„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ.113)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც არ ახორციელებს ფულად გზავნილს
და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.“.
3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებისათვის,
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერებისათვის,
საბროკერო
კომპანიებისა
და
ფასიანი
ქაღალდების
რეგისტრატორებისათვის;“.
4. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
ვალუტის
გადამცვლელი
პუნქტების,
არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიებისა და
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების
მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ
ნაწარმთან
და
ანტიკვარულ
ნივთებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი
პირების, ნოტარიუსებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ კანონისა
და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულებაზე
კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს
ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან
შეთანხმებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის
მიხედვითაც, იცვლება „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის“ ცნება და მასში აღარ
მოიაზრება ისეთი სუბიექტები, როგორიცაა კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი და
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი. აღნიშნული განაპირობებს
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნების გაუქმებას. ხოლო რაც შეეხება, ფულადი
გზავნილების განმახორციელებელ პირს, პირს ენიჭება ფულადი გზავნილებით
მომსახურების განხორციელების უფლება მხოლოდ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერად რეგისტრაციის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის
ფუნქციის შესრულების შემთხვევაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი :
კანონპროექტის მიზანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველო ორგანული
კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებში, რომლებშიც
მითითება კეთდება კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტსა და ფულადი გზავნილების
განმახორციელებელ პირზე და უქმდება აღნიშნული ჩანაწერი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო
საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო
ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის
მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი
წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან
შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ)
მონიტორინგი
–
ამ
კანონით
გათვალისწინებული
მონიტორინგის
განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია,
გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული
(გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან
ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო
ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე
დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში
მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ვ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების
სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;
ზ) ზედამხედველობა – ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი
პირების საქმიანობის ზედამხედველობა;
თ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის
სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი
სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან
წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა
ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების
თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება
მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია
ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია
დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები
შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის,
ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან
ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის
იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის
არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება
ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
თ 1) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და
გარიგების
(ოპერაციის)
შემადგენელი
ცალკეული
უჩვეულო
ნაწილები,
რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა
კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის
ჩვეულებრივ საქმიანობას;
ი) (ამოღებულია);
კ)
არარეზიდენტი
პირი
–
პირი,
რომელიც
არ
არის
რეზიდენტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
ლ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც
საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის
საშუალებას;
მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – ამ კანონის შესაბამისად
შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებულ
უფლებამოსილებებს;
ნ)
მონიტორინგის
განმახორციელებელი
პირი
–
ამ
კანონის
მე-3
მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;
ო) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
იურიდიული პირი.
პ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის
განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ჟ) ფინანსური ინსტიტუტები – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები;
რ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო
მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება
გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ
არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების
მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო
მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი,
რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის
მართვაზე;
რ1) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული
წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ უპასუხებს უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;
ტ) მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) –
საერთაშორისო
ბანკთაშორისი
ქსელი
(სისტემა),
რომელიც
ბანკთაშორისი
ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა.
უ) ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად
წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ ლიცენზირებულია, და
რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება;
ფ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – პირი (გარდა კომერციული
ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც ახორციელებს ფულადი
გზავნილებით მომსახურებას;
ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი
ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური
თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.
პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის
ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო
დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი,
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი,
ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი
მონაწილეობით
მოქმედი
საწარმოს
ხელმძღვანელი,
პოლიტიკური
პარტიის
(გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი
ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, მათი ოჯახის წევრები,
აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. პირი პოლიტიკურად
აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის
განმავლობაში;
ღ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე,
მშობელი, და, ძმა;
ყ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი –
ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან
ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს
ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო
საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
შ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მონიტორინგის
განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და
სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
ჩ) სალიზინგო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სალიზინგო საქმიანობას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
ც) ადვოკატი – „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით
განსაზღვრული პირი;
ძ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის
პროვაიდერი) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი;
წ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ
შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა ამ
კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის
განმახორციელებელი პირებისა.
მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები
მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან:
ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
ა1) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები;
ა2 ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი;
ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები;
გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები;
დ) ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ორგანიზატორი, მათ
შორის, სამორინე (მათ შორის, აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მომწყობი პირი (ინტერნეტსამორინე));
ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ
ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების
სამსახური);
ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები;
თ) ნოტარიუსები;
თ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ი) (ამოღებულია);
კ) პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა
საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას;
ლ) სალიზინგო კომპანიები;
მ) (ამოღებულია - 27.11.2013, №1638);
ნ) ადვოკატები;
ო) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ
მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.
მუხლი 4. ზედამხედველობა
საზედამხედველო ორგანოები არიან:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტებისათვის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისათვის,
არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებებისათვის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებისათვის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორებისათვის;
ა1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო
სქემის დამფუძნებლებისათვის ;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიის, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების ორგანიზატორისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ
ნაწარმთან
და
ანტიკვარულ
ნივთებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განმახორციელებელი პირებისათვის; შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო
კომპანიებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოსათვის;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახური − იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ
საქმიანობას;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია −
ადვოკატებისათვის.
მუხლი 8. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა
კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა
კონტროლი.
2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია
შეიმუშაოს შიდა
ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების
მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი
პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი
ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის,
საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და
პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის
საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო
გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული
საქართველოს
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურის
მითითების
მიღების
დადასტურებისა
და
შესრულებისათვის
პასუხისმგებელი
თანამშრომელი
ან
სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი,
რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და
განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ
ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი
შესწორება.
3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია
ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.
4. ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის
მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის
სპეციალურად
განსაზღვროს
შესაბამისი
პასუხისმგებელი
თანამშრომელი
ან
სტრუქტურული ერთეული.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან
სტრუქტურული ერთეული ვალდებულია:
ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის
შესრულების
კონტროლი
ინსტრუქციით
გათვალისწინებული
წესითა
და
პერიოდულობით;
ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა
ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.
6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის
პროცესში ჩართული თანამშრომლის პერიოდული სწავლება.
7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა
და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორების, საბანკო სისტემის მიღმა არსებული ფულადი გზავნილების
განმახორციელებელი პირების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი
პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან
და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების,
გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული
(გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის წესი და პირობები
განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით,
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით.