„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის
უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 595) პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„11. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება 100 000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური
ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს
შეზღუდვა არ ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ
ფიზიკურ პირზე გასცემს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობით, რაც სახსრების
მოზიდვის პროცესში საზედამხედველო პოლიტიკის გამკაცრებასა და მომხმარებელთა ინტერესების
დაცვის დამატებითი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის
პირველი მუხლის 11 პუნქტში, სადაც კონკრეტდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება 100
000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის
ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, თუ იგი
თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს
და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. გადასაპირებელი თამასუქის რეკვიზიტი
1. გადასაპირებელი თამასუქი უნდა შეიცავდეს:
ა) სიტყვას „თამასუქი“ დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია
თამასუქი;
ბ) უპირობო დავალებას მითითებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ;
გ) გადამხდელის დასახელებას;
დ) გადახდის ვადას;
ე) გადახდის ადგილს;
ვ) იმ პირის დასახელებას, რომელსაც უნდა გადაუხადონ ან რომლის განკარგულებითაც უნდა
მოხდეს გადახდა;
ზ) თამასუქის შედგენის თარიღსა და ადგილს;
თ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას.
11. მეწარმე სუბიექტს , გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული
კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა ,
ეკრძალება 100 000 ( ასი ათას ) ლარამდე ( უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის )
ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა . ეს შეზღუდვა აღნიშნულ მეწარმე სუბიექტზე არ
ვრცელდება , თუ იგი თამასუქს 20- ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს .
2. თუ თამასუქის გამცემი რაიმე მიზეზით თვითონ ვერ აწერს ხელს თამასუქს, მაშინ მისი
თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ იგი
ხელმოწერილია თამასუქის გამცემის თხოვნით.
3. დოკუმენტს, რომელსაც აკლია ამ მუხლში აღნიშნული რომელიმე რეკვიზიტი, ამავე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, არა აქვს თამასუქის ძალა.
4. თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული გადახდის ვადა, ჩაითვლება თამასუქად, რომელიც
გადახდილ უნდა იქნეს წარდგენისთანავე.
5.
განსაკუთრებული
აღნიშნული
ადგილი
მითითების
მიიჩნევა
უქონლობისას
გადახდის
გადამხდელის
ადგილად
და
დასახელების
იმავდროულად
გვერდით
გადამხდელის
ადგილსამყოფელად.
6. თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული შედგენის ადგილი, მიიჩნევა იმ ადგილას
შედგენილად, რომელიც მითითებულია თამასუქის დასახელების გვერდით.