„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის: 1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა: ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი; ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა –10 000 ლარი. 2. მე-3 პუნქტის: ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 20 000 ლარი; ბ) ცენტრალური დეპოზიტორის საქმიანობა – 10 000 ლარი; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 5 000ლარი; დ) საბროკერო საქმიანობა – 5 000ლარი;“; ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 3 000ლარი; ი) სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა – 5 000ლარი;“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობით, რაც საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის გაძლიერებასა და გამკაცრებას გულისხმობს. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზია ლიცენზირებას დაქვემდებარებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობის მათი საქმიანობის სპეციფიკის და შემოსავლების ოდენობის შესაბამისად გადამუშავების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ლიცენზირებას დაქვემდებარებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა შესაბამისობაში მოვიდეს მათი საქმიანობის და შემოსავლების მასშტაბებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება საბანკო საქმიანობის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების საქმიანობის, საფონდო ბირჟის საქმიანობის, ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის, საბროკერო საქმიანობის, აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებული სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას, ვინაიდან სალიცენზიო მოსაკრებელის სახით გადახდილი თანხა მიიმართება ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე გავრცელდება შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებლის გაზრდილი ოდენობის გადახდის ვალდებულება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას, რაც შეეხება მოსაკრებელს, ახალი მოსაკრებლის სახე არ დგინდება, იცვლება (იზრდება) არსებული მოსაკრებლების ოდენობები.. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები 1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიებისათვის : ა ) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი ; ბ ) დაზღვევა (არა სიცოცხლის ) – 500 ლარი ; გ ) გადაზღვევა – 500 ლარი . 2. საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა : ა ) საბანკო საქმიანობა – 500 ლარი ; ბ ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა – 10 ლარი . 3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა: ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 2000 ლარი; ბ) ცენტრალური დეპოზიტორის (დეპოზიტორის) საქმიანობა – 1000 ლარი; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 500 ლარი; დ ) საბროკერო საქმიანობა – 700 ლარი ; ე) (ამოღებულია); ვ) (ამოღებულია); ზ) (ამოღებულია); თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 300 ლარი; ი) სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა – 500 ლარი. 4. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები: ა) (ამოღებულია); ბ) (ამოღებულია); ბ.ა) (ამოღებულია); ბ.ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); გ.ა) (ამოღებულია); გ.ბ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია); ე.ა) (ამოღებულია); ე.ბ) (ამოღებულია); ე.გ) (ამოღებულია); ვ) (ამოღებულია); ვ.ა) (ამოღებულია); ვ.ბ) (ამოღებულია); ზ) (ამოღებულია); თ) (ამოღებულია); თ.ა) (ამოღებულია); თ.ბ) (ამოღებულია); თ.გ) (ამოღებულია); თ.დ) (ამოღებულია); ი) (ამოღებულია); ი.ა) (ამოღებულია); ი.ბ) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია); კ.ა) (ამოღებულია); კ.ბ) (ამოღებულია); ლ) (ამოღებულია); ლ.ა) (ამოღებულია); ლ.ბ) (ამოღებულია); მ) (ამოღებულია); მ.ა) (ამოღებულია); მ.ბ) (ამოღებულია); ნ) (ამოღებულია); ო) (ამოღებულია); ო.ა) (ამოღებულია); ო.ბ) (ამოღებულია); პ) (ამოღებულია); ჟ) (ამოღებულია); ჟ.ა) (ამოღებულია); ჟ.ბ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); რ.ა) (ამოღებულია); რ.ბ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ს.ა) (ამოღებულია); ს.ბ) (ამოღებულია); ტ) (ამოღებულია); უ) (ამოღებულია); უ.ა) (ამოღებულია); უ.ბ) (ამოღებულია); უ.გ) (ამოღებულია); უ.დ) (ამოღებულია); ფ) (ამოღებულია); ფ.ა) (ამოღებულია); ფ.ბ) (ამოღებულია); ფ.გ) (ამოღებულია); ფ.დ) (ამოღებულია); ქ) (ამოღებულია); ღ) (ამოღებულია); ღ.ა) (ამოღებულია); ღ.ბ) (ამოღებულია); ყ) (ამოღებულია); ყ.ა) (ამოღებულია); ყ.ბ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ჩ.ა) (ამოღებულია); ჩ.ბ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ც.ა) (ამოღებულია); ც.ბ) (ამოღებულია); ც.გ) (ამოღებულია); ც.დ) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია); წ) (ამოღებულია); ჭ) (ამოღებულია); ჭ.ა) (ამოღებულია); ჭ.ბ) (ამოღებულია); ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – 112 ლარი; ხ1) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი; ხ2) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი; ხ3) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი; ხ4) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი; ხ5) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი; ჯ) (ამოღებულია); ჰ) (ამოღებულია); ჰ.ა) (ამოღებულია); ჰ.ბ) (ამოღებულია); ჰ 1 ) (ამოღებულია); ჰ 1 .ა) (ამოღებულია); ჰ 1 .ბ) (ამოღებულია); ჰ 2 ) (ამოღებულია); ჰ 2 .ა) (ამოღებულია); ჰ 2 .ბ) (ამოღებულია); ჰ 3 ) (ამოღებულია); ჰ 3 .ა) (ამოღებულია); ჰ 3 .ბ) (ამოღებულია); ჰ 3 .გ) (ამოღებულია); ჰ 3 .დ) (ამოღებულია); ჰ 4 ) (ამოღებულია); ჰ 4 .ა) (ამოღებულია); ჰ 4 .ბ) (ამოღებულია); ჰ 5 ) (ამოღებულია); ჰ 5 .ა) (ამოღებულია); ჰ 5 .ბ) (ამოღებულია); ჰ 6 ) (ამოღებულია); ჰ 6 .ა) (ამოღებულია); ჰ 6 .ბ) (ამოღებულია); ჰ 7 ) (ამოღებულია); ჰ 7 .ა) (ამოღებულია); ჰ 7 .ბ) (ამოღებულია); ჰ 8 ) (ამოღებულია); ჰ 8 .ა) (ამოღებულია); ჰ 8 .ბ) (ამოღებულია); ჰ 9 ) (ამოღებულია); ჰ 9 .ა) (ამოღებულია); ჰ 9 .ბ) (ამოღებულია); ჰ 10 ) (ამოღებულია); ჰ 10 .ა) (ამოღებულია); ჰ 10 .ბ) (ამოღებულია); 5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა: ა) საპროექტო საქმიანობა: ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი; ა.ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი; ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა – ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი; ა.დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი; ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება – 100 ლარი; ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი; ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი; ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა – 100 ლარი; ა.ი) (ამოღებულია); ბ) სამშენებლო საქმიანობა: ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი; ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის, რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200 ლარი; ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი; ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებგამმართავი სამუშაოები – 200 ლარი. 6. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი. 7. აუდიტორული საქმიანობა: ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა – 156 ლარი; ბ) აუდიტორის საქმიანობა – 84 ლარი. 8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება: ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება – 50 ლარი; ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება – 50 ლარი. 9. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) და მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება: ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება (წარმოება) – 100 ლარი; ბ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთება – 100 ლარი; გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100 ლარი. 91. სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება , წარმოება , შეკეთება (მოდერნიზებისა და ა დგილზე მომსახურების ჩათვლით ) დამისით ვაჭრობა : ა ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება , წარმოება – 2000 ლარი ; ბ ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურ ების ჩათვლით ) – 2000 ლარი ; გ ) სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი . 10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – 2000 ლარი. 11. (ამოღებულია). 12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი . 121. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი. 13. (ამოღებულია – 25.11.2011, №5350). 14. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწურვად ი რესურსით სარგებლობა : ა ) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი ; ბ ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი ; გ ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5548); დ ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი . [14 1 . ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია – 200 ლარი. (ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან)] 15. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – 280 ლარი . 16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია , ნავთობის გად ამუშავება , ბუნებრივი გაზის დამუშავება , ნავთობის ტრანსპორტირება , ბუნებრივი გაზი ს ტრანსპორტირება („ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონითგათვალისწინ ებულ შემთხვევებში ): ა ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია : ა . ა ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი ; ა . ბ ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი ; ბ ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი ; გ ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი ; დ ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი ; ე ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი . 17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებ ლობისა ): ა ) ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია – 200 ლარი ; ბ ) ხე - ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი ; გ ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველ ური ფლორისა და ფაუნის სახეობებითსაერთაშორისო ვაჭრობის შესახებ “ კონვენციის (CI TES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან /და ყოჩივარდასგორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 10 0 ლარი ; დ ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი ; ე ) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი ; ვ ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი ; ზ ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი . 18. (ამოღებულია). 19. (ამოღებულია). 20. (ამოღებულია). 21. (ამოღებულია). 22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა: ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 18000 ლარი; ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 15000 ლარი; გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 12000 ლარი. 23.(ამოღებულია); 24. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია); 251. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი. 26. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი. 27. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია – 50000 ლარი . 28. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში გ ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია − 500 ლარი .