„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3
მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული
ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული
ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც
მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა
ან/და მოგების გაცემა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტებით.
აღნიშნული კანონპროექტები მიზნად ისახავს, დაკონკრეტდეს საგადახდო სისტემებსა და
საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რაც
ქვეყანაში საგადახდო მომსახურების განხორციელების პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში აისახოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში
განსახორციელებელი
პროვაიდერის
საქმიანობის
ცვლილებებიდან
გამომდინარე
დაზუსტებასთან
დაკავშირებული
საგადახდო
მომსახურების
საკითხი.
შესაბამისად,
კანონპროექტი მიზნად ისახავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცეთ უფლება,
განახორციელონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული
ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროების საქმიანობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ახლებურად ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ
განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის სალაროების საქმიანობის უფლება ენიჭება საგადახდო მომსახურების პროვაიდერსაც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ
დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა),
სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის , კლუბის მაგიდის ან/და
სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას
იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია
მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში;
ა1) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს მოწყობის
ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის
იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის
მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული
ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია
როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე,
ისე მის გარეთ;
ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით;
გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა
სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ
თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;
დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის
მიზნებისათვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური
სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად;
დ1) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს
შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს
აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორის
(გარდა
სათამაშო
აპარატების
სალონისა)
წარმომადგენელმა;
ე) სათამაშო დარბაზი – მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) და
სამორინეში აზარტული თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი. სათამაშო დარბაზი არ
უნდა ჩანდეს შენობის გარეთა მხრიდან;
ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობანაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც
განთავსებულია სათამაშო აპარატები. სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო
აპარატი არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;
ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან
ელექტრომექანიკური
მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობის
მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში აზარტული თამაშ ო ბ ებ ისთვის
განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც
იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი,
რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად
შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა
იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა ელექტრონული
სათამაშო ბორბლისა (რულეტისა));
ზ1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის
ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია კლუბის
მაგიდა (მაგიდები), რომელიც არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;
თ) ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც
ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით
ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული
არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და მოქმედებაზე,
წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის
სახეებია:
თ.ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად,
ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის
გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს
მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ;
თ.ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე
ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;
თ.გ) ლოტო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება
დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ
დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;
თ.დ) ბინგო – თამაშობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც
რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით მოგება ფიქსირდება სპეციალური
მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება
საპრიზო ფონდის ოდენობიდან;
თ.ე) ტოტო – ტირაჟიანი ლატარიის ნაირსახეობა, რომელიც ტარდება ბილეთების
მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია ლატარიის ორგანიზატორის მიერ წინასწარ
შერჩეული სპორტული თამაშობების შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და
განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;
ი) ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან
გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი
დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა
მატარებელი, რომელიც უპასუხებს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის
მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს;
კ) საპრიზო ფონდი – თანხა , რომე ლიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად
მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის), მარწმუნებლის ან პრინციპალის
სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით)
გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების
(რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან
სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის
დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა გათამაშების მონაწილეებთან ნაკისრი
ვალდებულებისა . საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება
გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით
განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებაში საპრიზო ფონდის
განთავსებით მიღებულ სარგებელზე ;
ლ) საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების
დამთხვევის ფაქტი ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთზე; ნივთმოგების მფლობელს
უფლება აქვს, მიიღოს ნივთი ან მისი შესაბამისი თანხა, თუ ეს დადგენილია მოწყობის პირობებით
(რეგლამენტით);
მ) საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა – ფინანსური მექანიზმი, რომლითაც მოგების
შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტოტალიზატორის მოთამაშეთა ინტერესები და რომლის
არსებობაც დასტურდება საბანკო გარანტიით ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისით;
ნ) ლატარიის მოცულობა – კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების
რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე;
ო) მომგებიანი თამაშობებია:
ო.ა) ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილეც ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების
კომბინაციებს და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების
მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან.
ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური
რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;
ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს
მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი
კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო
ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა
განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;
ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების
მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების
დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია
ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი
ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობანაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში;
ო.დ ) წამახალისებელი
გათამაშება – თამაშობა, რომლის დრო საც ორგანიზატორი
საჯაროდ გამოქვეყნებული , დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო
ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან
და არ შეიძლება იყოს
სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, შემთხვევითობაა
სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის
პროდუქციის (მომსახურების)
სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი
გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის
პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ გ ათამაშებაში
მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება;
პ) აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი;
ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი ოთახი, სადაც ინახება სამორინეს
სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სულ ცოტა 10 000 ლარის ოდენობით),
სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის
სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისა თვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს
დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად, კამათლები და ა. შ.);
რ) ლატარიის ორგანიზატორი – ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და
ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამავე
კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი – პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების
დამზადებიდან და რეალიზაციიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით;
ტ ) აგენტი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს უწევს სარეალიზაციო
მომსახურებას და საცალო რეალიზატორს ან სხვა აგენტს აწვდის ლ ატარიის ბილეთებს მათი
შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს, თავად შეასრულოს საცალო
რეალიზატორის ფუნქ ცია;
უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს ან აგენტს უწევს
სარეალიზაციო მომსახურებას ლატარიის ბილეთების მოთამაშეებზე რეალიზაციის მიზნით;
ფ) სარეალიზაციო მომსახურება − მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო
რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ
შორის, ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი
წესების თანახმად მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მათთვის ლატარიის ორგანიზატორის
სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.
ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული
ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული
ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება
მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა.