„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონში ცვლილების სამსახურის შეტანის შესახებ“ თაობაზე“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს და კანონპროექტებიდან, „სახელმწიფო რომელთა უსაფრთხოების თანახმადაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სპეციალური პროფესიული განათლების მიზანია, მათ შორის, პირის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, უზრუნველყოფის რომლის მექანიზმების რომელთან აც და კავშირებულია ამ მიზანია განათლების განვითარების კანონით ხარისხის ხელშეწყობა გათვალისწინებული და ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღება ; ა1) სტატუსის ავტორიზაცია მოპოვების – პროფესიული პროცედურა, საგანმანათლებლო რომლის მიზანია დაწესებულების სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად; ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად; ბ 2) პროფესიული ტესტირება – პროცედურა , რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებუ ლ პროფესიულსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლ ო პროგრამის ათვისებისათვის ; გ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია); ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს; ზ) ( ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ) ; თ) (ამოღებულია); ი) კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობის დონე, რომელიც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით; კ) (ამოღებულია); ლ) (ამოღებულია); მ) კრედიტი სტუდენტისათვის – ერთეული, საჭირო რომელიც სასწავლო გამოხატავს დატვირთვას და პროფესიული რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ; მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით; მ2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად; ნ) (ამოღებულია); ო) (ამოღებულია); ო1) (ამოღებულია); პ) (ამოღებულია); ჟ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები; უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; უ2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის პროფესიული დიპლომის მინიჭებითა გაცემით. და პროგრამა მისი დამადასტურებელი აერთიანებს კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელ სასწავლო კურსებს/მოდულებს. მასში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები; ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებ რივი კოლეჯი; ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია; ღ) რეგულირებადი განსახორციელებლად პროფესია პირმა უნდა – პროფესია, მიიღოს რომლით საქართველოს საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა; ღ1) საზოგადოებ რივი დაწესებულება, რომელიც პარალელურად ახორციელებს კოლეჯი – პროფესიული მოსამზადებელ პროფესიული საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა; ყ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია); წ) (ამოღებულია); ჭ) (ამოღებულია); ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი; ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება; ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად; ჰ) (ამოღებულია ).