმედება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. 14. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) მიაწოდოს იმავე პირის აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). აღნიშნულ უფლებამოსილებას ეროვნული ბანკი იყენებს საზედამხედველო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის ან/და შეფასების მიზნით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება/მიუწოდებლობა არ შეიძლება გახდეს აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ აუდიტის არაჯეროვნად განხორციელების საფუძველი. აუდიტორი (აუდიტორული ფირმა) ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 7. 481 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 482 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები.“. 9. 482 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 483 მუხლი: „483. საკრედიტო და საბანკო საქმიანობა 1. არავის არა აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. 2. მეწარმე სუბიექტს არ შეუძლია ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ფიზიკური პირისაგან მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის სესხი) ან/და აწარმოოს ასეთი საქმიანობის რეკლამირება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე; ბ) ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე, თუ კერძო შეთავაზება ხორციელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორზე; გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო საქმიანობაზე; დ) „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არასახელმწიფო საპენსიო სქემებზე; ე) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბროკერო კომპანიების საქმიანობაზე; ვ) სესხის ფიზიკური პირის მიერ სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე; ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ასეთ საწარმოზე სესხის გაცემაზე; თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონირების მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე; ი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შემთხვევებზე.“. 10. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით დაადგინოს მათ მიმართ დამატებითი მოთხოვნები.“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი.“; ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობა განახორციელოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი: „მუხლი 491. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა 1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის (ბანკების) ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2. საბანკო ჯგუფის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბანკო ჯგუფი, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმების, ისე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების გზით, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი, მოითხოვოს და მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია როგორც საკუთარი, ისე ჯგუფის სხვა წევრის შესახებ (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც ინდივიდუალურ, ისე კონსოლიდირებულ დონეზე; ბ) ჰქონდეს სრული წვდომა საბანკო ჯგუფის თითოეული წევრის სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების მონაცემებსა და დოკუმენტებზე; გ) საბანკო ჯგუფში შემავალი არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების ბანკზე არსებული/პოტენციური გავლენის შეფასების მიზნით, შეაფასოს საბანკო ჯგუფის რისკის პროფილი, რისკების მართვის ჩარჩო და ჯგუფის შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა; დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს ბანკის მფლობელობის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება, თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს საზედამხედველო პროცესის ეფექტურ წარმართვას ან/და საფრთხეს უქმნის ან მოსალოდნელია შეუქმნას ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ე) საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის (ბანკების) ან/და საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრის ან/და კონსოლიდირებულად საბანკო ჯგუფის რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს: ე.ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნები; ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები; ე.გ) მსხვილი რისკების შესაბამისი მოთხოვნები; ე.დ) ლევერიჯის მოთხოვნები; ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები; ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები; ე.ზ) ანგარიშგების და აუდიტის მოთხოვნები; ე.თ) შესაფერისობის კრიტერიუმები ადმინისტრატორთა მიმართ; ე.ი.) დამატებითი მოთხოვნები საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (ბანკების) რისკის პროფილისა თუ სისტემურობის გათვალისწინებით ან/და იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ დამატებითი მოთხოვნების ან/და შეზღუდვების გარეშე ფერხდება ბანკის უსაფრთხო და ჯანსაღი ფუნქციონირება. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ბანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და წერილობითი მითითებები. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი.“. 12. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელების მიმართ; დ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ი) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი. კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი. 2. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მათ მიმართ მოთხოვნების დადგენისა და მათთვის სანქციების დაკისრების გზით. 3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.“. 13. 50-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი: „მუხლი 501. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვა 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ. 2. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის ინფორმირების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი.“. 14. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 ივნისისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით.“. 15. 63-ე მუხლი ჩამოყალუბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს და საგადახდო სისტემების კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დახმარება გაუწიოს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, განახორციელოს საქართველოში მოქმედი საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების ზედამხედველობა. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში დაარეგისტრიროს საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მათი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების შენახვის და ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას ადგილობრივ და სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკებს, ცენტრალურ დეპოზიტარებს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.“. 16. 641 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა 1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ შესაძლებელია დაადგინოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განათავსოს: ა) იმ პირთა სია, რომლებიც არ განეკუთვნებიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და ახორციელებენ სახსრების მოზიდვას ან/და სესხების გაცემას; ბ) იმ პირთა სია, რომლებიც არ განეკუთვნებიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და საჯაროდ გამოხატავენ სახსრების პირთა ფართო წრისაგან მოზიდვის განზრახვას ან/და ახორციელებენ რეკლამირებას; გ) იმ პირთა სია, რომლებიც არ განეკუთვნებიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და ეროვნულ ბანკს არ მიაწოდეს ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია; დ) იმ პირთა სია, რომლებიც არ განეკუთვნებიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და არ ასრულებენ ეროვნული ბანკის წერილობით მოთხოვნებს ან/და მითითებებს. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების წესი; ბ) საქართველოში საკრედიტო ბიუროს ფუნქციონირებასთან და საკრედიტო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის სავალდებულო აღრიცხვასთან დაკავშირებული წესები და რეგულაციები და ამ მიზნით გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტები.“. 17. 67-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. ამ პუნქტის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების პოლიტიკა.“. 18. 68-ე მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეროვნული ბანკის არც ერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში, თუ თანამშრომლის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით, დაიცვას მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, თუ თანამშრომლის მიმართ დავას აწარმოებს ეროვნული ბანკი), რაც შეიძლება გამოიხატოს აღნიშნული თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ზომებში, რასაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დაცვის მიზნებისათვის.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს მიეცეთ 6 თვის ვადა დარეგისტრირდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად ან გააფორმონ საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან). 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა საქმიანობა განაგრძონ არსებული რეგისტრაციის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ფულადი გზავნილების განხორციელება მოხდეს მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მისი აგენტის სტატუსით. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით წარმოდგენილი ორგანული კანონის 483 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და პირველი მუხლის მე-16 პუნქტით წარმოდგენილი ორგანული კანონის 641 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით წარმოდგენილი ორგანული კანონის 483 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით წარმოდგენილი ორგანული კანონის 641 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლების გაძლიერებისა და გამკაცრების აუცილებლობით, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზებისათვის, ასევე საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას პროცესის მეტი მოქნილობისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მომხმარებელთა საჭიროებით. უფლებების დაცვისა აუცილებელია და მათი საქართველოს ინფორმირების ეროვნულ მიზნით ბანკს მიენიჭოს უფლებამოსილება მიიღოს შესაბამისი რეგულაციები. პარალელურად, ეროვნულ ბანკს უნდა გააჩნდეს საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებული ბერკეტები, რომ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად მოახდინოს რისკის შემცველი ან არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე სუბიექტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება. დამატებით კანონპროექტით ზუსტდება ეროვნული ბანკის აუდიტთან დაკავშირებული საკითხები, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შეიქმნას მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტურად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის“ ცნება და მასში აღარ მოიაზრება ისეთი სუბიექტები, როგორიცაა კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი. აღნიშნული განაპირობებს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნების გაუქმებას და შესაბამისად, უქმდება ორგანული კანონის 481 მუხლით გათვალისწინებული - საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია აღნიშნული სუბიექტის რეგულირებისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით. რაც შეეხება, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს, პირს ენიჭება ფულადი გზავნილებით მომსახურების განხორციელების უფლება მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. აღნიშნული ცვლილების განხორციელება „უსაფრთხოების მექანიზმების შეფასების“ მისიის რეკომენდაციებით. განპირობებულია სსფ-ს 1 კანონპროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისათვის იმუნიტეტის მინიჭება და მისი ხელშეუხებლობის გარანტიების დადგენა, რაც ამჟამად არსებული ხარვეზის გამოსწორებას წარმოადგენს, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელშეუხებლობის მარეგულირებელი ნორმა. კანონპროექტის შესაბამისად, ორგანულ კანონს ემატება ახალი 171 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის ფუნქციებს და შემადგენლობას. აღნიშნული ცვლილების განხორციელება განპირობებულია სსფ-ს „უსაფრთხოების მექანიზმების შეფასების“ მისიის რეკომენდაციებით. გარდა ამისა, 2010 წლის 21 2 იანვრის ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად, აუდიტის კომიტეტის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს მხოლოდ არააღმასრულებელი წევრები, განსაზღვრული პერიოდით3 და აუდიტის კომიტეტმა უნდა მოიცვას შემდეგი თემების ზედამხედველობა: შიდა კონტროლის სისტემები; შიდა აუდიტის ფუნქცია; გარე აუდიტის ფუნქცია; შესაბამისობა კანონთან და რეგულაციებთან (ანგარიშის მე-4 გვ. მე-2 რეკომენდაცია). კანონპროექტით ახლებულად ყალიბდება ორგანული კანონის მე-18 მუხლი. აღნიშნული მუხლის წარმოდგენილი რედაქცია ითვალისწინებს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, ანგარიშვალდებულების საკითხებს და ასევე ადგენს, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.4 1 2010 წლის 21 იანვრის ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, შესაძლებელია კანონის შემდგომი სრულყოფა, რათა განისაზღვროს დამატებითი საფუძვლები საბჭოს წევრების გათავისუფლებისათვის. (მე–4 გვ. მე–7 რეკომენდაცია, პუნქტი (i): The Law could be further refined to (i) specify additional grounds for dismissal of Council members.) 2 სსფ-ს „უსაფრთხოების მექანიზმების შეფასების“ 2014 წლის 21 ნოემბრის ანგარიშის ერთ-ერთ რეკომენდაციის თანახმად, კანონში (სებ–ის შესახებ) უნდა შევიდეს შესწორება, რათა დაემატოს აუდიტის კომიტეტთან და მის მანდატთან დაკავშირებული მუხლები. (ანგარიშის მე-7 გვ. მე-2 რეკომენდაცია, პუნქტი (i) - The Law should be amended to include provisions: (i) providing for an Audit Committee and defining its mandate). 3 სსფ-ს„უსაფრთხოების მექანიზმების შეფასების“ 2010 წლის 21 იანვრის ანგარიშისმე-4 გვ. 1-ლი რეკომენდაცია - Modify the composition of the AC to include only non-executive members of the Council with limited terms, and at least one who has technical expertise in financial reporting matters) და (ანგარიშის მე-4 გვ. მე-2 რეკომენდაცია - Amend the AC charter to include oversight of (i) the internal controls system; (iv) the internal audit function; (iii) the external audit function); and (iv) compliance with laws and regulations) 4 სსფ-ს „უსაფრთხოების მექანიზმების შეფასების“ 2014 წლის 21 ნოემბრის ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, კანონში (სებ–ის შესახებ) უნდა შევიდეს შესწორება, რათა (ii) განისაზღვროს შიდა ორგანული კანონის მე–20 მუხლს ემატება მე–9 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მითითებები და ინსტრუქციები მიიღონ ეროვნული ბანკის გარდა სხვა ნებისმიერი გარეშე პირისაგან.5 კანონპროექტის შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემების მართვის საკითხები. კანონპროექტის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ზედამხედველობას განახორციელებს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ასევე რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს კომერციული ბანკების შემოწმება და რეგულირირება. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი. კანონპროექტით ორგანულ კანონში კეთდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საფინანსო სექტორთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტები (გარდა აქტებისა, რომლებიც აუცილებელია საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღნიშნული ამოქმედებას) გაზრდის სტანდარტების საბოლოო გამჭვირვალობის ეფექტიან დანერგვას. მომზადებამდე ხარისხს და მოცემული დაექვემდებარება უზრუნველყოფს ცვლილება გამოქვეყნებას. საზედამხედველო შეესაბამება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“, კერძოდ: • „საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონები, რეგულაციები და პრუდენციული სტანდარტები უნდა განახლდეს საჭიროებისამებ, ისე რომ მუდმივად დარჩეს ეფექტური და შეესაბამებოდეს ინდუსტრიისა და საზედამხედველო პრაქტიკის ცვლილებებს. საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ექვემდებარებოდეს საჯარო კონსულტაციებს.“6 • მოცემული ჩანაწერი ასევე უზრუნველყოფს FSAP-ის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებას: აუდიტის უფროსის თანამდებობის დაკავებისთვის სავალდებულო კრიტერიუმები და თანამდებობის დატოვების საფუძვლები. (მე–7 გვ. მე–2 რეკომენდაცია, პუნქტი (ii) – The Law should be amended to include provisions: (ii) specifying eligibility criteria and grounds for dismissal of the Chiel Internal Auditor.) 5 სსფ-ს „უსაფრთხოების მექანიზმების შეფასების“ 2010 წლის 21 იანვრის ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, შესაძლებელია კანონის შემდგომი სრულყოფა, რათა აიკრძალოს საბჭოს წევრებისა და თანამშრომლების მიერ მთავრობიდან ინსტრუქციების მიღება ან მოთხოვნა, (ანგარიშის მე–4 გვ. მე–7 რეკომენდაცია, პუნქტი (ii) – The law could be further refined to (ii) explicitly prohibit Council members and staff seeking or accepting instructions from the government). 6 Banking laws, regulations and prudential standards are updated as necessary to ensure that they remain effective and relevant to changing industry and regulatory practices. These are subject to public consultation, as appropriate (Core Principles for Effective Banking Supervision, Basel Committee on Banking Supervision, 2012, Principle 1, Essential C.riteria 4, page 22, <http://www.bis.org/publ/bcbs230.pdf>). • „შევიდეს კანონში ცვლილებები იმგვარად, რომ ახალი კანონებისა და რეგულაციების მიღებისას საჯარო კონსულტაციები გახდეს სავალდებულო.“7 ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებისა და მე-2 მუხლში (ტერმინთა განმარტება) „საბანკო ჯგუფის“ განმარტების დამატების საფუძველზე, ეროვნულ ბანკს ექნება უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე საბანკო ჯგუფებს, რაც გულისხმობს მთლიანი ჯგუფის სიძლიერის შეფასებას ყველა იმ რისკის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბანკზე, მიუხედავად იმისა აღნიშნული რისკები ბანკის მიერ არის გამოწვეული, თუ ჯგუფის წევრი სხვა ორგანიზაციის მიერ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, საზედამხედველო ორგანოები ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ ზედამხედველობასთან ერთად ჯგუფის დონეზე ზედამხედველობასაც უნდა ახორციელებდნენ. აღნიშნული ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საბანკო ჯგუფში შემავალი იურიდიული პირებისაგან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. მოცემული ხელს შეუწყობს კონსოლიდირებული ზედამხედველობის დანერგვასა და უზრუნველყოფს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებთან“ მაღალი ხარისხით შესაბამისობას. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების“ თანახმად: • „კანონმდებლობა და რეგულაციები უზრუნველყოფს ისეთ საზედამხედველო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზედამხედველს შეუძლია დააწესოს და პრუდენციული მოთხოვნები ბანკებისა და საბანკო ჯგუფებისათვის.“ გაამკაცროს მინიმალური 8 • „ზედამხედველი უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს სრული წვდომა ბანკებისა და საბანკო ჯგუფების სამეთვალყურეო საბჭოსთან, მენეჯმენტთან, პერსონალსა და ყველა ჩანაწერთან იმისათვის, რომ დაადგინოს შესაბამისობა როგორც მათ შიდა წესებთან, ასევე გარე კანონმდებლობითა და რეგულაციებით დადგენილ ლიმიტებთან. ბ) განიხილოს საბანკო ჯგუფის მთლიანი საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.“9 • „საბანკო ჯგუფი“ მოიცავს სათავო ორგანიზაციას, ბანკს და მის ოფისებს, შვილობილებს, ასოცირებულ და ერთობლივ საწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.10 7 Amend the law to make public consultation on new laws and regulations statutorily binding (IMF Country Report No. 15/10, Georgia - Detailed Assessment of Observance of The Basel Core Principles for Effective Banking Supervision, 2015, principle 1, page 22, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1510.pdf>). 8 Laws and regulations provide a framework for the supervisor to set and enforce minimum prudential standards for banks and banking groups (Core Principles for Effective Banking Supervision, Basel Committee on Banking Supervision, 2012, Principle 1, Essential Criteria 3, page 21, <http://www.bis.org/publ/bcbs230.pdf>). 9 The supervisor has the power to: (a) have full access to banks’ and banking groups’ Boards, management, staff and records in order to review compliance with internal rules and limits as well as external laws and regulations; (b) review the overall activities of a banking group, both domestic and crossborder (Core Principles for Effective Banking Supervision, Basel Committee on Banking Supervision, 2012, Principle 1, Essential Criteria 5, page 22, <http://www.bis.org/publ/bcbs230.pdf>). კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის უმთავრესი მიზანი, კერძოდ, საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის (ბანკების) ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ამასთან, კანონპროექტით დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი საბანკო ჯგუფის ზედამხედველობის კუთხით, რომელიც სრულად იქნება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებთან“ შესაბამისობაში. რიგ უფლებამოსილებებთან ერთად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ბანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და წერილობითი მითითებები, ასევე, ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი. კანონპროექტით შემოდის ზემოხსენებული „კონსოლიდირებული ზედამხედველობის“ ცნებაც, რომელიც განმარტებულია, როგორც ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს, საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის (ბანკების) ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საბანკო ჯგუფის მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ ინდივიდუალურად გაერთიანებულად ან/და საზედამხედველო საბანკო მოთხოვნების ჯგუფის სხვა