„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 103 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) ჰ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) ელექტრონული ფული - ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ
ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი
ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად, მათ შორის
მატარებელზე და რომელსაც მისი გამომშვების გარდა სხვა პირებიც აღიარებენ
საშუალებად..“
გადახდის
სახსრების
მაგნიტურ
გადახდის
ბ) ჰ10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ10) ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად გამოყენებული ღონისძიება, რომლის მიზანია პირის საქართველოს კანონმდებლობით
ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და
რომელიც მოიცავს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (გირავნობა,
იპოთეკა).“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:
„4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო
სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები.“.
3. მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა
1. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის ან/და საგადახდო სისტემის ან/და
ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემა, მათ შორის მნიშვნელოვანი სისტემის
ქვეკატეგორიები და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ დააწესოს დამატებითი
მოთხოვნები თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ცენტრალური დეპოზიტარის
სისტემის მნიშვნელოვან სისტემად მიჩნევის შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი
ვალდებულია დაიცვას მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.”.
4. მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციონალური სტატუსის ნიშნით.“
5. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III. სისტემების დაცვა“.
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ამ თავის მოქმედების სფერო
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სისტემის
ოპერატორების საგადახდო სისტემებზე და ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული
ოპერატორების საგადახდო სისტემებზე.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო
სისტემებს“.
7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგადახდო
სისტემის
უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში
სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.“.
8. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ნებადართული საქმიანობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერისათვის
ნებადართულია
მხოლოდ
შემდეგი
საქმიანობის
განხორციელება:
ა) საგადახდო მომსახურების შესრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურება,
როგორიცაა
ვალუტის
გადაცვლა,
გადახდის
ოპერაციების
შესრულების
დადასტურება,
მონაცემების შენახვა და დამუშავება;
ბ) საგადახდო სისტემების მართვა, ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით;
გ) ამ
კანონის
მე-13
მუხლის
პირველი
პუნქტის
„გ“
და
„დ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მომსახურების შესრულებისას სესხის გაცემა, იმ შემთხვევაში თუ დაცულია
შემდეგი პირობები:
გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და იგი მხოლოდ გადახდის ოპერაციის
შესრულებისათვის გაიცემა;
გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაცემული სესხი დაფარული უნდა იქნეს
არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში;
გ.გ) სესხის გაცემა არ მოხდება მომხმარებლის ფულადი სახსრებით;
გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებს საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან
თანხების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:
„7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები.“.
10. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის
მიზნებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნულ ბანკს ასევე
წარუდგენს შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგებების ფორმა, ხარისხი და მისი წარდგენის ვადები
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“.
11. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური
ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ
დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით.
9. ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე საგადახდო
მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს
გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული
„ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც
განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და
მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო
სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.“
12. მე–18 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები
უნდა განთავსდეს პროვაიდერის საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით, ნომინალური
მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ არ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების
უზრუნველყოფის ღონისძიებები.“
13. 35-ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება იურიდიულ პირებს შორის დადებულ ყველა სახის
ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე, რომელშიც გირავნობის საგანი არის ფინანსური
ინსტრუმენტი ან/და ფულადი სახსრები.“
2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო,
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების
აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, იურიდიული პირი, უცხოური ცენტრალური ბანკი,
უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.“.
14. 35-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნად იმ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება,
რომელიც დაგირავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ თავის
შესაბამისად დაგირავებული ფინანსური ინსტრუმენტისა.
7. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, გარდა ამ
კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
15. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან
მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი
ადმინისტრატორი, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, თუ ხელშეკრულება
დადებულია წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) და მოგირავნეს ან მის მიერ
უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც
მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ
გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი
რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად.“.
16. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ თავის შესაბამისად ფინანსურ გირაოდ გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტის
მიმართ დაუშვებელია სხვა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების
გამოყენება, მათი ნებისმიერი ფორმით გასხვისება ან განკარგვა, გარდა ამ თავით დადგენილი
უზრუნველყოფის ღონისძიებისა ან/და ამ თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
17. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ
კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
18. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
19. 43-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„2. პროვაიდერის მიერ მისი მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის,
აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის
შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და მის სათანადოდ
უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, აგრეთვე საგადასახადო
ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
საფუძველზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი
არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია
მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდებათ.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან,
შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან
მონაწილეების, მომხმარებლებისა და მათ მიერ ან მათ სასარგებლოდ განხორციელებული
ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის
განმავლობაში.“.
