„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/81/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 102 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: კანონში 1. პირველი მუხლის: ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები (განურჩევლად მათი ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა;“; ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ბანკის განაღდებული თუ განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10%-ზე მეტი წილისა ან პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის განხორცილების შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა.“. გ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1“ ქვეპუნქტი: „ხ1) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ წარმოადგენს ამ პოლიტიკების კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს. 2. თავი II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II ლიცენზირება მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით. წერილობითი მიმართვა წარმოდგენილი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. 2. წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები; ბ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესაბამისი ლიცენზიის მაძიებლის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი და შვილობილი ბანკი წარმოადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად; დ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 1 ვ) ამ კანონის 8 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ზ) ინფორმაცია კომერციული ბანკის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; თ) ინფორმაცია კომერციული ბანკების ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; კ) კომერციული ბანკის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნეს-გეგმა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ლ) უცხოური ბანკის ფილიალისა და შვილობილი ბანკის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; მ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. 3. მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურა გამჭვირვალე უნდა იყოს და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ეროვნული ბანკის მხრიდან ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხის შემქმნელი არ უნდა იყოს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარების ჩათვლით. კერძოდ, ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში სათანადო წესით დამოწმებულ ასლს (იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დამოწმების შესაძლებლობას) ა.ბ) ინფორმაციას მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) საქართველოში მიმდინარე პერიოდში ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში წილის ოდენობას და სხვა ბიზნეს ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე; ა.ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ; ა.ვ) მონაცემებს ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ; ა.ზ) საგადასახადო დეკლარაციას შემოსავლების შესახებ; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) უახლესი პერიოდის (კვარტლის) აუდიტებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ.გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ. 4. ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას პირის განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ; ბ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; გ) ინფორმაციას გადახდისუნარიანობის/გადახდისუუნარობის თაობაზე, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას; დ) ინფორმაციას კომერციული ბანკების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების, მათ შორის, ვადაგადაცილებული სესხების შესახებ; ე) ინფორმაციას აქციონერებთან ან პოტენციურ ადმინისტრატორებთან ნათესაური კავშირის შესახებ. ვ) ინფორმაციას სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, მათ შორის, საგადასახადო/სასესხო დავალიანების ან/და რესტრუქტურიზებული საგადასახადო/სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. 5. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) კორპორაციული მართვის დებულებას; ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო და სხვა რელევანტური რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას. 6. ბიზნეს გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) ბიზნეს სტრატეგიას; ბ) ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციურ გავლენას კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიაზე; გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს; ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმსა და მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას. 7. დამატებითი ინფორმაცია უცხოური ბანკის ფილიალის და შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში უნდა მოიცავდეს: ა) სათავო ბანკის უკანასკნელი სამი წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებასა და მოგება-ზარალის ანგარიშგებას; ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიაზე მიმართვასთან დაკავშირებით; საქართველოში გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტური ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნის თაობაზე. 8. ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტური საზედამხედველო პროცესის განხორციელების შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე და საფრთხის შემქმნელი არ უნდა იყოს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. 9. ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარები ვალდებული არიან ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნის შემთვევაში, მას წარუდგინონ წინამდებარე მუხლით განსაზღვრული განახლებული ინფორმაცია. მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. 2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკძალულია. 3. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმეტაციისა და ინფორმაციის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და აფასებს კომერციული ბანკის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობასა და განხორცილებადობას, მის პოტენციურ პოზიციას საბანკო სექტორში და მისი მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას. 4. სალიცენზიო დოკუმენტების განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დასაბუთებული უარის ან თანხმობის შესახებ. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე ლიცენზიის მაძიებელთან წარმართოს შესაბამისი კონსულტაციები. 6. თუ დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული იურიდიული პირისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფინანსური სტაბილურობის ან საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე გასცეს ლიცენზია ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკრეტული ვადით ან უვადოდ დაუწესოს შეზღუდვები კომერციულ ბანკს გარკვეული საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე. მუხლი 5. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 2. პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო ; ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) მას აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება; დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები. მუხლი 6. ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები 1. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ განმცხადებელი წარმოადგენს განსაკუთრებულად სანდო ბანკს, კერძოდ, თუ ის ხასიათდება მაღალი ცნობადობით, ძლიერი რეპუტაციით, მაღალი საკრედიტო რეიტინგით, საფინანსო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლებითა და მაღალი დონის გამჭვირვალობით. 2. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის ფილიალმა/შვილობილმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება ეროვნული ბანკია უფლებამოსილი კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რისი საფუძველიც შესაძლოა გახდეს: ა) კომერციული ბანკის თხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე; ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა; გ) ლიცენზიის მიღების მიზნით ყალბი ან/და არასაწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა; დ) ლიცენზიის მიღების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის განუხორციელებლობა; ე) ლიცენზირების მიზნით წარმოდგენილი ბიზნესგეგმიდან და სტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა ეროვნულ ბანკთან შეთანხმების გარეშე; ვ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან გამოყოფა; ზ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ან კრედიტორების ნდობის დაკარგვა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობა; თ) კომერციული ბანკის აქციონერების გადაწყვეტილება ბანკის გაუქმების ან ლიკვიდაციის შესახებ; ი) ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს და/ან ფინანსური სექტორის სტაბილურობას; კ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობა; ლ) კომერციული ბანკი გადახდისუუნარობა; მ) კომერციული ბანკის ჯგუფის სტრუქტურის სირთულე, რომელიც აფერხებს ეფექტიან ზედამხედველობას; ნ) ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც საფრთხეს უქმნის ბანკისა და/ან ფინანსური სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; ო) სასამართლოს გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან ბენეფიციარი მესაკუთრის ამ კანონით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმის/კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობა; ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. მუხლი 8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები 1. გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან. 2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიული პირი ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულების შესრულებამდე პირი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მსგავსად ემორჩილება კომერციული ბანკების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. 4. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.“. 3. 81 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომში – დეკლარაცია) და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეროვნული ბანკი სწავლობს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ითვალისწინებს დეკლარანტის რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შედეგად, კომერციული ბანკის მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის ცვლილების პოტენციურ გავლენას ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობაზე, ასევე, ტრანზაქციასთან მიმართებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.“; გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ინფორმაციას მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ;“; დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე–6 პუნქტები: „4. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ კანონის მე-3 მუხლით ლიცენზირებისთვის განსაზღვრული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 5. ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის წილი იმ რაოდენობით, რომ მისი ან ბენეფიციარი მფლობელის წილი ამ ბანკის კაპიტალში ჩამოცდება 10, 25 ან 50 პროცენტს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ტრანზაქციის შესახებ შეძლებისდაგვარად დეტალურ ინფორმაციას. 6. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან დაკავშირებული შესაფერისობის კრიტერიუმების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.“. 4. 82 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 პუნქტი: „5. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადზე თანხმობის გაცემის განხილვისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში და ამ კანონის მე-4 მუხლში მოცემული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრინციპების შესაბამისად.“. 5. მე-10 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკის საკუთრების უფლებისა და აქტივების, მფლობელობისა და ჯგუფის სტრუქტურისა შეზღუდვა“; ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება.“; გ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) პირველი პუნქტის „გ“ და დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი მონაწილეობა აღემატება 20%-ს. ამ შემთხვევაში, ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ბანკმა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს, შეატყობინოს აღნიშნული საწარმოს საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო ბანკმა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ბანკმა6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები წილის გაყიდვისათვის. ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს წილის გაყიდვა განახორციელოს არაუგვიანეს 1 წლის ვადისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა. იმ შემთხვევაში, თუ დასაკუთრებული წილის მოცულობა ბანკს აძლევს საწარმოს კონტროლისა და საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას, მისი დასაკუთრებიდან გასხვისებამდე პერიოდში დაუშვებელია საწარმოს მიერ ახალი დამატებითი საქმიანობის დაწყება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე.“; ე) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11 კომერციულ ბანკს ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ინვესტიციების 12. განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ ინვესტიციების განხორციელების ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მხრიდან ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობას.“; ვ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობს კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.“; ზ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება, თუ მფლობელობის/სტრუქტურის სირთულე საფრთხეს აფერხებს საზედამხედველო პროცესის ეფექტურ წარმართვას ან/და უქმნის/მოსალოდნელია შეუქმნას ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.“. 6. მე-14 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელი ფუნქციები.“. 7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი 1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომლის უმრავლესობას უნდა წარმოადგენდნენ სამეთვალყურეოს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ბანკის ან სხვა გარე მხარისაგან არ განიცდის გავლენას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში თავისი საქმიანობის განხორციელებისას. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები. 4. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. 5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტისა და ბანკის გარე აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.“. 8. მე–17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება 1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას გადამხდელ ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, ასევე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ინფორმაცია აგრეთვე შეიძლება გაიცეს სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის გარეშე გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციული ბანკის ჯგუფის შიგნით და კომერციულ ბანკებს შორს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლაზე.“. 9. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკი უფლებამოსილია პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.“. 