დაწესებასა წევრ პირთან ერთად და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ინდივიდუალურად ექვემდებარებიან ზედამხედველობას, ბანკის დონეზე დაწესებული საზედამხედველო მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისი ბანკისა და საბანკო სექტორის უსაფრთხო და ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. საბანკო ჯგუფში შემავალი ან მის გარეთ არსებული ჯგუფის წევრები შესაძლოა ნეგატიურად მოქმედებდნენ კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე, რეპუტაციაზე, რაც ხელს უშლის ბანკის ჯანსაღ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. შესაბამისად, აუცილებელი ხდება ზედამხედველობის გავრცელება საბანკო ჯგუფის დონეზე, რაც კონსოლიდირებული ზედამხედველობის გზით მოხდება. კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობის განხორციელებას საზედამხედველო ორგანოებს ევროკავშირის მასშტაბით შესაბამისი რეგულაცია (CRR11 - 575/2013) და დირექტივა (CRD12 -2013/36/EU ) ავალდებულებს, რომლებთან დაახლოება სხვა დირექტივებთან ერთად საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უნდა მოხდეს. მნიშნელოვანია, რომ კონსოლიდირებულ დონეზე დაწესებული მოთხოვნები, საბანკო ჯგუფის წევრები, რომლებზეც ბანკთან ერთად, ერთობლივად უნდა გავრცელდეს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილი მოთხოვნები, განისაზღვრება კონსოლიდირებული ზედამხედველობის შესახებ ნორმატიული აქტით, რომლის დადგენის უფლებამოსილებასაც მოიცავს მოცემული ცვლილებები. 10 “Banking group” includes the holding company, the bank and its offices, subsidiaries, affiliates and joint ventures, both domestic and foreign (Core Principles for Effective Banking Supervision, Basel Committee on Banking Supervision, 2012, page 6, <http://www.bis.org/publ/bcbs230.pdf>). 11 Regulation (EU) 575/2013 of 26 June 2013 on prudential requirements for credit institutions and investment firms (See the consolidated version here) 12 Directive 2013/36/EU of 26 June 2013 on access to the activity of credit institutions and the prudential supervision of credit institutions and investment firms (See the consolidated version here) კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის შემოღებისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშგების ფორმების დანერგვის მნიშვნელობა ხაზგასმულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი “ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)” მისიის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშების რეკომენდაციებშიც, კერძოდ: • „კონსოლიდირებული ზედამხედველობა: მთავარ სისუსტეს წარმოადგენს ფორმალური კონსოლიდირებული პრუდენციული ანგარიშგების არარსებობა.“13 • „საზედამხედველო ანგარიშგება: უზრუნველყოფილ იქნას კონსოლიდირებული პრუდენციული ანგარიშგების დანერგვა 2014 წლის ნოემბრისათვის.“14 კანონპროექტით ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე ეროვნული ბანკის მხრიდან უარის თქმის საფუძვლებს დაემატება ორი საფუძველი, კერძოდ, დაინტერესებული პირის (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) რაიმე სახით მონაწილეობა კანონმდებლობის დარღვევაში ან არაჯანსაღი, საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკაში ან/და მეორე საფუძვლის, კერძოდ, დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურის ან/და საოპერაციო საქმიანობის/გარემოს არასაკმარისი გამჭვირვალობა, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა როგორც ინდივიდუალურ, ისე კონსოლიდირებულ დონეზე ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას, შესაძლოა, გახდეს ეროვნული ბანკის მხრიდან რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას და სრულად შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ 2013/36/EU დირექტივის (საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული ზედამხედველობის დირექტივა) მოთხოვნებს. ორგანული კანონის 48-ე მუხლს ემატება მე–10–მე–14 პუნქტები, რომელთა თანახმად, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტებს უფლება ექნებათ, შეიმუშაონ და ელექტრონული ეროვნულ ბანკს ხელმოწერის შესათანხმებლად გამოყენების წარუდგინონ მომსახურების უსაფრთხოების პოლიტიკა. ეროვნულ გაწევისას ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას ექნება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას. ელექტრონული ხელმოწერების 13 “Consolidated Supervision: The main weakness is the absence of a formal consolidated prudential reporting framework.” (IMF Country Report No. 15/10, Georgia - Detailed Assessment of Observance of The Basel Core Principles for Effective Banking Supervision, 2015, principle 12, page 15, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1510.pdf>). 