20. 43-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 431 მუხლი:
„მუხლი 431. ინფორმაციის გადამოწმების უფლება
„1. პროვაიდერი უფლებამოსილია პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში
ფიზიკური პირის
იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.“.
2. პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე
პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“
21. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
22. 46-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
დ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო
პრაქტიკას.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად,
ხოლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს
შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და აღარ
დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში
მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება,
დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა,
მსგავსი ანაზღაურების გაცემა;
დ) ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს
მათ
ფულადი
ჯარიმა, მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება;
ე) მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა
საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან
ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს
პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული
გარემოებიდან გამომდინარე;
ვ) გაუუქმოს რეგისტრაცია.“.
23. დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ხდება
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. ლიკვიდაციის
პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია
საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესით.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში
სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის
მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება
და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან
დაკავშირებულმა პირებმა ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი
სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
5 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციაში
მყოფი სუბიექტი ექვემდებარება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მოთხოვნებს.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ
საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელების საჭიროებით, რომლებიც
აფართოებს და აძლიერებს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას
საფინანსო
სექტორის
წარმომადგენელთა
მიმართ,
მათ
შორის,
უკანონო
შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზია
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის დამატებითი სამართლებრივი
მექანიზმებისა და ამ თვალსაზრისით გამოვლენილი დარღვევებისათვის შესაბამისი სანქციების
დაწესება, ასევე ევრო-დირექტივებთან და რეგულაციებთან დაახლოება.
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
ასევე
საგადახდო
სისტემებთან
და
საგადახდო
მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის დაკონკრეტების და
რეგულირების აუცილებლობა, რაც გააუმჯობესებს და უფრო მეტად მოქნილს გახდის ქვეყანაში
საგადახდო მომსახურების განხორციელების პროცესს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან.
კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს, დაკონკრეტდეს საგადახდო სისტემებთან და საგადახდო
მომსახურების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
ზოგიერთი
საკითხი,
რაც
ქვეყანაში
საგადახდო მომსახურების განხორციელების პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდა „ელექტრონული ფულის“ განმარტება, კერძოდ
დაკონკრეტდა, რომ ელექტრონული ფულის არის მომხმარებლისგან მიღებული ფულადი
სახსრების ნომინალური ღირებულება. ამ ცვლილებით ტერმინის განმარტება საგადახდო
მომსახურების შესახებ ევრო-დირექტივის განმარტების შესაბამისი გახდა.
კანონპროექტის შესაბამისად, ეროვნულ ბანკს ენიწება უფლებამოსილება განსაზღვროს
საგადახდო
სისტემების
კატეგორიები,
რაც
ევროპის
ცენტრალური
ბანკის
რეგულაციის
შესაბამისია.
კანონპროექტით ანგარიშსწორების და გადახდის საბოლოობის დებულებები ვრცელდება
ყველა საგადახდო სისტემაზე, რის საფუძველზე საქართველოში არსებული სისტემები უფრო
მეტად დაცული ხდებიან.
წარმოადგენს.
აღნიშნული ცვლილება ასევე FSAP-ის ერთ-ერთი რეკომენდაციას
კანონპროექტის
შესაბამისად,
განისაზღვრა
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
დასაშვები საქმინობის ჩამონათვალი, რაც აამაღლებს მომხმარებელთა ფულადი სახსრების
დაცულობას. აღნიშნული ცვლილება ევრო დირექტივებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.
კანონპროექტით დაზუსტდა ანგარიშის ტიპი - ნომინალური მფლობელობის ანგარიში,
რომელზეც განთავსებული უნდა იყოს მომხმარებლების ფულადი სახსრები
კანონპროექტის შესაბამისად, შესაძლებელი ხდება, რომ ფინანსური გირაოს ხელშეკრულების
მხარე იყოს იურიდიული პირიც.
კანონპროექტით დასაშვები იქნება ფინანსური გირაოს საგნად უცხოეთში გამოშვებული
ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაც.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის 35-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში,
რომლითაც
შესაძლებელი
იქნება
ფინანსური
გირაოს
საგნად
ფინანსური
გირავნობით
დაგირავებული საგნის გამოყენება. ასევე, რეპო გარიგების ფარგლებში გადაცემულ ფინანსური
გირაოს საგანზე შესაძლებელი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით კონკრეტდება, რომ ფინანსური გირაოს
ხელშეკრულების დადება შესაძლებელი იქნება როგორც მატერიალური ისე ელექტრონული
ფორმით.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის, კანონპროექტი ადგენს
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
ვალდებულებას
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
წარუდგინოს შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგებების ფორმა, ხარისხი და მისი წარდგენის
ვადები კი განისაზღვრებასაქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“.
კანონპროექტი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდოს სისტემის ოპერატორის მიმართ „საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
დარღვევების გამოვლენისას გამოიყენოს სანქციის ისეთ სახეები, როგორიცაა:
შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს
აქტიური
ოპერაციები,
აუკრძალოს
მოგების განაწილება,
დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა,
მსგავსი ანაზღაურების გაცემა;
ადმინისტრატორებს
შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა,
მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება;
მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს
ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები
და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული
გარემოებიდან გამომდინარე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგადახდო სისტემა − ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა, ფასიანი ქაღალდებით
ანგარიშსწორების სისტემა, კლირინგის სისტემა;
ბ) ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა – საერთო წესებისა და სტანდარტული
პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადარიცხვის
ოპერაციების ან ტრანსფერორდერების დამუშავებას;
გ) ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის
საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც
ხორციელდება ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება;
დ) კლირინგის სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და
სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაწილეთა მიერ
გაგზავნილი ტრასფერორდერების დამუშავება და მათ საფუძველზე ნეტპოზიციების გამოთვლა
ან/და დადგენა მონაწილეებს შორის შემდგომი ანგარიშსწორებისთვის და რომელშიც
ნეტპოზიციების გამოთვლა შეიძლება ემყარებოდეს პრინციპს, რომლის დროსაც სისტემის
ოპერატორი მოქმედებს გამყიდველის სახელით ყველა მყიდველის მიმართ და მყიდველის
სახელით ყველა გამყიდველის მიმართ;
ე) ნეტპოზიცია – დროის განსაზღვრული მომენტისთვის სისტემის მონაწილის მიერ მიღებული
ყველა ჩარიცხვის ან სხვა მოთხოვნის ოდენობების ჯამს გამოკლებული მის მიერ სხვა მონაწილის
ან მონაწილეთა სასარგებლოდ განხორციელებული ყველა გადარიცხვის ან სხვა ვალდებულების
ჯამი;
ვ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) − სისტემის მონაწილის ნეტპოზიციის დადგენისას
მიღებული დადებითი სიდიდე;
ზ) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) − სისტემის მონაწილის ნეტპოზიციის
დადგენისას მიღებული უარყოფითი სიდიდე;
თ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − ნეტპოზიციის გამოთვლა ან/და დადგენა, რის შედეგადაც
სისტემის
მონაწილეს
წარმოეშობა
ნეტმოთხოვნის
დაკმაყოფილების
უფლება
ან
ნეტვალდებულების დაფარვის მოვალეობა. ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) ხდება როგორც
ორმხრივი (ორ მონაწილეს შორის), ისე მრავალმხრივი (ორზე მეტ მონაწილეს შორის) საერთო
ვალდებულებებისა და მოთხოვნების გაანგარიშების − ურთიერთჩათვლის − საფუძველზე;
ი) სისტემის ოპერატორი (ოპერატორი) – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად,
უფლებამოსილია და პასუხისმგებელია საგადახდო სისტემის ოპერირებისა და სისტემის წესების
შემუშავებისთვის;
კ) სისტემის წესები − სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული წესებისა და პროცედურების
ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სისტემის მუშაობას;
ლ) მნიშვნელოვანი სისტემა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული
ოპერატორის სისტემა, რომელსაც ჰყავს სამი ან სამზე მეტი მონაწილე და რომელიც მიჩნეულია
მნიშვნელოვან სისტემად ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად;
მ) სისტემის მონაწილე (მონაწილე) – იურიდიული პირი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია
სისტემაში ტრანსფერორდერის გაცემა და რომელიც მიჩნეულია სისტემის მონაწილედ სისტემის
წესების შესაბამისად. სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი,
უცხოური ცენტრალური ბანკი, საკლირინგო დაწესებულება, ფინანსური ინსტიტუტი,
საერთაშორისო
ფინანსური
ინსტიტუტი,
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი,
ანგარიშსწორების აგენტი, სისტემის ოპერატორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მისი
სტრუქტურული ერთეული, სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან საგადახდო სისტემა;
ნ) ანგარიშსწორების აგენტი – იურიდიული პირი, რომელიც სისტემის მონაწილეებს
უზრუნველყოფს ანგარიშსწორების ანგარიშებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება მონაწილეთა
შორის ანგარიშსწორება სისტემაში შესრულებული ტრანსფერორდერების საფუძველზე.
ანგარიშსწორების აგენტი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი ან
სხვა იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია
განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და მომსახურება;
ო) ანგარიშსწორების ანგარიში – ანგარიშსწორების აგენტის შესაბამისი უნიკალური ჩანაწერი,
რომელზედაც აღირიცხება ფულადი სახსრები ან ფინანსური ინსტრუმენტები და რომლის
მეშვეობითაც ხდება ანგარიშსწორება;
პ) ანგარიშსწორება − ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება სისტემის მონაწილეებს შორის
შესაბამის ფულად სახსრებზე ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებზე საკუთრების უფლების გადაცემა;
ჟ) ტრანსფერორდერი − სისტემის მონაწილის მიერ მეორე მონაწილის მიმართ სისტემაში
გაცემული დავალება მიმღებისთვის ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესახებ ან ფინანსურ
ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ; ან დავალება, რომლის
შედეგადაც ხდება მონაწილის მიერ გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება ან გადახდის
ვალდებულების სისტემის წესების შესაბამისად შესრულება;
რ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ინსტიტუტი;
ს) ფინანსური ინსტრუმენტი – მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს
წილობრივ მონაწილეობას ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტი;
მიმოქცევადი სასესხო ინსტრუმენტი/ვალდებულება; სხვა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი,
რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი
გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის
სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, გარდა საგადახდო
ინსტრუმენტისა; ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული უფლება; ფულის ან
სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტი; ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონები; სხვა დოკუმენტი,
რომელსაც აქვს ფულადი გამოხატულება ან/და რომელიც არის ორ ან მეტ მხარეს შორის არსებული
ფულადი სახსრების გადახდასთან დაკავშირებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე
შეთანხმების დადასტურება, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული
მოთხოვნები, უფლებები ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებული უფლებები;
ტ) რეპო შეთანხმება – შეთანხმება, რომლის მიზანია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, როდესაც ერთი მხარე
თანახმაა, მიჰყიდოს მეორე მხარეს ფასიანი ქაღალდები მყიდველის მიერ გამყიდველისათვის
შესყიდვის თანხის გადახდის სანაცვლოდ, იმავდროული შეთანხმებით, რომ მყიდველი
გამყიდველს მიჰყიდის იმავე ან მსგავს ფასიან ქაღალდებს გარკვეული, შეთანხმებული თარიღის
დადგომის დღეს ან მოთხოვნისთანავე, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გამოსყიდვის თანხის
გადაცემის სანაცვლოდ;
უ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (რეჟიმი) – იურიდიული პირის გადახდისუუნარობის,
გაკოტრების ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად განხორციელებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება
გამოიწვიოს ფულადი სახსრების გადარიცხვის ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან
მოთხოვნის უფლების გადაცემის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება, ან მათზე
შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის „რეჟიმი“ საქართველოში მოიცავს
გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადებას ან რეაბილიტაციის დაწყებას
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებითი
ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „კომერციული
ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ფ) დეფოლტი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან
არასათანადო შესრულება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ან ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომლის შედეგადაც მეორე მხარეს წარმოეშობა გირაოს
ამოქმედების უფლება ან ამ კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლება;
ქ) ფინანსური გირაო – ფინანსური ინსტრუმენტები ან ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები,
რომლებიც ამ კანონის შესაბამისად გამოყენებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად;
ღ) დამგირავებელი – პირი, რომელიც ფინანსური გირაოს ხელშეკრულების საფუძველზე
უზრუნველყოფს ვალდებულებებს ფინანსური გირაოს მეშვეობით;
ყ) მოგირავნე – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება ფინანსური ინსტრუმენტების ან
ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების დაგირავება ფინანსური გირაოს ხელშეკრულების
საფუძველზე;
შ) გირაოს ამოქმედება − ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დეფოლტი,
როდესაც მეორე მხარე ამ ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია იმოქმედოს ამ კანონის
37-ე მუხლის შესაბამისად ან მოახდინოს ფინანსური გირაოს დაუყოვნებელი რეალიზაცია ან
დაისაკუთროს იგი;
ჩ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) − იურიდიული პირი, რომელიც
საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
ც) ელექტრონული ფულის პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც
უშვებს ელექტრონულ ფულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ძ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს
საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები;
წ) გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო
დავალების გაცემას;
ჭ) მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;
ხ) საგადახდო ინსტრუმენტი – ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის
მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების
ინიციირებას;
ჯ) ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა
ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას;
ჰ) ელექტრონული ფული – ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ საგადახდო
მომსახურების გადახდის ოპერაციების განხორციელებისათვის მომხმარებლისგან მიღებული
ფულადი სახსრების ეკვივალენტური ღირებულება, რომელიც შენახულია საგადახდო
ინსტრუმენტზე და რომელსაც მისი გამომშვები და სხვა პირები გადახდის საშუალებად აღიარებენ.
ელექტრონულ ფულსა და მის სანაცვლოდ მიღებულ ფულად სახსრებს შორის ელექტრონული
ფულის პროვაიდერის მიერ დაწესებული თანაფარდობა პროვაიდერის საქმიანობის ყველა ეტაპზე
უცვლელი უნდა იყოს;
ჰ1) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ
ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია გადამხდელის სახელსა და მიმღების სახელზე
ანგარიშების გახსნის გარეშე ხორციელდება და ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს
ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა პროვაიდერს მიმღებისათვის გადასაცემად;
ჰ2 ) გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების
განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია;
ჰ3 ) საგადახდო დავალება – გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;
ჰ4 ) მუდმივი დავალება − გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის
მიცემული საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზედაც პროვაიდერი ახორციელებს
რეგულარულ გადახდებს მიმღების სასარგებლოდ;
ჰ5 ) პირდაპირი დებეტი − საგადახდო ინსტრუმენტი, რომელშიც გადახდის ოპერაცია
ინიციირებულია მიმღების მიერ გადამხდელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის (დადებეტების)
მიზნით, გადამხდელის წინასწარი თანხმობის საფუძველზე;
ჰ6 ) ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომლის საშუალებითაც საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ამოწმებს საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებას, მისი პერსონიფიცირებული
მახასიათებლების ჩათვლით;
ჰ7 ) ექვაირინგი − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ან/და მომსახურების
ობიექტთან ან სხვა პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონულტექნიკური საშუალებით, საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით გადახდის ოპერაციის,
საგადახდო ინსტრუმენტის რეკვიზიტებით ინტერნეტგადახდის ოპერაციის, საგადახდო
ინსტრუმენტის მეშვეობით ნაღდი ფულის გატანის ოპერაციის განხორციელებას და შესაბამის
ანგარიშსწორებას;
ჰ8 ) აგენტი − პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის სახელით;
ჰ9 ) მნიშვნელოვანი წილი − განცხადებული თუ შევსებული კაპიტალის წილის 10 პროცენტი ან
10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი
მონაწილეობით;
ჰ10 ) ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად გამოყენებული ღონისძიება, რომლის მიზანია პირის საქართველოს კანონმდებლობით
ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და
რომელიც მოიცავს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს.
მუხლი 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია
1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო
სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად
სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.
3.
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
საგადახდო
მომსახურების
დაუბრკოლებელი განხორციელებისა და საგადახდო სისტემების საიმედო ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად
დაადგინოს
საგადახდო
სისტემების
ფუნქციონირების
ურთიერთშესაბამისობის სტანდარტები, მათ შორის, ინფორმაციისა და ტრანსფერორდერების
გაცვლის მიზნით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის
ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა
ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის ან/და საგადახდო სისტემის ან/და
ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემა და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის
მიმართ დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები თავის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 51. საგადახდო სისტემის ხელმისაწვდომობა
1. ოპერატორი ვალდებულია პროვაიდერები უზრუნველყოს საგადახდო სისტემის
ხელმისაწვდომობის ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული პირობებით.
2. არ შეიძლება ოპერატორმა პროვაიდერებს, მომხმარებლებს ან სხვა საგადახდო სისტემებს
დაუწესოს:
ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის მონაწილე ცალკეულ პროვაიდერებს დისკრიმინაციულ
მდგომარეობაში აყენებს;
გ) შეზღუდვები, რომლებიც პროვაიდერებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ნორმებიდან გამონაკლისი.
მუხლი 6. ამ თავის მოქმედების სფერო
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის სისტემებსა და ამ კანონის
შესაბამისად მნიშვნელოვან სისტემად მიჩნეულ სისტემაზე. ფინანსური სისტემის სტაბილურობის
ხელშეწყობის მიზნით ამ თავის მოქმედება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით
შეიძლება სხვა სისტემებზედაც გავრცელდეს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს იმ სისტემების ჩამონათვალს, რომლებზედაც
ვრცელდება ამ თავის მოქმედება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის
მნიშვნელოვან სისტემად მიჩნევის შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია
დაიცვას მნიშვნელოვანი სისტემისთვის დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 12. შესაბამისი კანონმდებლობის განსაზღვრა
1. ეროვნული ბანკის სისტემების ან ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი
სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების
შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. უცხოური სისტემის მონაწილე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მოქმედი
იურიდიული პირის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში
სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება
შესაბამისი უცხოური კანონმდებლობით, რომლითაც ეს სისტემა ფუნქციონირებს.
მუხლი 15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო
მომსახურების განხორციელება
1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი;
ბ) კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება
განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით, რომლის/რომელთა შესახებ ინფორმაციის
წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის
მეშვეობით
ახორციელებს,
მესამე
პირის
წინაშე
პასუხისმგებელია
აგენტის
მიერ
განხორციელებული საგადახდო მომსახურებისათვის. ეს არ ათავისუფლებს აგენტს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისაგან.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას
ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას.
6. პროვაიდერი უფლებამოსილია შეასრულოს ვალუტის გაცვლის ოპერაცია, თუ ეს
დაკავშირებულია ელექტრონულ ფულთან ან გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან.
მუხლი 16. ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა
ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით
განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია,
რომელიც დაკავშირებულია საგადახდო მომსახურებასთან.
მუხლი 17. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ
გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა
აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრებს.
2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ფინანსური
სექტორისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის
პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ
პროვაიდერის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული
ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია
საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი და გაანგარიშებული კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) მინიმალური ოდენობა.
თუ
საგადახდო
მომსახურების
მნიშვნელოვანი
პროვაიდერი
იმავდროულად
არის
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მან უნდა დაიცვას ამ კანონის საფუძველზე და „მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კაპიტალის ოდენობებს შორის
უდიდესი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის
მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი
პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნები აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ
გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის
მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის
მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო
მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისგან, თუ:
ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის
მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ 3 თვის განმავლობაში აღარ
აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
დადგენილ ზღვრებს;
ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით
საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, მათ
შორის, აუდიტირებული, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 18. მომხმარებლის ფულადი სახსრები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი
წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო
მომსახურების გაწევისათვის მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების (მომხმარებლის
ფულადი სახსრების) მიმართ.
2. პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები პროვაიდერის საკუთარი
ფულადი სახსრებისაგან განცალკევებით, სხვა საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე უნდა განთავსდეს.
მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ არ შეიძლება პროვაიდერის ვალდებულების
უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ საგადახდო მომსახურების
მნიშვნელოვან პროვაიდერებს მოსთხოვოს მომხმარებლის ფულადი სახსრების უზრუნველყოფის
მიზნით გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის წარდგენა.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად წარდგენილი გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის პირობების ან/და
გარანტორის/მზღვეველის შეცვლა ან დამატება.
5. პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის
მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები
არ არის დეპოზიტი.
7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის
შემთხვევაში მას ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე გადაუცვალოს.
8.
დაუშვებელია
ელექტრონული
ფულის
პროვაიდერის
მიერ
მომსახურების
განხორციელებისათვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული
ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ.
9. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი
სახსრების კრედიტის/ოვერდრაფტის გასაცემად გამოყენება.
10. ელექტრონული ფული არის ელექტრონული ფულის პროვაიდერის ვალდებულება
მომხმარებლის მიმართ.
11.
იურიდიული
პირი,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება
მონაწილეობდეს, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდეს,
როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის
დაბრუნების შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ პირთა მიერ
ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა უზრუნველყოს აღნიშნული
ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების აღნიშნულ პირთა
საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა.
12. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირის მომსახურება ფულადი გზავნილით.
საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, როგორც მომხმარებელს, ეკრძალება
ფულადი გზავნილის მიღება ან/და გაგზავნა.
მუხლი 35. ამ თავის მოქმედების სფერო
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება იურიდიულ პირებს შორის დადებულ ყველა სახის
ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე, რომელშიც გირავნობის საგანი არის საქართველოში
გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტი ან/და ფულადი სახსრები.
2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო,
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი,
ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი,
უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.
3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება
ასევე იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ მეორე მხარე კომერციული ბანკია.
4. ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ
მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.
5. ფინანსური გირაო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ვალდებულების, მათ
შორის, არსებული, სამომავლო, შესაძლო ან პირობითი ვალდებულების, უზრუნველყოფისათვის,
რომელიც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამგირავებელს მოგირავნის მიმართ.
6. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნად იმ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება,
რომელიც დაგირავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
მუხლი 36. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ნამდვილობა
1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან
მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი
ადმინისტრატორი, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, თუ ხელშეკრულება
დადებულია წერილობით და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური
გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ
პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო
გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის
დებულებების შესაბამისად.
2. მოგირავნე შეიძლება ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირაოს საგანს:
ა) თუ ფინანსური გირაოს საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ
მფლობელობაში გადაცემით;
ბ) თუ ფინანსური გირაოს საგანია რეგისტრირებული ფინანსური ინსტრუმენტი − შესაბამის
რეესტრში ჩანაწერის განხორციელებით;
გ) თუ ფინანსური გირაოს საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი
მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ დეპოზიტართან მოგირავნის,
დამგირავებლის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით და მოგირავნის ან
დეპოზიტარის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის
აღრიცხვით;
დ) თუ ფინანსური გირაოს საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის
ან მისი სახელით მოქმედ ბანკში მოგირავნის, დამგირავებლის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ
ანგარიშზე ჩარიცხვით და მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ შესაბამისი ფორმით
ფულად სახსრებზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით;
ე) თუ დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის დადებულია რეპო შეთანხმება −
მოგირავნისათვის ფინანსური გირაოს საგანზე საკუთრების უფლების გადაცემით, რეპო გარიგების
პირობების შესაბამისად.
3. საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედება არ არის ფინანსური გირაოს ხელშეკრულების
გაუქმების ან ბათილად გამოცხადების საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულება
ძალაში შევიდა ან ფინანსური გირაოს საგანი დაგირავდა რეჟიმის ამოქმედებამდე ნებისმიერ დროს
ან რეჟიმის ამოქმედების დღეს, თუ მოგირავნემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის
ამოქმედების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის
სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.
საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება
ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი,
გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და
სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების
შესაბამისად.
5. ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების
შემთხვევაში ფინანსური გირაოს საგანი დამგირავებელს უბრუნდება, ან ფინანსური გირაოს
ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოხდეს ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა
(ნეტინგი) ამ თავის დებულებების შესაბამისად.
6. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი არ არის ფინანსური
გირაოს რომელიმე მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია.
მუხლი 38. ფინანსური გირაოს რეალიზაციით მიღებული თანხით დავალიანების დაფარვა
1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს
ამოქმედებით მიღებული თანხით ვალდებულებების შესრულებას, ნამდვილია და მის მოქმედებას
სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და
დროებითი ადმინისტრატორი, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, იმ
შემთხვევაშიც კი, თუ მოვალის, კრედიტორის, დამგირავებლის ან მოგირავნის მიმართ საქმიანობის
შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა.
2. ამ თავის შესაბამისად ფინანსურ გირაოდ გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ
დაუშვებელია სხვა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება,
მათი ნებისმიერი ფორმით გასხვისება ან განკარგვა, გარდა ამ თავით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
3. დამგირავებლის მიერ ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცემა გულისხმობს
მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგირავნის უფლებას, მოახდინოს გირავნობის საგნის
დაუყოვნებელი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ხელშეკრულების პირობებისა და ამ კანონის
შესაბამისად.
4. დამგირავებელი არ არის უფლებამოსილი, სხვა გირავნობით ან/და უფლებით დატვირთოს ამ
თავის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირაო. ასეთი გარიგება ბათილია.
5. ფინანსური ინსტრუმენტის გირავნობის შემთხვევაში, მიუხედავად დამგირავებლის მიმართ
საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა ან მისი დეფოლტის დადგომისა, მოგირავნის
მიერ ფინანსური ინსტრუმენტის რეალიზაციისას და ამ კანონითა და ხელშეკრულებით
გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას, რეალიზაციით მიღებული თანხა გამოყენებული
უნდა იქნეს მოგირავნის მიმართ არსებული უზრუნველყოფილი ვალდებულებების დასაფარავად
ან ურთიერთგაქვითვისათვის, ხოლო ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში −
ურთიერთგაქვითვისათვის.
6. ფინანსური გირაოს რეალიზაციით მიღებული თანხით ფინანსური გირაოს მეშვეობით
უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ნამეტი თანხა
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება.
7. თუ ფინანსური გირაოს რეალიზაციით მიღებული თანხა არასაკმარისია ფინანსური გირაოს
მეშვეობით
უზრუნველყოფილი
ვალდებულებების
სრულად
დასაფარავად,
ნარჩენი
ვალდებულების ნაწილში მოგირავნე სარგებლობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.
მუხლი 41. ფინანსური ინსტრუმენტების ჩანაწერით ფლობა
ფინანსური ინსტრუმენტების ჩანაწერით ფლობის შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ
ინსტრუმენტებზე საკუთრების უფლება ჩანაწერით დასტურდება, ამ თავით გათვალისწინებული
ურთიერთობების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც შესაბამისი ჩანაწერი
არსებობს.
მუხლი 43. ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა
1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას,
გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია
შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. პროვაიდერის მიერ მისი მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის,
აგრეთვე მის მიერ განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების
მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და მის
სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, აგრეთვე
საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების
და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც
უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს
ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდებათ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული
ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და შესაბამის პროვაიდერს.
საგადახდო
სისტემის
ფუნქციონირების
შედეგად
ოპერატორისათვის
გადაცემული
ტრანსფერორდერით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ შესაბამის
მონაწილეს ან მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ შემთხვევებში შეიძლება მიეწოდოს იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან,
აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდება.
5. სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ
შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ინფორმაციის გადაცემა სხვა პირისა და ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების
ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-8
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან,
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყონ სათანადო უსაფრთხოების
ზომების შემუშავება და გატარება.
7. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან,
შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან,
მონაწილეების, მომხმარებლებისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ
ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ინფორმაცია სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე გადასცეს
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური
ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით
განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.
მუხლი 44. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების
მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი
პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვან სისტემად/საგადახდო მომსახურების
მნიშვნელოვან
პროვაიდერად
მიჩნევის
შესახებ
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში
წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს:
ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით
დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლები;
ბ) ინფორმაცია ხელმძღვანელი პირების, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და
ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;
გ) კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი
ინფორმაცია.
2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი
პროვაიდერის კაპიტალი მათი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით)
ოდენობაზე ნაკლები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და
საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის
მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა.
4. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი
პროვაიდერისათვის ნებადართულია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების
განხორციელება.
მუხლი 46. სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისა და საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
სანქციები, თუ სისტემის ოპერატორმა/საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა:
ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი
ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, წერილობითი მითითება;
ბ) წარადგინა არასწორი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის
სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და აღარ დაუშვას
შესაბამისი დარღვევა;
ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) გაუუქმოს რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.