„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 2000 წელი, მუხ. 113) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს 1 დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ “ ქვეპუნქტი: „ბ1) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. . საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონში ცვლილების სამსახურის შეტანის შესახებ“ თაობაზე“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს და კანონპროექტებიდან, „სახელმწიფო რომელთა უსაფრთხოების თანახმადაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანას, რომლის შესაბამისადაც სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ჩამონათვალს ემატება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი 2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობაში მონაწილეობენ: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახური; ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ვ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 3. საქართველოს შესაბამისი სამინისტრო: ა) შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის; ბ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო საფლავების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, მათ შორის, აღრიცხავს საფლავებს, რომლებიც განლაგებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე; გ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან სამხედრო საფლავების დაცვისა და კეთილმოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტებს სამხედრო საფლავების სტატუსის შესახებ; დ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა გმირობისა და თავდადების ამსახველი მასალის პროპაგანდას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ამზადებს პუბლიკაციებსა და საძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილ დაღუპულ მეომართა სიებს; ე) იხილავს მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად.