„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
ე) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 10 000 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობით, რაც
საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის
საზედამხედველო პოლიტიკის გაძლიერებასა და გამკაცრებას გულისხმობს. შესაბამისად,
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საფინანსო
სექტორის
წარმომადგენლებისათვის
სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობის მათი საქმიანობის სპეციფიკის და შემოსავლების
ოდენობის შესაბამისად დადგენის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დადგინდეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის
სარეგისტრაციო
მოსაკრებლის
ოდენობა,
რომელიც
შესაბამისობაში
იქნება
მათი
წესდება
სარეგისტრაციო
მოსაკრებელი
საქმიანობისა და შემოსავლების მასშტაბებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
მიკროსაფინანსო
კანონპროექტით
ორგანიზაციის,
ვალუტის
გადამცვლელი
პუნქტის,
საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაციისათვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან სარეგისტრაციო მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა მიიმართება
ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ადგენს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას იმ
პირთათვის, რომლებზე ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისთვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო
სისტემის ოპერატორისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სარეგისტრაციო მოსაკრებელების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები ; რეგისტრაციის უფლ
ებამოსილების მქონე სახელმწიფოდაწესებულებები
1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების
რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობაა ფასიანი ქაღალდების
საერთო ღირებულების 0.1%.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს
შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების
ან/და
დამატებების
შეტანა
–
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანების
რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ
შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი;
ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი;
გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63
ლარი;
დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი.
4. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს
საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის
სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 15 ლარს.
5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5013).
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია აღიარებითი რეჟიმით მისი
პირველად შემოტანის დროს (გარდა დაინტერესებული პირის მიერ იმპორტირების მიზნის
მიუხედავად ფარმაცევტული პროდუქტის პროაქტიულად დარეგისტრირებისა და უკვე
რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით
დაშვებისა შეტყობინების გზით) – 500 ლარი;
ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო
რეგისტრაცია ეროვნული რეჟიმით – 2500 ლარი;
გ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი
რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 2000 ლარი;
დ) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის
პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
დ1) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის
პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით –
200 ლარი;
ე) იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
ვ) იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო
რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
თ) რადიოფარმაცევტული საშუალების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო
რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით),
ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და
შრატების ნაკრებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400
ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;
კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით),
ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და
შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული
რეჟიმით – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია
სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;
ლ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული
რეჟიმით – 500 ლარი;
მ) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ნ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული
მექანიკური საშუალებისა) რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით
– 500 ლარი;
ო) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული
მექანიკური საშუალებისა) ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;
პ) სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის
ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი;
ჟ) სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო
რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 250 ლარი;
რ) სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია
სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 330 ლარი;
ს) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია
სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
ტ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი
რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 125 ლარი;
უ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული
მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 170 ლარი;
ფ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია სახელმწიფო
რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 50 ლარი;
ქ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია
სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი;
ღ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი
რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ყ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო
რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
შ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია
სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;
ჩ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო
რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 600 ლარი;
ც) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია
სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი.
7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის
რეგისტრაციას:
ა) საწარმოს რეგისტრაცია:
ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;
ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;
ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;
ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;
ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;
გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს
რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი
რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი
რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%;
ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია –
შერჩეული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის
იურიდიული
პირის
რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.
71. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი
სახის რეგისტრაციას:
ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის
ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი;
ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური
რეგისტრაცია–10 ლარი.
10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი სახის
რეგისტრაციას:
ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის (გარდა
ნიჩბიანი ნავისა და მოტორიანი ნავისა) რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) − 80
აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:
გემის საერთო ტევადობა
საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე
(GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა)
<=500 (GRT)
1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
501–5000 (GRT)
0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
5001–10000 (GRT)
0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
10001–50000 (GRT)
0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
>=50000 (GRT)
0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
იახტები და კატარღები
(სანაპირო ნაოსნობის)
250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
იახტები და კატარღები
(საოკეანო ნაოსნობის)
500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
ბ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5787)