10. მე-19 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს, შეიმუშავოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 და მე–6 პუნქტები: „5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნული ბანკისათვის წარმოდგენა არ არის სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი საბანკო მომსახურების გაწევისას იყენებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოშვებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით განხორციელებულ ხელმოწერას ან ხელმოწერას, რომლის სერტიფიკატი გაცემულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები არ ზღუდავს კომერციული ბანკის უფლებას საბანკო მომსახურებაში გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. თუ ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების პოლიტიკის შეფასების შემდგომ, უარს განაცხადებს ამ პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შეთანხმებაზე, კომერციული ბანკი ვალდებულია შეწყვიტოს ამ ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება.“. 11. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ი3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი4“ ქვეპუნქტი: „ი4) ქონების ლიზინგით გაცემა; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით. კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა იჯარის განხორციელების მიზნით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დამატებითი კრიტერიუმები. 12. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები.“. 13. 211 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე.“. 14. 23–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.“. 15. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას; ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას, თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მიზნებისათვის, კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს ასევე წარუდგენს შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგებების ფორმა, ხარისხი და მისი წარდგენის ვადები განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.”; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ, აგრეთვე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ისევე, როგორც კომერციული ბანკის/ადმინისტრატორის მხრიდან ინფორმაციის კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ კანონის 30ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“. 16. 30-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) შეაფერხა საზედამხედველო პროცესის მიმდინარეობა კანონმდებლობით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის არასრულყოფილად შესრულების შედეგად.“; ან/და ან/და ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;“; გ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი იმ ბანკის მიმართ, რომელსაც აქვს ან მოსალოდნელია შეექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები (რაც შეიძლება გამოიხატოს მომგებიანობის სუსტ მაჩვენებლებში, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევაში) ან გადახდისუუნაროა ან რომლის რისკების სუსტი მართვის მოდელს და არაჯანსაღი საქმიანობების პრაქტიკას (რაც შეიძლება გამოიხატოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაში, არაადეკვატური შიდა კონტროლის სისტემებში, დარღვევების აღმოფხვრისათვის მენეჯმენტის უმოქმედობაში და სხვა საფრთხის შემცველ ქმედებებში) შეუძლია მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ბანკის ან საბანკო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას, კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს;“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ანდა შესაძლო საფრთხეს.“; 17. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკე ნორმატიული აქტით დაადგინოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი.“. 18. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით: „მუხლი 37. ლიკვიდაცია 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება ბანკის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით. 4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს რეალიზაციის სხვა ფორმა, ასევე, აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ამ ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას, თუ ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა კომერციული ბანკისთვის გადაცემაზე, ამ შემთხვევაში თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. 6. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეუძლია შეწყვიტოს: ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) კონტრაქტები მომსახურეობის შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა მონაწილეობას; გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს, (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას; დ) ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები და მოახდინოს მათი იგივე პირობებით გადატანა სხვა კომერციულ ბანკში. გადატანისათვის საჭირო არ არის გარანტიის ბენეფიციარის და პრინციპალის თანხმობები. ლიკვიდატორი ვალდებულია ბენეფიციარს და პრინციპალს შეატყობინოს გარანტიების სხვა ბანკში გადატანის ფაქტი. 7. კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილნი კომერციული ბანკის არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება. 8.ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა: ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება; ამონაწერში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის რომ კლიენტებს, შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება. გ) მოსთხოვოს ბანკის მსესხებლებს და დებიტორებს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა. ხოლო, კომერციული ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების ბანკისათვის ხელსაყრელ რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადებში დასაფარავად. 9. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. ფულადი სახსრები ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილი მოუკითხავი თანხების ანგარიშზე. 10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები,უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკი, სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, გარდა ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ბოლო ინსტანციის სესხისა და სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხისა. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, მათი დაკმაყოფილება ხდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო; გ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები; დ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 10000 (ათი ათასი) ლარისა ან მისი ექვივალენტისა უცხოურ ვალუტაში; ე) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 10000 (ათი ათასი) ლარისა ან მისი ექვივალენტისა უცხოურ ვალუტაში; ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 100000 (ასი ათასი) ლარისა ან მისი ექვივალენტისა უცხოურ ვალუტაში; ზ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; თ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ი) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; კ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ლ) ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული ბოლო ინსტანციის სესხი; მ) სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხი; ნ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ო) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები; პ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი. 11. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 12. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. 13. ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადებში კომერციული ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობა გამოიწვევს ასეთი ფულადი სახსრების ეროვნული ბანკში მოუკითხავი თანხების ანგარიშზე გადარიცხვას მისი მეპატრონის გამოვლენის მიზნით. 14. ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასრულების მიზნით ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ბანკში არსებული ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, აღნიშნული შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკში არსებული რიგითობის დარღვევის გარეშე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან ეროვნულ ბანკში. 15. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებასაც იძენს ეროვნული ბანკი. თუ ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი განკარგვის მიზნით, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად. მუხლი 2. კომერციულმა ბანკმა, რომელსაც ქონება იჯარით აქვს გაცემული, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს ამ კანონის პირველი მუხლის მე–11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე–7 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე–7 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის მომზადებით. ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება კომერციული ბანკების ზედამხედველობა განახორციელოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. რისკების შეფასების და ანალიზის მიზნით აუცილებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფლობდეს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, რომ დროულად მოახდინოს არსებული რისკების გამოვლენა და მათზე რეაგირება. აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რისკების შესწავლა მოხდეს როგორც ლიცენზირების, ასევე შემდგომში საქმიანობის განხორციელების და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წილების შეძენა/გასხვისების პროცესში. აქედან გამომდინარე, ლიცენზირების თავში მოხდა იმ აუცილებელი ინფორმაციის უფრო დეტალური დაკონკრეტება, რომელიც უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით. რისკზე დამყარებული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ცვლილებაში აგრეთვე კონკრეტდება, რომ სალიცენზიო დოკუმენტების განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შეიძლება არ იყოს პირდაპირ მითითებული კანონში. რისკების შეფასების მიზნით აგრეთვე მნიშნველოვანია, რომ ლიცენზირებული კომერციული ბანკის, მისი აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარების მიერ მოხდეს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისტემატური განახლება საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში. სწორედ აღნიშნული პრინციპის დანერგვაა გათვალისწინებული წარმოდგენილი კანონპროექტით. კომერციული ბანკების ლიცენზირება და მისი მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემის საჭიროება საბანკო ზედამხედველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი რეგულირება კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო პრაქტიკას, როგორიცაა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი პრინციპები“, ევროდირექტივების შესაბამისი დებულებები. კომერციული ბანკების მიერ სხვადასხვა სახის არასაფინანსო საქმიანობაში ინვესტიცია უნდა ექვემდებარებოდეს ეროვნული ბანკის წერილობით თანხმობას, რათა ასეთმა ინვესტიციებმა საფრთხე არ შეუქმნას საბანკო საქმიანობის სტაბილურობას. სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების უფრო დეტალურად დარეგულირება წარმოადგენს ასევე აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების მიზეზს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და დანერგვა. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ლიცენზირების ეტაპზე უნდა მოხდეს დადასტურება იმისა რომ განაცხადის წარმომდგენის მფლობელობის სტრუქტურა და ბიზნეს-გეგმა საფრთხეს არ შეუქმნის ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებას და ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას. საზედამხედველო ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ ლიცენზირებულ ბანკს აქვს სტაბილური ფუნქციონირების შესაძლებლობა, რაც გამოიხატება განხორციელებადი სტრატეგიის არსებობით, რისკების ადეკვატური მართვის შესაძლებლობითა და საჭიროების შემთხვევაში მფლობელების მიერ ბანკის კაპიტალის დაფინანსების შესაძლებლობითა და სურვილით. ანალოგიური პრინციპების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია ბანკის მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას. წარმოდგენილი კანონპროექტით ბანკის ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის გასხვისების რეგულირება კიდევ უფრო დაუახლოვდება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის მნიშვნელოვან პრინციპებს“ და ევროდირექტივების შესაბამის დებულებებს. განახლებული რეგულირებით ეროვნულ ბანკს მიეცემა მეტი ბერკეტები, რათა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის შეფასებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და, ასევე, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის გაცემამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბანკო სექტორის სტაბილურობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების მიზანია, მაქსიმალურად განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების რეალიზება კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში. ეს არის ის აუცილებელი საზედამხედელო ღონისძიებები, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო ფუნქციების ფარგლებში და რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და ევროდირექტივების მოთხოვნების მიხედვით უზურნველყოფს კომერციული ბანკების გამართულ ფუნქციონირებას და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლების მიერ ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია ფართოვდება, კერძოდ: ა) საჭირო ხდება მფლობელობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა; ბ) საჭირო ხდება ბანკმა წინასწარ წარადგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-მოდელისა და რისკების მართვის დოკუმენტები; გ) საჭირო ხდება მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების შესახებ უფრო დეტალური ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენა. ასევე, ცალსახად კონკრეტდება, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტური საზედამხედველო პროცესის განხორციელების შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან. შეფასების დოკუმენტის1 მე-5 პრინციპის რეკომენდაციის თანახმად:  Introduce explicit and specific legal provisions relating to the NBG powers rather than relying on its broad powers to achieve its goals. კანონპროექტის მიხედვით, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი განსაზღვრავს ლიცენზირებაზე თანხმობის/უარის თქმის უფრო დეტალურ საფუძვლებს, ვიდრე ეს კანონის დღეს მოქმედი რედაქციით არის გათვალისწინებული. კანონპროექტით ასევე შემოთავაზებულია სანდო უცხოური ბანკის ლიცენზირებისათვის პროცედურების გამარტივების შესაძლებლობა, რათა განხორციელდეს ასეთი ბანკების საქართველოში ლიცენზირების ხელშეწყობა. 1 http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1510.pdf კანონპროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული ცვლილებები ასევე შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის FSAP მისიის რეკომენდაციებთან: ცვლილებებით გაფართოვდა მნიშვნელოვანი წილის ცნება, სავალდებულო გახდა მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წილის გაყიდვის თაობაზე შეტყობინება, ასევე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფორმაციამ შეიძლება იმოქმედოს აქციონერის შესაფერისობაზე:  Expand the definition of “significant shareholder” to include persons acting in concert.  Make it legally binding that existing significant shareholders proposing to dispose of their shareholding must notify the NBG in advance.  