14 “ Supervisory reporting: Ensure that a formal consolidated prudential reporting framework is in place by November 2014. (IMF Country Report No. 15/10, Georgia - Detailed Assessment of Observance of The Basel Core Principles for Effective Banking Supervision, 2015, principle 10, page 24, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1510.pdf>). გამოყენების აღნიშნული მოდელი წარმატებით დაინერგა კომერციულ ბანკებში და აღნიშნული მოდელის იმპლემენტაცია და განვითარება სიახლეს არ წარმოადგენს ფინანსური სექტორისათვის, შესაბამისად ეროვნულ ბანკთან უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმების საფუძველზე კონკრეტული ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების მოთხოვნა მომდინარეობს არამხოლოდ კომერციული ბანკებიდან, არამედ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტებისგანაც, რამაც განაპირობა აღნიშნული ცვლილების მომზადება. ორგანული კანონის 48–ე და 50–ე მუხლებში შესატანი ცვლილებებით იზრდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირების თვალსაზრისით და მათი ზედამხედველობა აღარ იქნება მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით შეზღუდული. პარალელურად, კანონს ემატება ახალი 501 მუხლი, რომელიც ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაადგინოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვისათვის აუცილებელი რეგულაციები, კერძოდ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომხმარებლის ინფორმირებისა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი. ცვლილება შედის ორგანული კანონის 641 მუხლში, რომელიც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს თავის ვებ–გვერდზე განათავსოს იმ პირთა სია:  რომლებიც არ არიან ზედამხედველობის ქვეშ და ახორციელებენ სახსრების მოზიდვას ან/და სესხების გაცემას;  რომლებიც არ არიან ზედამხედველობის ქვეშ და საჯაროდ გამოხატავენ სახსრების პირთა ფართო წრისაგან მოზიდვის განზრახვას ან/და რეკლამირებას;  რომლებმაც ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არ მიაწოდესინფორმაცია;  რომლებიც არ ასრულებენ ეროვნული ბანკის წერილობით მოთხოვნებს ან/და მითითებებს. Safeguard-ის რეკომენდაციის თანახმად, ეროვნული ბანკის გარეაუდიტის შერჩევა უნდა განხორციელდეს არაგვიანეს 1 ოქტომბრისა, შესაბამისად, ხორციელდება Safeguard-ის რეკომენდაციის გათვალისწინება და შერჩევის ვადის 1 დეკემბრიდან 1 ოქტომბრამდე გადმოწევა. კანონპროექტის შესაბამისად, ორგანულ კანონს ემატება 483 მუხლი (საბანკო და საკრედიტო საქმიანობა), რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, ადგენს თანხების მოზიდვის შეზღუდვის მექანიზმს, კერძოდ, მეწარმე სუბიექტს არ ექნება უფლება ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის სესხი) ან/და აწარმოოს ასეთი საქმიანობის რეკლამირება. სახსრების მოზიდვის უფლებამოსილების მხოლოდ აღნიშნული სუბიექტების მიერ განხორციელების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა ზედამხედველობა განახორციელოს შესაბამის საქმიანობაზე. ამავე მუხლით გაწერილია ის შემთხვევები, რომლებზეც არ გავრცელდება დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა. წარმოდგენილი კანონპროექტით შემოდის საკრედიტო ბიუროს ცნება და ეროვნულ ბანკს ენიჭება საკრედიტო ბიუროს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება. ნებისმიერი სასესხო ურთიერთობის დროს უმნიშვნელოვანესია კლიენტის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება, რომელიც კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს შეააფასონ კლიენტის არსებული ვალდებულებების თანაფარდობა მის ყოველთვიურ შემოსავლებთან და ამის შედეგად განსაზღვრონ, თუ რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ კლიენტზე სესხის გაცემა. მოცემულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში იყოს სრულყოფილად შეტანილი კლიენტის ვალდებულებების შესახებ მონაცემები, რაც უფრო აამაღლებს კომერციული ბანკების მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღების ხარისხს და შეამცირებს საკრედიტო რისკებს. ვინაიდან, მოცემული რეგულაციები დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს, მნიშვნელოვანია შემუშავდეს მისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნულ ბანკი ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან და მომხმარებლის შემოსავლების შესწავლასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ორგანული კანონის 68–ე მუხლში შესატანი ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში (გარდა იმ შემთხვევისა თუ თანამშრომლის მიმართ დავას აწარმოებს თავად ეროვნული ბანკი) დაიცვას თანამშრომლის ინტერესები, თუ აღნიშნული თანამშრომლის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის "ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების" თანახმად კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს თანამშრომელთა ეფექტურ დაცვას ზედამხედველობის პროცესში. აღნიშნული დოკუმენტის (მე-2 პრინციპი - დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება, რესურსები და ზედამხედველობის სამართლებრივი დაცვა15) მიხედვით საზედამხედველო ორგანოს არც ერთ თანამშრომელს არ უნდა დაეკისროს პირადი პასუხისმგებლობა რაიმე მოქმედებისთვის ან მოქმედებისგან თავის შეკავებისთვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას. ამასთან, ზედამხედველები დაცული უნდა იყვნენ სასამართლო დავებთან დაკავშირებული ყველა ხარჯისაგან. მოცემული ცვლილება შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი “ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)” მისიის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშების რეკომენდაციებს.16 აღნიშნული დამკვიდრებული პრაქტიკაა მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, კანადაში ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის ოფისის (Office of the Superintendent of Financial Institutions) მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს თანამშრომლების დაცვას სასამართლოში. 15 The supervisor possesses operational independence, transparent processes, sound governance, budgetary processes that do not undermine autonomy and adequate resources, and is accountable for the discharge of its duties and use of its resources. The legal framework for banking supervision includes legal protection for the supervisor (Core Principles for Effective Banking Supervision, Basel Committee on Banking Supervision, 2012, Principle 2, page 22, <http://www.bis.org/publ/bcbs230.pdf>). 