„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
24/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის
„ყ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ.ბ) კომერციული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისად;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის
მიხედვითაც, უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება და იგი აღარ
წარმოადგენს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება და
შესაბამისად, მისი როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების პირის თაობაზე არსებული
ჩანაწერი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო
საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის
მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების ამსახველი
ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და
შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა;
ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ
აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − ეკონომიკური მოვლენების
დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები და მაგროვებელი
დოკუმენტები;
დ) ფინანსური ანგარიშგება – გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური
ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად
სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა,
საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო
პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები;
ე) სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები,
გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითგანსაზღვრული საბიუჯეტო
ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს
ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „უ“–
„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის, ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენებული აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის
კრიტერიუმებს;
ვ) აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება) – აუდიტორის/აუდიტორული
(აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე
ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია:
ვ.ა) აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური
დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და
სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის
შესაფერისი
საფუძვლების
შესაბამისად
მომზადების
შესახებ
აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ;
ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით
(აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ;
აუდიტორის/აუდიტორული
ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების
საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ;
ვ.დ) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნების
განხორციელებისკენ;
ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა
ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია
აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში
(შემდგომ – რეესტრი) და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული
საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად;
თ) აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) −
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში
რეგისტრირებული
იურიდიული
პირის
ფილიალი
საქართველოში,
რომელიც
რეგისტრირებულია
რეესტრში და
აუდიტორულ საქმიანობას
(მომსახურებას)
ახორციელებს
გარიგების
პარტნიორის
(პარტნიორების)
მეშვეობით;
ი) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახური (შემდგომ – სამსახური) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
(შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება;
კ) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელსაც ახორციელებს
აუდიტორი/აუდიტორული ფირმა საბუღალტრო, აუდიტორულ, საგადასახადო,
ფინანსური მენეჯმენტის ან/და სხვა, მსგავს ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში და
რომელიც ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს მოითხოვს;
ლ) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც სამსახურის
მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად
სერტიფიცირებულია
ბუღალტერთა
ან/და
აუდიტორთა
პროფესიული
ორგანიზაციის მიერ ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებულია ამ კანონით
და რომელიც სერტიფიცირების შემდეგ თავის კვალიფიკაციას განგრძობითი
განათლების სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს;
მ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი, რომელიც აუდიტორულმა ფირმამ
კონკრეტული აუდიტის ჩატარებისათვის ან სხვა აუდიტორული საქმიანობის
(მომსახურების) განხორციელებისათვის მთავარ პასუხისმგებელ პირად დანიშნა და
რომელიც აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედებს, ან აუდიტორი,
რომელიც ხელს აწერს აუდიტორულ დასკვნას ან სხვა აუდიტორული საქმიანობის
(მომსახურების) განხორციელების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს;
ნ) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული
დოკუმენტი,
რომელშიც
აუდიტორი/აუდიტორული
ფირმა
გამოთქვამს
მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება
მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის
შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების
გამოთქმაზე;
ო) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები – ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა
და
წარდგენის
საფუძვლები,
რომელთა
გამოყენება
სუბიექტისათვის
სავალდებულოა ან ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობისა და
საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, რომლის განხორციელების შედეგად
აუდიტორი/აუდიტორული ფირმა განსახილველი საგნისადმი მესამე პირის
ნდობის ხარისხის ასამაღლებლად გამოთქვამს მოსაზრებას ამ საგნის შეფასების
ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;
ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო (შემდგომ – საბჭო)
– სამსახურთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი
გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო;
რ) ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია (შემდგომ –
პროფესიული ორგანიზაცია) – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული
ორგანიზაცია,
რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და
აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ს) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული
პირი, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი
საქართველოში, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის მიერ
აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების
ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ;
ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო
პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს
აკმაყოფილებს:
ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ტ.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ
აღემატება;
უ) მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის
საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი
კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
უ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
უ.ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
უ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ
აღემატება;
ფ) მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე
კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს
შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ფ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ფ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
ფ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ
აღემატება;
ქ) პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ
კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ქ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება;
ქ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
ქ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს
აღემატება;
ღ) შემოსავალი – ამ კანონის მიზნებისათვის სუბიექტის მიერ ძირითადი
ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების
გაწევიდან მიღებული მთლიანი სარგებელი. შემოსავალი არ მოიცავს სავაჭრო
ფასდათმობას, არაპირდაპირ გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ
თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდის,
პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი
ეკონომიკური საქმიანობის შედეგია;
ყ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომ – სდპ) – იურიდიული პირი,
რომელიც არის:
ყ.ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე
სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ყ.ბ)
კომერციული
ბანკი
და
კვალიფიციური
საკრედიტო
ინსტიტუტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის შესაბამისად;
ყ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ყ.დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ყ.ე) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი „არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ყ.ვ) საინვესტიციო ფონდი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ყ.ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი;
შ) არაპრაქტიკოსი – ფიზიკური პირი, რომელსაც სამსახურის უფროსად
დანიშვნამდე ან საბჭოს წევრად დამტკიცებამდე სულ მცირე ბოლო 3 უწყვეტი წლის
განმავლობაში და საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდში არ განუხორციელებია
აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში ხმის უფლება არ
ჰქონია, აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო
საბჭოს წევრად დასაქმებული არ ყოფილა და არც სხვაგვარად ყოფილა
აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული;
ჩ) კონტროლი – ეს ტერმინი საწარმოებს შორის ურთიერთობასთან მიმართებით
განიმარტება
ფინანსური
ანგარიშგების
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამისად;
ც) მშობელი საწარმო – სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ
საწარმოს აკონტროლებს;
ძ) შვილობილი საწარმო – სუბიექტი, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს,
მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს;
წ) ჯგუფი – მშობელი საწარმო და ყველა მისი შვილობილი საწარმო;
ჭ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი – აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა
მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო
სტანდარტებთან და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის
წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის,
აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისათვის მიღებული
ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის კონტროლის სისტემის შეფასება;
ხ) კორპორაციული მართვის კოდექსი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს
საწარმოს მმართველობითი ორგანოების მიერ მართვის განხორციელების,
ეფექტიანობის, ანაზღაურების, პარტნიორებთან/აქციონერებთან ურთიერთობის
და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების წესებს, აგრეთვე არეგულირებს
კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
ჯ) მარეგულირებელი ორგანო – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი
ეროვნული მარეგულირებელი ორგანო;
ჰ) საზედამხედველო ორგანო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს
კანონითა
და
„საინვესტიციო
ფონდების
შესახებ“
საქართველოს
კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო;
ჰ1) ქონების მმართველი – „სახელმწიფო ქონების
კანონით განსაზღვრული ქონების მმართველი.
შესახებ“
საქართველოს
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ კანონის მიზნებისათვის მასში
გამოყენებული ტერმინები განიმარტება საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური
ანგარიშგების, აუდიტის, სხვა მარწმუნებელი გარიგების, დაკავშირებული
მომსახურებისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სტანდარტების
შესაბამისად.