„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 104 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მნიშვნელოვანი წილი - პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული თუ განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის მიცემის მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილისა ან პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის განხორციელების შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის მიცემის მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა.“. 2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“- „ლ“ ქვეპუნქტები: „ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით აიღოს ვალდებულებები; ვ) ბენეფიციარი მესაკუთრე - პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ზ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სხვა კომერციული ინტერესებით; თ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ იქმნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; ი) განცხადებული კაპიტალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერთა/პარტნიორთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; კ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ლ) დაკავშირებული პირი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორები, აქციონერები/პარტნიორები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები; 3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს შესაბამისი სანქცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“. 4. მე-4 მუხლის ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 2 „ვ “ და „ვ “ ქვეპუნქტები: „ვ1) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აგენტის ფუნქციის შესრულება; ვ2) ამ პუნქტის „ა“-„ვ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნებისათვის ქონების იჯარით გაცემა.“; ა. ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იურიდიული პირების კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის 25%-ს.“; ბ) მე–3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წერილობითი მითითებებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და კონკრეტული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვები.“. 5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.“. 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი 1. იმისთვის, რომ პირი დარეგისტრირდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, მისი განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. კაპიტალი შევსებული უნდა იყოს მხოლოდ ფულადი ფორმით. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის ზრდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი.“. 7. მე-7 მუხლის: ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ: ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა; გ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ; დ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ე) არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს. 4. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ ის შემჩნეულია კანონმდებლობის დარღვევაში ან არაჯანსაღ, საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკაში.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 მუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.“; დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები.“. 8. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება, პასუხისმგებელი იყოს ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე, დაიცვას საჯაროობის პრინციპი; საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. აღრიცხვის წესი, ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით.“. ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური საერთაშორისო ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.“. 9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. დარღვევები და სანქციები 1. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება, დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები; ე) დაარღვია სესხის გაცემასთან და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ვ) ეწევა ან ეწეოდა არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, ფულადი სახსრების მოზიდვა; აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა; ვ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს მას გარკვეული ტიპის ოპერაციები; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმოს რეგისტრაცია. 3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”. 10. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ (ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციების, არსებული დავალიანების ან ნაშთების შესახებ) შეიძლება მიეცეს მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“. 11. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „101. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს რეალიზაციის სხვა ფორმა, ასევე, აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს აღნიშნული ვალდებულებათა გადაცემას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას, თუ ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, ამ შემთხვევაში თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტი ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს. 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობის შევსება განახორციელონ 2019 წლის 1 იანვრამდე შემდეგი თანმიმდევრობით: ა) არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა 2018 წლის 1 იანვრამდე; ბ) არანკლებ 1000 000 (ერთი მილიონი) ლარისა 2019 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობით, რომლის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერება და მიკროსაფინანსო გამკაცრება საფინანსო ორგანიზაციების სექტორის მიმართ. წარმომადგენელთა, აღნიშნული მათ ცვლილებები შორის, მოიცავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის მთელი რიგი მოთხოვნებისა და ვალდებულებების დაკისრებას. შესაბამისად, ორგანიზაციისათვის კანონპროექტის ნებადართული მიღების საქმიანობის მიზეზია მიკროსაფინანსო დაკონკრეტების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი დებულებების სრულყოფის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და უფრო დეტალურად მოწესრიგდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალთან, მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან, ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი დარღვევების გამოვლენისას მიკროსაფინანსო გამოსაყენებელი ორგანიზაციისათვის კონკრეტული ნებადართული სანქციების საქმიანობის დადგენას, დაკონკრეტებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანწილად განაპიროებებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიების შექმნას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება „მნიშვნელოვანი წილის“ დეფინიცია, ასევე კანონის ნორმების პრაქტიკაში ეფექტური რეალიზაციის მიზნით, კანონს ემატება ცალკეულ ტერმინთა განმარტებანი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს ემატება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულების და ფართის იჯარით გაცემის უფლებამოსილება. კანონპროექტით დეტალურად წესრიგდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის მარეგულირებელი წესი და შემოდის მინიმალური განაღდებული კაპიტალის ცნება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის მსურველი პირისათვის არ შეიძლება იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. კანონპროექტი ასევე არეგულირებს კაპიტალის ზრდისა და მისი შემცირების დაუშვებლობის საკითხებს. კანონპროექტით ზუსტდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით. ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებული იქნება ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. კანონპროექტით კანონს ემატება 91 მუხლი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორის მიმართ ადგენს დარღვევებისა და შესაბამისად, გამოსაყენებელი სანქციების სახეებს და გამოყენების წესს. კონფიდენციალური ინფორმაციის ნაწილში კონკრეტდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს გარიგების მხარეებს. კანონპროექტის შესაბამისად, კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, კანონს ასევე ემატება 101 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიკვიდატორის უფლებამოსილებებს, ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებული არიან კანონით გათვალისწინებული მინიმალური განაღდებული კაპიტალის კანონით დადგენილ ოდენობამდე შევსება განახორციელონ 2019 წლის 1 იანვრამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიკროლიზინგი – ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით; ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში; გ) (ამოღებულია); დ) მნიშვნელოვანი წილი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები. 3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“. 4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; გ) ფულადი გზავნილების განხორციელება; დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს; მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა 1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს. მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250000 (ორას ორმოცდაათი ათას) ლარზე ნაკლები. ამ თანხის ზემოთ წესდებით დადგენილი საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან/და არაფულადი ფორმით შევსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი, თუ: ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა; გ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ; დ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ე) არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს. 4. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 5. პირი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი. მუხლი 8. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია: ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი; ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები; გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტით; ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე; ზ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა. 2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები; ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები. თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. 2 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან. მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.