„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 134–ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტს და „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის, ასევე
,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და
დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა.“.
2. 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4.
კომერციული
ლიკვიდატორი
ბანკის
უფლებამოსილია
ლიკვიდაციის
მიზნებისათვის
„კომერციული
ბანკების
კომერციული
საქმიანობის
ბანკის
შესახებ“
საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული
ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილებების
შეტანის
თაობაზე
მომზადებული
კანონპროექტით, რომლის თანახმადაც, ორგანული კანონის 48-ე მუხლის მოქმედ რედაქციას
ემატება
ახალი
მე-9
პუნქტი,
რომელიც
ეროვნული
ბანკის
ზედამხედველობას
დაქვემდებარებულ სუბიექტს აძლევს საშუალებას მომსახურების გაწევისას გამოიყენოს
ელექტრონული
ეროვნულ
ხელმოწერა,
ბანკთან.
რომლის
ეროვნულ
უსაფრთხოების
პოლიტიკაც
შეთანხმებული
უსაფრთხოების
ბანკთან
შეთანხმებულია
პოლიტიკის
საფუძველზე მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას ექნება
მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და
აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი
შეიძლება
გამოყენებული
იქნას
ყველა
იმ
შემთხვევაში,
როდესაც
საქართველოს
კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას. ანალოგიური ჩანაწერი
კეთდება
„კომერციული
ზემოაღნიშნული
ბანკების
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
კანონშიც.
კანონპროექტების
შემუშავებამ
განაპირობა
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, რომ ეროვნულ ბანკთან
შეთანხმებული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე გამოყენებული ელექტრონული
ხელმოწერით დამოწმებულ ელექტრონულ დოკუმენტს ჰქონდეს მტკიცებულების ძალა.
კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილება, რომელიც კომერციული ბანკის
ლიკვიდატორს
ანიჭებს
უფლებას
ამავე
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს
ეროვნულ ბანკში გადატანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
განხორციელდეს
საბანკო
სისტემაში
ელექტრონული/ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობის დანერგვა, რაც
განავითარებს და უფრო ეფექტურს გახდის საბანკო სისტემის ფუნქციონირებას და ასევე
აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი
ცვლილება ბანკის ლიკვიდატორის უფლებამოსილების თაობაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული
დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით
და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე
მუხლის მე-9 პუნქტის და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერით
დადასტურებულ ან/და დამოწმებულ ელექტრონულ დოკუმენტს ექნება მტკიცებულების
ძალა.
კანონპროექტით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლს ემატება მე-4
ნაწილის, რომლის შესაბამისად, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის
კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად მოახდინოს
დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკის ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ბ.ა)
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფას.
ხარჯების
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
1. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი
ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა
შესახებ.
11. „ელექტრონული
ხელმოწერისა
და
ელექტრონული
დოკუმენტის
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დადასტურებულ
ან/და დამოწმებულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა.
2. წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ
შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები
იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ
გამოითხოვოს ისინი.
21. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ
პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოითხოვოს ერთგვაროვანი (ერთი ტიპის)
დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ
აღნიშნული დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი
გარემოებები.
3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი
პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა
შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის
მიერ მითითებული პირის ხელთაა.
4. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა
დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
მუხლი 198. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა
იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც
მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი
აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; (ძალადაკარგულია „გ“
ქვეპუნქტის ის
ნორმატიული
შინაარსი,
რომელიც
სარჩელის/გადაწყვეტილების
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ
ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს)
(ძალადაკარგულია „გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს
დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო
პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას) - საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.
დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ
მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
ე ) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონე
ბის რეალიზაციის შეჩერება , გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “
საქართველოს კანონის 70- ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ;
ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,
ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც
აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება
საქმის წარმოების განახლების შესახებ.
3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია
სარჩელის უზრუნველყოფისათვის . აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ
იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე. (ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის
პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ
ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს)
(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი,
რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების
სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას) -