Make it legally binding for banks to have to notify the NBG as soon as they become aware of any material information that might negatively affect the suitability of a major shareholder or a party with a controlling interest in the bank. კანონპროექტის მიხედვით ასევე განისაზღვება ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემის შესახებ, მათ შორის, განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ კანონის მე-3 მუხლით ლიცენზირებისთვის განსაზღვრული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). აღნიშნული ეყრდნობა იმ ევროდირექტივის მოთხოვნებს, რომელთან დაახლოებაც განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით.2 კანონპროექტის მიხედვით, იცვლება კომერციული ბანკის საკუთრების უფლებისა და აქტივების, მფლობელობისა და ჯგუფის სტრუქტურის შეზღუდვის რეჟიმი, კერძოდ, კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ინვესტიციების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, კომერციულ ბანკებს კანონმდებლობითაც აეკრძალებათ პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერი ოდენობით წილის ფლობა იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან. ამასთან, კომერციული ბანკი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული შეზღუდვის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება, ხოლო ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი მონაწილეობა აღემატება 20%-ს. ამ შემთხვევაში, ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეეძლება, ხოლო ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული სტანდარტი შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებულ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ინვესტიციების შეზღუდვის პოლიტიკასთან, კერძოდ, ეროვნული ბანკის განცხადებისა და კომერციულ ბანკებში გაგზავნილი ინდივიდუალური წერილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ბანკებს დაევალათ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, განეხორციელებინათ ბანკიდან არაპროფილური ინვესტიციების განცალკევება. შედეგად, 2015 წლის მანძილზე, კომერციულმა ბანკები მათ მიერ წარმოდგენილი გეგმების შესაბამისად გამოვიდნენ არასაფინანსო სფეროებიდან, მათ შორის განახორციელეს ჯგუფის სტრუქტურის ცვლილება და რეორგანიზაცია. მიუხედავად ამჟამად კომერციული ბანკების არაპროფილური ინვესტიციების წილის მცირე ოდენობისა, აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე, 2 CRD IV - Directive 2013/36/EU ერთი მხრივ, არაპროფილური ინვესტიციების სრული გამოცალკევება მოხდება კომერციული ბანკებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალშიც შეიზღუდება ბანკების მიერ არასაფინანსო სფეროში ინვესტირების შესაძლებლობა. ასევე, FSAP-ის რეკომენდაციის შესაბამისად, განისაზღვრა კრიტერიუმი, რომლის შესაბამისად, კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ინვესტიციების განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ ინვესტიციების განხორციელების ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მხრიდან ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. კანონპროექტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აღარ იქნებიან უფლებამოსილნი, გააჩნდეთ აღმასრულებელი ფუნქციები, რაც ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან არის თანხვედრაში და ასევე ასახავს FSAP-ის რეკომენდაციას3: პრინციპი 26: „Seek the removal of the legal provision that allows Executive Directors to sit on Supervisory Boards.“ პრინციპი 14: There is a conflict between the law and the regulation on whether a Director can (LACB 14.1) or can’t (RFP Article 2) be a member of the Supervisory Board. კანონპროექტით, FSAP-ის რეკომენდაციის (Amend Article 21 of the ACB Law so that in setting and enforcing minimum prudential standards all areas are covered and not just those listed in the Article) შესრულების მიზნით, ცვლილება შედის კანონის 21-ე მუხლში, რომელიც აფართოებს საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილებას და ანიჭებს მას შესაძლებლობას რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები.. კანონპროექტის თანახმად ყალიბდება ის ძირითადი მოთხოვნები, რომლის დაცვის შემთხვევაში კომერციულ ბანკს ექნება შესაძლებლობა საბანკო საქმიანობის პროცესში გამოიყენოს ელექტრონული/ციფრული ხელმოწერები. კანონპროექტის შესაბამისად, კომერციულ ბანკებს ეძლევათ ლიზინგის განხორციელების უფლება, პარალელურად, მათ ეზღუდებათ იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე. კანონპროექტის მიხედვით, კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრულ სანქციების საფუძვლებს დაემატა კიდევ ერთი საფუძველი, კერძოდ, ბანკმა, მისმა ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა შეაფერხა საზედამხედველო პროცესის მიმდინარეობა კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან/და არასრულყოფილად შესრულების შედეგად. კანონპროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების საფუძვლები. აღნიშნული შესაბამისობაშია 2014 წლის მაისში ჩატარებული ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)4-ის დასკვნებსა და რეკომენდაციებთან, ამასთან, FSAP-ის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის მიერ შემუშავებულ „ტექნიკური შენიშვნასთან“5, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში მოქმედი კრიზისისთვის მომზადების დონისა და კრიზისის მართვის ჩარჩოს. აღნიშნული „ტექნიკური შენიშვნის“ მიხედვით, საქართველოს ეძლევა რეკომენდაცია დახვეწოს კრიზისისთვის მომზადებისა და კრიზისის მართვის ღონისძიებები, მათ შორის, გადასინჯოს ბანკის რეზოლუციის რეჟიმი დროებითი ადმინისტრაციის პროცესის გაფართოებითა და დროებითი ადმინისტრატორის 3 http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1510.pdf https://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1508.pdf 5 IMF Country Report No. 15/8, Georgia - Safety Nets, Bank Resolution Framework, and Crisis Preparedness and Management Arrangements - Technical Note, 2015, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1508.pdf> 4 დანიშვნის გზით ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეულ ეტაპზევე, ხელი შეეწყოს რეზოლუციის საშუალებების გამოყენებას და გაძლიერდეს გარანტიები რეზოლუციის პროცესში6.  „საფუძვლები: დროებითი ადმინისტრაციის ამოქმედების საფუძვლები არ იძლევა შესაძლებლობას მოიცვას ყველა შესაძლო სპეციფიური შემთხვევა, როდესაც აუცილებელია პრობლემურ ბანკზე კონტროლის აღება ბანკის რეზოლუციისათვის. დროებითი ადმინისტრაციის ამოქმედების არსებული საფუძვლები ეხება ვალდებულებების შეუსრულებლობას, ან ზოგადად, შემთხვევას, როცა საფრთხე ემუქრება მეანაბრეთა და კრედიტორების ინტერესებს. გადახდისუუნარობის განმარტება - ლიცენზიის გაუქმების საფუძველი - უკავშირდება მხოლოდ "საბალანსო" ტესტს (ე.ი. როცა ვალდებულებები აჭარბებს აქტივებს) და დროებით ადმინისტრატორს ავალდებულებს ბანკის ოპერაციების შეჩერებას, ან მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას. აღნიშნული საფუძვლები უნდა გადაისინჯოს საფუძვლიანად, რათა ეროვნულ ბანკს ჰქონდეს დისკრეციული უფლება გადაარჩინოს ბანკი დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მეშვეობით. აღნიშნულისათვის ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედების მეტი შესაძლებლობა, რათა გამოიყენოს აღნიშნული ბანკის ფინანსური სირთულეების დაწყების ადრეულ ეტაპზევე, სანამ აღნიშნული სირთულეები გამოიწვევს ბანკის გადახდისუუნარიანობას (აღნიშნულზე დასკვნა უნდა გაკეთდეს, როგორც ფულადი ნაკადების, აგრეთვე საბალანსო ტესტებით). ამასთან, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედება აუცილებლად არ უნდა იწვევდეს ბანკის ოპერაციების შეჩერებას ან მისთვის ლიცენზიის გაუქმებას. მსგავსი საფუძვლები უნდა ეფუძნებოდეს ბანკის უუნარობას, რაც თავის მხრივ შეიძლება, განისაზღვროს რამდენიმე კრიტერიუმით (მაგ. კაპიტალის ან ლიკვიდობის მოთხოვნების დარღვევით, მისი უსაფრთხო და არაჯანსაღი მდგომარეობით და ა.შ)7. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ცალკე ნორმატიული აქტით დაადგინოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი.“ კანონპროექტის შესაბამისად, ლიკვიდაციის პროცესის სრულყოფილად, ეფექტურად წარმართვისა და დროულად დასრულების, ასევე კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ბანკში არსებული ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, აღნიშნული შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობის დარღვევის გარეშე უცვლელად გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან საქართველოს ეროვნულ 6 Overhaul the bank resolution regime by enhancing the temporary administration process and providing for the appointment of a temporary administrator at an early stage of a bank’s financial difficulty, facilitating the application of resolution tools, and reinforcing safeguards in the resolution process”(IMF Country Report No. 15/8, Georgia - Safety Nets, Bank Resolution Framework, and Crisis Preparedness and Management Arrangements - Technical Note, 2015, page 5, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1508.pdf>). 7 Grounds. The triggers for temporary administration do not allow capturing all possible, specific circumstances where taking control of a problem bank may be necessary to prepare for resolution. The current grounds for temporary administration refer to the inability to fulfill obligations or, generically, to the interest of depositors and creditors being jeopardized. The definition of insolvency—triggering license revocation —is linked exclusively to a “balance sheet” test (i.e., when assets are lower than liabilities), and temporary administration prompts either the suspension of a bank’s operations or license revocation. These triggers should be comprehensively revised to give the NBG the discretionary authority to resolve a bank through a temporary administration process under a more defined range of grounds, and at an early stage of a bank’s financial difficulty, before reaching insolvency (that is to be inferred through a cash flow or balance sheet test) and without necessarily suspending the operations of a bank or revoking its license. The triggers should be based on the nonviability (or likely thereof) of a bank, in turn defined through several criteria (e.g., breach of capital or liquidity requirements, unsafe and unsound conditions, etc). ) (IMF Country Report No. 15/8, Georgia - Safety Nets, Bank Resolution Framework, and Crisis Preparedness and Management Arrangements - Technical Note, 2015, page 12, <http://www.imf.org/external/pubs/ft/scr/2015/cr1508.pdf>). ბანკში. აღნიშნული მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე იცვლება კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები; ბ) ბანკის ფილიალი – ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი; გ) ბანკთან დაკავშირებული პირები – ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები; ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით; ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ – ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას; თ) კრედიტი – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; ი) ოპციონი – ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს, ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება; კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა; კ1) (ამოღებულია) ; კ2) (ამოღებულია - 10.03.2017, №439); ლ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სახეობები; ლ1) საოპერაციო დღე − კომერციული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად; ლ 2) საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის საშუალებით; მ) საბლანკო კრედიტი – კრედიტი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე; ნ) სავალო ინსტრუმენტი – ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა; ო) ტრასტი – ნდობითი ფუნქცია; პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი. ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს; ჟ) ფაქტორინგი – სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს; რ) ფიდუციარული ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი მიიღებს საკომისიოს; ს) ფინანსური ინსტიტუტები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები; ტ) ფორფეტირება – საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით; ამ ოპერაციის შესრულებისას გარანტია იმპორტიორი ქვეყნის ბანკი; უ) ფიუჩერსული ოპერაციები – ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულების პირობით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა; ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს; ფ1 ) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია); ქ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად; ღ) სააქციო კაპიტალი – კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის; ყ) განცხადებული საწესდებო კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი; შ) განაღდებული საწესდებო კაპიტალი – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს; ც) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით; ძ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ჭ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ხ) მნიშვნელოვანი წილი – კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის წილის 10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით; ჯ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით. თავი II თავი II ლიცენზირება მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), მის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ანდა ლეგალიზებული ასლები; ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; გ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის თაობაზე. უცხოეთის ბანკის ფილიალი წარმოადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; დ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ე) ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, კომერციული ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში; ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი. 2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და მას წერილობით აცნობებს განმცხადებელს. 2. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს. სათავო ბანკის მიერ შესაბამისი ფილიალისათვის გამოყოფილი რესურსის ოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული. 4. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე: ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება; ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული; გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი; დ) ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი; ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. მუხლი 41. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 2. პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება; დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი; ე) ( ამოღებულია – 20.12.2011, №5528). 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები. მუხლი 5. ლიცენზირების პირობები 1. საბანკო ლიცენზიები გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მათი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები დაურთოს, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომ პირობები და შეზღუდვები საბანკო საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს, და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში. მუხლი 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით: ა) კომერციული ბანკის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად; ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო; გ) ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათაგან ერთ-ერთის ან რამდენიმეს გამო: გ.ა) ლიცენზია გაცემულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში არსებული ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე; გ.ბ) კომერციულმა ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში; გ.გ) მოხდა კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან სხვა ბანკისგან გამოყოფა; გ.