16 Make specific legal provisions that the supervisor and its staff will be adequately protected against the cost of defending their actions and/or omissions made while discharging their duties in good faith; The protection afforded to staff on a personal level for any action done or not done, as long as such action was done or refrained from in good faith, should be extended to the supervisor itself (IMF Country Report No. 15/10, Georgia - Detailed Assessment of Observance of The Basel Core Principles for Effective Banking Supervision, 2015, principle 2, page 22, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1510.pdf>). ამასთან, კანადის მთავრობა სახელმწიფო ხაზინის საბჭოსთან ერთად ფარავს თანამშრომლის დაცვის ხარჯებს. იტალიაში თანამშრომლებს უწევდათ თავად დაეფარათ სასამართლო ხარჯები. აღნიშნული პრაქტიკა 2012 წლის დეკემბერში შეიცვალა. კერძოდ, იტალიის ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლების ინტერესების დაცვა მომხდარიყო ბანკის ხარჯებით (რაც FSAP-ის მისიამ დადებითად შეაფასა). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა; გ) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას; დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი; ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის; ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები; ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი; თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები; ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი; კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება; ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას; მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – სარეალიზაციოდ ან საექსპონატოდ განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები; ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში; პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში; ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში; რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით; ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან; უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა; ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი; ქ 1) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია ეროვნული ბანკის მიერ და რომელიც ამ კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს; ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი; ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა; შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი; ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში; ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა; ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება; ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში; ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა; ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია. მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა 1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა. 2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. 3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. 4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. 6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით. 7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. 8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: ა) იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; ბ) მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად; გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; დ) იგი გარდაიცვალა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წესით გათავისუფლდებიან თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე. მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური 1. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადითაც. 2. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რის შესახებაც ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 3. შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციებია: ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი; ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარდგენის მიზნით შეადგინოს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ; გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება. მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომელს და აუდიტორს არ აქვთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 2. (ამოღებულია - 29.05.2014, №2465). 3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში. 5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო. 51. (ამოღებულია - 10.03.2017, №436). 52. (ამოღებულია - 10.03.2017, №436). 6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია. 7. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აკავშირებს. 8. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, აგრეთვე ეროვნული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ვალდებულების ან/და სხვა მატერიალური ვალდებულების თაობაზე, რომელიც ჯამში 10000 ლარს აღემატება. მუხლი 48. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის თვალსაზრისით 1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, განახორციელოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის ზედამხედველობა ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით. 3. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ: ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას; ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა; გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა; დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ. 5. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისაგან და ამ კანონის 481 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან. 7. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ამ ფორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და ციფრული ხელმოწერის გამოყენებით ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი. ციფრული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 დღეს. მუხლი 481 . კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება 1. იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დადგენილი მოთხოვნები. 2. იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად არის მიჩნეული ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. 4. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისადმი მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, შესაფერისობის კრიტერიუმები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთანავე იურიდიული პირი ავტომატურად კარგავს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსს. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. მუხლი 482 . საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების დადგენის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით. 2. ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ეროვნული ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს. 4. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი სისტემისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების, მინიმალური კაპიტალის და დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. მუხლი 49. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობა. იგი მოიცავს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა; დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; ვ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან; თ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით გადაცემას; კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისაგან და განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის; ლ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. 2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დროებით ადმინისტრატორს და ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. ისინი ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე. დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი. 4. არავის არა აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები. 5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით შეიძლება გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადდეს. 6. ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის. მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზედამხედველობას ახორციელებს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაკისრების გზით. 2. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნების დადგენის და სანქციების დაკისრების გზით. 3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. მუხლი 59. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი 1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. 2. ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს. მუხლი 63. კლირინგის, უნაღდო ანგარიშსწორებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, უნაღდო ანგარიშსწორების საქმიანობისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დახმარება გაუწიოს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, განახორციელოს საქართველოში მოქმედი საგადახდო სისტემების ზედამხედველობა. მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმ ართ შესაძლებელია დაადგინოს : ა ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625- ე მუხლის მე-4 ნაწილით , მე 5 ნაწილით ( გარდა საპროცენტო სარგებლისა ), მე -7 ნაწილითადა მე 8 ნაწილით ( წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის ) და 868- ე მუხლის მე 8 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულიწესები ; ბ ) სესხის / საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებე ლი ინფორმაციის მიწოდების წესი . მუხლი 67. მარეგლამენტირებელი დებულებები 1. ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს. 2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. 3. ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, ნორმატიული აქტის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან. 5. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ნორმის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლით უნდა მიეთითოს ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზები. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა ან/და ციფრული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები 1. ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს. 3. ამ კანონის დებულებების შესრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. 5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 6. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6 1. (ამოღებულია - 10.03.2017, №436). 62. (ამოღებულია - 10.03.2017, №436). 7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი. 8. (ამოღებულია - 10.03.2017, №436).