„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–2 მუხლის: ა) 15-ე პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საბოლოო პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და ფასს, - აგრეთვე ინფორმაციას ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.“. ბ) 54–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ემიტენტმა უნდა დადოს საბროკერო კომპანიასთან ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.”. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით შეუძლია დააწესოს განსხვავებული მოთხოვნები ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით.“. ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 9. იმ დღიდან 10 დღის ვადაში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, როდესაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის შეთავაზებული ფასიანი 3 ეგზემპლარი, ქაღალდების რომლის პირველ გვერდზე რაოდენობა, ფასი, და მითითებულია ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.“. 4. მე-18 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს მხოლოდ საბროკერო კომპანიის მონაწილეობით. აღნიშნული არ ეხება ამავე კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით დადებულ გარიგებებს.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები იდება საფონდო ბირჟის გარეთ და გარიგების თანხა აღემატება 100 ლარს, ამ შემთხვევაში: ა) საბროკერო კომპანია ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) თუ გარიგება დადებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით საბროკერო კომპანიის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 5. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზება:” 6. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. საბროკერო კომპანიებისათვის, საფონდო ბირჟებისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმება 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. შესახებ“ საქართველოს კანონით 2. საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დანიშნოს ადმინისტრატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებში. 3. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“. 7. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება 1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირებს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ანგარიშების წარმოდგენის შესახებ. 2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკს – მისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 5. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მიზნებისათვის, ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს ასევე წარუდგენს შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგებების ფორმა, ხარისხი და მისი წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“. 8. 551 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა: ა) დაარღვია ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები; ბ) დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაარღვია ლიცენზიის წესები; დ) დაარღვია ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები; ე) დაარღვია საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა; ვ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში); ზ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) შეუწყვიტოს ან შეუჩეროს გარკვეული ტიპის ოპერაციები, შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა ისაქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე; ზ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედდეს გამოქეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობით, რომლის შესაბამისად, ძლიერდება და მკაცრდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში მომხმარებელთა/ინვესტორთა უფლებების დაცვის უფრო მყარი გარანტიების შექმნისა და ემისიის პროსპექტების დამტკიცების დროს ევროდირექტივებით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების და პრაქტიკის კანონში ასახვის აუცილებლობა. კანონის მოქმედი რედაქცია აყალიბებს ზოგად მოთხოვნებს ემისიის პროსპექტის დამტკიცების დროს წარმოსადგენი მინიმალური ინფორმაციის შესახებ. კანონში მოცემული დოკუმენტების ნუსხა მწირია და ვერ ასახავს სრულ სურათს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის თაობაზე, რაც შეიცავს ინვესტორის შეცდომაში შეყვანის რისკებს. შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით კი, საქართველოს ეროვნული ბანკი შეძლებს დააწესოს არა გამარტივებული მოთხოვნები პროსპექტის დამტკიცების დროს, არამედ განსხვავებული მიდგომა გამოიჩინოს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდის პროსპექტის დამტკიცებისას, ფასიანი ქაღალდების გამომშვებს წარმოადგენინოს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც კავშირში იქნება გამოსაშვებ ფასიან ქაღალდთან და მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებელთა/ინვესტორთა ინტერესების დაცვის ფაქტორი ემისიის პროსპექტის დამუშავებისას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იყოს და ასახავდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების ძირითად არსს. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას მომხმარებელთა/ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვასა და ევროდირექტივებით გაწერილი მიდგომისა და პრაქტიკის დანერგვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტის ჩამოანთვალს ემატება საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით ემისიის პროსპექტის დამტკიცების დროს საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით შეეძლება დააწესოს განსხვავებული მოთხოვნები ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით. კანონპროექტის შესაბამისად, საბროკერო კომპანიას ენიჭება უცხოური ვალუტით სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების უფლება. კანონპროექტის შესაბამისად, ასევე ცვლილება შედის საბროკერო კომპანიებისათვის, საფონდო ბირჟებისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმების მარეგულირებელ წესში, კერძოდ, უქმდება შესაბამისი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით აღნიშნული სუბექტებისათვის ვადის (არანაკლებ 30 დღის) განსაზღვრის შესაძლებლობა. ცვლილება შედის გათვალისწინებული კანონის დარღვევების 32-ე მუხლში, გამოვლენისას, რომლის შესაბამისად, საქართველოს კანონით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სანქციის სახით მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე. კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება 551 მუხლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას სრულყოფილად განახორციელოს საზედამხედველო უფლებამოსილება ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილეების მიმართ რელევანტური სანქციების გამოყენების გზით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის გამოყოფას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე 9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო . 2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას. 3. აუდიტორი – პროფესიული ორგანიზაციის წევრი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ) რ ომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებასფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებული ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე ან / და რწმუნებას ფინანსურიანგარიშგების მიმ ოხილვის პროცედურების საფუძველზე . აუდიტორული კომპანია არ უნდა იყოს აფილირებ ული და უნდა იყოსდამოუკიდებელი ამ მუხლის მე 11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან , რომელსაც ის ემსახურება , როგორც აუდიტორი . 4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით. 5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი , რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფ ულად ან სხვა სახის სარგებელს და ამსარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია , ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვისშექმნილი პ ირი , ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირ ი , მაშინ – მისი მმართველიორგანოს წევრი . 51. რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი , რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალ ური მფლობელი ან რეგისტრირებულიმფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფ ილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას : ა ) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი , გარდა ნომინალური მფლობე ლისა ; ბ ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს , იმოქმე დოს მისი ინტერესებისათვის ; გ ) იღებს ფულად მოგებას , როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე ; დ ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება ; ე ) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება , გახდეს ფასიანი ქ აღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე . 6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. 7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს სააგენტო. 8. (ამოღებულია). 9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ. 10. ლიცენზია – „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე 3 მუხლის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულილიცენზია . 11. დაკავშირებული პირი : ა ) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი , რომელიც , საქართველოს სამოქ ალაქო კოდექსის თანახმად , კანონისმიერმემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ; ბ ) საწარმო , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მ ას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს ,ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებ ზე ; გ ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი , რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მასპრაქტიკულ საშუალებას აძლევს , ზემოქმედება მოახდინო ს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ; დ ) იურიდიული პირის შემთხვევაში : დ . ა ) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან / და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პი რი ; დ . ბ ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი , რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს , ზე მოქმედება მოახდინოს ამ იურიდიულიპირის გადაწყვეტილებებზე . 12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება. 13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა სააგენტოს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ. 14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ. 15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია სააგენტოს მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია (კომპანიები) თანახმა არის (არიან) ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ. 16. ემიტენტი – პირი , რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღ ალდებს . 17. (ამოღებულია). 18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველობს სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 19. (ამოღებულია). 19 1. სააგენტო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს საფინანსო სექტორს. 20. კონტროლი ( მნიშვნელოვანი წილი , მნიშვნელოვანი შენაძენი ) – ვითარება , როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთაწრე საწარმოში ფლობს ხმები ს 10%- ზე მეტს ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს საწარმო . 21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც: ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს; ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის. 22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო. 23. პირი – იურიდიული ან ფიზიკური პირი. 24. რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში. 25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით. 26. საბროკერო კომპანია – იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლ იცენზია . 27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი. 29. საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი , რომელიც უზრუნვე ლყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვაფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა - გაყიდვის შესახე ბ წინადადებების შეგროვებას , ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა დაპროცედურე ბის შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას . 30 . (ამოღებულია). 31. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა – დარღვევა , რომელ იც არ არის ტექნიკური ხასიათის დაწარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კან ონების ან საფონდო ბირჟის ან დეპოზიტარის წესების მოთხოვნათა განზრახუგულებელყოფა ს. 32. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები ) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები , რომელთა საჯაროშეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასი ანი ქაღალდების სახით (ან მათი კომბინირებული ვარიანტით ) ან რომლებიცშეიძლება გარდ აიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლებ ის მატარებლები ,საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ი სხვა ინსტრუმენტები და უფლებები . ამ კანონით შემდეგიინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება , როგორც ფასიანი ქაღალდები : ა ) ბანკების ვალდებულებები , დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვად იან დაფინანსებასთან , რომლებსაცწარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი , შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარომიმოქცევა ; ბ ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი , გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისადმოქმედი იურიდიული პირის მიერ ; გ ) ჩეკი (რეგულირდება საქართველოს კანონით „ჩეკების შესახებ “); გ 1 ) თამასუქი (რეგულირდება საქართველოს კანონით „თამასუქის შესახებ “); დ) სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით. 33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით , მაგრამ არსებობსჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნ ომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ანნომინალური მფ ლობელის სახელზე . 34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. 35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს უფლებას განს აზღვრული ძირითადი თანხის პროცენტითან უპროცენტოდ მიღებაზე ; იგი მოიცავს სამთავ რობო ფასიან ქაღალდებს , თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არისგანსაზღვრუ ლი . 36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; 37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს. 38. ფასიანი ქაღალდების კლასი – ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადას ტურებს იდენტურ უფლება - მოვალეობებს. 39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში. 40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი. 41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანგარიშვალდებული საწარმო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი. 42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესებით. 43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში. 44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. 45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი , რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დარომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ,კლასი და მათთან დაკ ავშირებული , კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია . 46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია (კომპანიები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად: ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტირებული საფუძველი ნიშნავს საბროკერო კომპანიის (კომპანიების) მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, მისი თავის (თავიანთ) საკუთრებაში დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით; ბ) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არაგარანტირებული საფუძველი ნიშნავს საბროკერო კომპანიის (კომპანიების) მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, მისი თავის (თავიანთ) საკუთრებაში დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე. 47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში. 48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით. 49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით. 50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება. 501. წევრი – საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტი , რომელიც საფონ დო ბირჟის ან ცენტრალურიდეპოზიტარის წესის შესაბამისად აღიარებულია საფონდო ბირჟ ის ან ცენტრალური დეპოზიტარის წევრად . 51. წერილობითი ფორმა – კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა. 52. (ამოღებულია – 10.04.2012, №6022 ). 53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები. 54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. სააგენტოს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი. 55. საინვესტიციო ფონდი – იურიდიული პირი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა , რომ ელიც იქმნება ინვესტორების ფულისაკუმულირებისა და განთავსების მიზნით . 56. კოლექტიური საინვესტიციო სქემა – ფინანსური ინსტიტუტების მართვაში გადაცემულ ი ფულადი საშუალებები ამ თანხებისინვესტიციებში განთავსების მიზნით . 57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია სააგენტოს მიერ. 58. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი – პირი , რომლის დადასტურებულ ი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ანწლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღ ემატება 200,000 ლარს . 59. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი – ფინანსური ინსტიტუტი ან კოლექტიურისაინვესტიციო სქემა , შექმნილი ამ კანონის შესაბამისად . მისი მ ონაწილენი არიან მხოლოდ გათვიცნობიერებული (გამოცდილი )ინვესტორები . 60. საინვესტიციო ფონდის მმართველი – პირი ან პირთა ჯგუფი , რომელიც მართავს საინვ ესტიციო ფონდს . 61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას: ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს; გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. 62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – სააგენტოს მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები. 63. კოტირება – საფონდო ბირჟის მიერ ფასიანი ქაღალდის ოფიციალური ფასის ან / და ფას თა ინტერვალის დადგენა გარკვეულითარიღისათვის , გაანგარიშებული დადებული გარიგებ ების ან / და გაკეთებული სავაჭრო განაცხადების საფუძველზე , ბირჟის მიერდამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად . 64. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში – ფინანსური ანგარიში , რომელიც მოიცავს როგორც მშობელი , ისე შვილობილისაწარმოს ფინანსურ ანგარიშებს . 65. შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას. 66. ფილიალი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი. მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება 1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება არანაკლებ 100 პირისათვის ან წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობის პირთათვის ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით იმ პირის სახელით წამოყენებული ამგვარი წინადადება, რომელიც ემიტენტი არ არის. ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და მიაწვდის ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დაადგინოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი. 2. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ. 3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები. 4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების , მათ შორის , ადგილობრივი თვითმ მართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონითდადგენილი წესით . 5. საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და გასხვისების წესები განისაზღვრება ამ კანონით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისათ ვის არ განიხილება , როგორც საჯაროშეთავაზება . მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი 1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და სააგენტოს მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან გამოქვეყნების შემდეგ. 2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს მას შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც საჯარო შეთავაზების განაცხადად მიიჩნევა: ა) სააგენტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილ განაცხადს; ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლს, ხელმოწერილს ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტის შემთხვევაში – ხელმოწერილს იმ პირების მიერ, რომლებიც კანონით ემიტენტის მართვაზე პასუხისმგებლებად არიან აღიარებული (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს: ბ.ა) ემიტენტის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, მის სახელწოდებას (დასახელებას), მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საჭიროების შემთხვევაში – ემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ინფორმაციას ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის; ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის; ბ.დ) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: ბ.დ.ა) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასისა და საორიენტაციო რაოდენობის შესახებ; ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის ნაწილი – ასეთი გარიგების მიახლოებით დეტალებს; ბ.დ.გ) იმის შესახებ ინფორმაციას, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას; ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ინფორმაციას ფასიანი ქაღალდის ვადისა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობების შესახებ; ბ.დ.ე) ინფორმაციას შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენების შესახებ. 3. სააგენტოს შეუძლია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის წარდგენის შესახებ, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადის მიხედვით. 4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას ბოლო 2 წლის განმავლობაში წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში, სააგენტოს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის წარდგენა. 5. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა სააგენტოს, იგი შეიძლება ჩაირთოს პროსპექტში მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 6. თუ რომელიმე ემიტენტის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, ასეთ ემიტენტს შეუძლია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელოს საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, დამატებითი რეგულირების გარეშე. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია სააგენტოს გაუგზავნოს შეტყობინება ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ, ხოლო სააგენტო საჭიროების შემთხვევაში ფასიან ქაღალდებს მიანიჭებს ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს. 7. შეთავაზების განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტო განიხილავს მას და თუ: ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონს ან სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს უგზავნის წერილობით პასუხს, რომლითაც მოსთხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელ დოკუმენტებს. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომლებიც ხელახლა განიხილება; ბ) დაამტკიცა ემისიის პროსპექტი, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში აძლევს მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს, წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, შეიძლება წერილობით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა. 8. საბოლოო პროსპექტში მოცემული მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია 18 თვეზე უფრო ადრინდელი არ უნდა იყოს. ტექსტში მოყვანილი აღწერები უახლეს შესაძლო თარიღს უნდა შეესაბამებოდეს. 9. იმ დღიდან 10 დღის ან სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, როდესაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, ხოლო როცა ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით საბროკერო კომპანიები ყიდიან – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად. 10. სააგენტოსთვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ ითვლება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად. 11. სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სააგენტოს რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „სააგენტოს მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“. 12. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის ან განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითებისათვის ამ კანონით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს: ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად; ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე; გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მის, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის ავტორის, მოხსენიებაზე, – ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების შემთხვევაში. 13. არავინ, გარდა ემიტენტისა, არ არის პასუხისმგებელი ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ ემისიის პროსპექტში მითითებულია ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ: ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომლებიც მითითებულია საბოლოო პროსპექტში მის საქმიანობასთან ან საქმიანობაზე თანხმობასთან დაკავშირებით, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა სააგენტოსა და ემიტენტს; ბ) საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, მან ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინა ამის შესახებ სააგენტოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად; გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მითითებული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს შესაბამისი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი. 14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ ემისიის პროსპექტის გარეკანზე არ არის მითითებული), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო აქციის მფლობელი დაზარალდა. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა მათი შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სხვა პირები ასევე პასუხისმგებელი არიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზება ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით. 15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს. მუხლი 18. გარიგებანი საფონდო ბირჟაზე 1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდ ო ბირჟებზე , ისე საფონდო ბირჟების გარეთ . 2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს : ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად; ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფო ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვაგაყიდვა არ ეწინააღმდეგება ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას; გ) დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესებისმიხედვით . 4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მო ნაწილეობით ან მის გარეშე . 5. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ ს აფონდო ბირჟაზე . 6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებე ბი იდება საფონდო ბირჟის გარეთ დაგარიგების თანხა აღემატება 100 ლარს , ამ შემთხვევაში : ა ) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობით , საბროკერო კომპანი ა ვალდებულია , საფონდო ბირჟაზედააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ; ბ ) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე , ფასიანი ქაღა ლდების რეგისტრატორი ვალდებულია ,საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდე ბის რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად . მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს , განახორციე ლოს კაპიტალში წილის , აქციების ,ობლიგაციების , სერტიფიკატების , თამასუქების , ჩეკების ა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები დამათი მომსახ ურება , მათ შორის : ა ) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს ინვესტიციებთან დაკავშირებით , მათ შორის , ფასიანი ქაღალდების ფასის ,ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელებ ის , ფასიანი ქაღალდების ყიდვა - გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოურივალუტით გარიგებებში ; ბ ) განახორციელოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მათ ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევა და უზრუნველყოს ამ კვლევისშედეგების ან / და საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკა ვშირებული რეკომენდაციების გავრცელება ; გ ) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციე ბის მოზიდვის თაობაზე ; დ ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარა ნტირებულ საფუძველზე ; ე ) მიიღოს და გადასცეს კლიენტების დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით , კ ლიენტების სახსრებით განახორციელოსფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესების ათვის ; ვ ) მართოს კლიენტების , მათ შორის , საპენსიო სქემების , საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვისგამოყოფილი სახსრები ; ზ ) განახორციელოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან / და ფასიანი ქაღალდების შ ენახვა და აღრიცხვა , აგრეთვე ფასიანიქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება ; ამ მიზნით გაუხსნას კლიენტებს ფულადი და ფასიანი ქაღალდების ანგარიშები დააწარმოოს მათზე ოპერაციები ; თ ) საკუთარი სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტე რესებისათვის ; ი ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტი რებულ საფუძველზე ; კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“; ლ ) განახორციელოს ვალუტის ყიდვა - გაყიდვა ; მ ) განახორციელოს სხვა ოპერაციები ფინანსურ ინსტრუმენტებთან , სამეწარმეო საზოგად ოების წილებთან ან ამ კანონითგანსაზღვრული სხვა უფლებამოსილება . მუხლი 31. საბროკერო კომპანიებისათვის, საფონდო ბირჟებისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმება 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მფლობელს აფრთხილებს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანება. 3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანების აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი. 4. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძა ლება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება ,გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც ეს აუცი ლებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად . 5. ამ მუხლის მე 3 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭ ირო ქმედებას ინვესტორთაინტერესების დასაცავად , მისთვის კანონით მინიჭებული უფლე ბამოსილების ფარგლებში . მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება 1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირებს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ. 2. გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკს – მისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც მას შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 551 . დარღვევები და სანქციები 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია: ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები; ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; გ) ლიცენზიის წესები; დ) ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები; ე) საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა; ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და აღარ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. 3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილისათვის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.