დ) კომერციულ ბანკს აღარ აქვს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან ბანკი ვეღარ უზრუნველყოფს მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოებას; გ.ე) კომერციული ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, ან ბანკი აღარ არსებობს, როგორც იურიდიული პირი; გ.ვ) კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს; გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება; გ.თ) კომერციული ბანკი გადახდისუუნაროა. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება გაუუქმოს უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების განხორციელების უფლება. 3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე ეროვნული ბანკი ვალდებულია დაიწყოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება კომერციული ბანკის თხოვნით 1. კომერციულ ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს ეროვნულ ბანკს, გაუუქმოს მას საბანკო საქმიანობის ლიცენზია. 2. ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მას დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციულ ბანკს (უარის შემთხვევაში – მისი საფუძვლის მითითებით). მუხლი 8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან. 2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა და ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან კომერციული ბანკი მოვალეა უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე კომერციული ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი. 3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. მუხლი 81. შესაფერისობის დეკლარაცია 1. პირი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობამ 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბოს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია). 2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს: ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება; დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში; ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს; ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს. 21. შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს). 3. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს. მუხლი 82. დეკლარაციის განხილვა 1. ეროვნული ბანკი დეკლარაციას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 2. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დააზუსტოს. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა 3 თვემდე გრძელდება და დეკლარანტს ამის შესახებ უნდა ეცნობოს. 3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. 4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა ეროვნულ ბანკს დეკლარაცია არ წარუდგინა ან ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილი. მუხლი 10. კომერციული ბანკის საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა 1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია: ა) ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება; ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს იმ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს; გ) ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც სხვა სახის საქმიანობას ახორციელებენ. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოს საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით; დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს; ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს (ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება კომერციული ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ. 5. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციებს (წილს) . მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო 1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ზედამხედველობას კომერციული ბანკის საქმიანობაზე. იგი შედგება სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს. 1 1 . კომერციული ბანკის დირექტორი (დირექტორები) შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები). დირექტორი (დირექტორები) არ შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს სრულ შემადგენლობაში. დირექტორი არ უნდა მონაწილეობდეს საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეეხება დირექტორატის (აღმასრულებელი ორგანოების) საქმიანობის ზედამხედველობას, მათი ანგარიშების დამტკიცებასა და შეფასებას. 2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია. 3. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს. აკრძალულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ რაიმე სახის წახალისების ზომების გამოყენება კომერციული ბანკის ხარჯებიდან. 4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილ უნდა იქნეს პირი, რომელიც: ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ შვიდზე მეტ საწარმოში; ბ) არის საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი; გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი, დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში; დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად. 5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს: ა) ახალი სახის საბანკო საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა; ბ) საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის, აქტივების შეფასების, მათი კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვის შექმნის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა და დამტკიცება; გ) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსებზე და დეპოზიტებზე გამოსაყენებელი მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთების ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცება; დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული აქციების გამოსყიდვა. 6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობებს, წარმოშობილი ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბანკის უარი ან კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუნარიანია ან გაკოტრების თავიდან აცილების ანდა საბანკო საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია ბანკის კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, ბანკის ადმინისტრატორთა ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი მოქმედებენ აქციონერთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. 7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და საბანკო საქმიანობის პოლიტიკის წერილობით ჩამოყალიბება. 8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება. მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი 1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი წევრებისაგან. წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის არ არის კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირი და მას ან/და მასთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირებს, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, არ აქვთ კომერციული ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულება. 2. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. 3. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტისა და ბანკის გარე აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება 1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. 3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის გარეშე გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 171. ინფორმაციის გადამოწმების უფლება 1. ბანკს უფლება აქვს , პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღოს ამ პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. 2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 19. საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები 1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. აუცილებელია ეროვნული ბანკის იმ წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების გამოქვეყნება, რომლებიც ერთზე მეტ კომერციულ ბანკს ეხება. ისინი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული შესაბამისი თარიღიდან. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის განხორციელების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად. 2. კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე. 4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. მუხლი 20. საბანკო საქმიანობა 1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; გ) საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ე1) უპროცენტო საბანკო მომსახურება; ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; თ) ფასეულობათა შენახვა და აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; ი1) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა; ი2) ქონების იჯარით გაცემა; ი3 ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა. მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ეკონომიკური ნორმატივები 1. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები: ა) საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები; ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად; გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან; დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერზე, აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან; ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, აგრეთვე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან; ვ) ყველა გაცემული კრედიტისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ბანკის მიერ გაცემული ყველა კრედიტის მიმართ, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე). 2. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ნორმატივები: ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან დაკავშირებით. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება; ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ; გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, აგრეთვე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა; დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც ეხება: დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს; დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას; დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ეკონომიკური ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები. მუხლი 211. ანგარიშის გახსნა 1. კომერციული ბანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების შესაბამისად. 2. კომერციულმა ბანკმა თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. კომერციული ბანკი ასევე ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ. 3. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. 4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე. 5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ იგი უარს აცხადებს კომერციული ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე. მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია 1. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კერძოდ: ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო საბუთები, რომლებიც გარიგებას ეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით); ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას; გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი; დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები. 2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტებისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში. მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექტირება 1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულსაგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, აგრეთვე ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობასა და მოგებიანობას თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატივებით. 2. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები. 3. კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები; ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, აგრეთვე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ, აგრეთვე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. მუხლი 30. დარღვევები და სანქციები 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს კონკრეტულ შემთხვევაში აკისრებს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება. 2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ბანკმა, მისმა ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) დაარღვია რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ე) დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივებთან დაკავშირებით არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და აღარ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა; დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა; ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება; ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა; თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე; კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია. 4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან/და შესაძლო საფრთხეს. 5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 33. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი 1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში. 11 . დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, აცნობოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის კომერციული ბანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს. 2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება კომერციული ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითგათვალისწინებული შემთხვევებისა . 3. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება. 4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ. 5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5002). მუხლი 37. ლიკვიდაცია 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება. 11 . თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ამ ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას. 4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმალობაში შეუძლია შეწყვიტოს: ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა მონაწილეობას; გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას. 4 1 . კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მათი ბათილობა თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება. 5. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა: ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და ქონება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანაგრიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება. ამონაწერში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება. 6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადაში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, მოუკითხავ რესურსად ითვლება და მესაკუთრის გამოვლენის მიზნით ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. 7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულებები საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა; გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები; ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ვ) კომერციული ბანკის მიმართ სხვა მოთხოვნები. 8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 9. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. 10. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს ეროვნული ბანკი. თუ ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი მისი განკარგვის მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესს.