„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 238-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. 241-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი: „101. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადატანა.“. 3. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად მოახდინოს იმ ანგარიშების, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადატანა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობით. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შედის ცვლილება, რომლის ძირითად არსს წარმოადგენს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის გაძლიერება და გამკაცრება. სწორედ აღნიშნული ცვლილების არსიდან გამომდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის როგორც გადამხდელის მიმართ, აღარ გავრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ, რაც კლიენტის დაცულობის გარანტიაა. ხოლო „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში კი შედის ცვლილება, რომლითაც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მოქნილობისა და დროულად დასრულების მიზნით ლიკვიდატორს ენიჭება უფლება, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ბანკში არსებული ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, აღნიშნული შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობის დარღვევის გარეშე უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან საქართველოს ეროვნულ ბანკში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე12 ნაწილში, რომლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის როგორც გადამხდელის მიმართ, აღარ გავრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ. მოქმედი რედაქციის მიხედვით, უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდებოდა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშებზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ, თუმცა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებების არ გავრცელების საკითხი შეეხება არამხოლოდ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერებს, არამედ ყველა ტიპის პროვაიდერს. შესაბამისად, აღნიშნული აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243ე მუხლებში და განისაზღვრება, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების და იმ ანგარიშების, რომელ ანგარიშებზეც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 238. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზ) (ამოღებულია). 2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 5. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოთა მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით. 6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით; ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. 8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება. 81. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 5000 ლარს არ აღემატება. 9. გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. 10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. 11. აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების 121 . უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს საგანზე). ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების 122. უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 13. (ამოღებულია). მუხლი 241. ქონებაზე ყადაღის დადება 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 1 1 . საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. 2 1 . ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას. 3. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება. 4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 5. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. 6. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტორი. 7. თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. ამ შემთხვევაში ყადაღის დადება შესაძლებელია განხორციელდეს დალუქვით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე (გარდა საბანკო ანგარიშებისა) ყადაღის დადება და ამ მიზნით დალუქვის პროცედურების განხორციელება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება. 9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხებ ს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება არ აქვს, გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში. მუხლი 243. საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა 1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. 2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის თანხის ჩამოწერის შესახებ ამ პირს ეგზავნება ელექტრონული ფორმით. 3. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა. 4. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.