„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (ვებგვერდი, 12/03/2015, სარეგისტრაციო კოდი, 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.“. 2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს დამსაიდუმლოებელ კანონმდებლობის უფლებამოსილ შესაბამისად პირს/ადმინისტრაციულ ინფორმაციის ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოტივირებული მითითებით: ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება; ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი.“. 4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2. ამ კანონის გათვალისწინებულ ინფორმაციის მე-16 მუხლის შემთხვევაში განსაიდუმლოების პირველი სახელმწიფო უფლება პუნქტის „ა“ საიდუმლოების აქვს სახელმწიფო პირველი პუნქტის ქვეპუნქტით შემცველი უსაფრთხოების სამსახურს. 3. ამ კანონის გათვალისწინებულ მე-16 მუხლის შემთხვევაში სახელმწიფო „ბ“ ქვეპუნქტით საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით. 4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო უსაფრთხოების ინიციატორს სამსახური აცნობებს მის ინფორმაციის მიერ განსაიდუმლოების შესაბამისი შესახებ წინადადებით პასუხს მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება. 6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას. 7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს .“. 5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სათანადო ნებართვის გაფორმებით, რომელიც გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით.“. 6. მე-20 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.“. ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. 5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.“. 7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“. 8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირი/ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისშესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“. 9. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული ფორმით მოპყრობისათვის შექმნილი კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის გამოყენების ნებართვას გასცემს და მის გამოყენებას ამ ინფორმაციის გაცნობის გარეშე აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“. 10. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა ორგანოში, რომლებსაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ან სადაც არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.“. 11. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შედეგებს მეთვალყურეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტებიდან რომელთა თანახმადაც, იქმნება ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უფლებამოსილ ორგანოდ, ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი, განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ 1. სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. 4. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. მუხლი 4. სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში 1. საქართველოს პარლამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას; ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას; გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში, ამ კანონის შესაბამისად წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) ამტკიცებს იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ. 3. საქართველოს მთავრობა: ა) ამტკიცებს: ა.ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“; ა.ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას; ა.გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია; ა.დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ; ბ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის/ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით მოახდინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება. 5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ. 6. სასამართლო ხელისუფლება: ა) განიხილავს იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას; ბ) საქმეთა განხილვისას უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიადგა მის მფლობელს; დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ. 7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. მუხლი 12. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დამსაიდუმლოებელ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტივირებული მითითებით: ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება; ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი. 2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს აგრეთვე სასამართლოს. მუხლი 17. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით. 4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება. 6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას. 7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მუხლი 19. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სათანადო ნებართვის გაფორმებით, რომელიც გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ნებართვის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“. მუხლი 20. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება 1. ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს. 3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 4. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. 6. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს: ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას; ბ) პირის შემოწმების პროცედურას; გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას; დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას. 7. საიდუმლოობის გრიფების („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“) შესაბამისად დგინდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმები. მუხლი 22. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა, შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით. 3. შემოწმების პროცედურის ჩატარების დროს დგინდება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა. 4. შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის შესახებ. მუხლი 23. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება შესაძლოა გაუქმდეს: ა) ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში; ბ) პირის სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირი/ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 27. ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთი ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა, რომელსაც აქვს პროგრამული და ტექნიკური დაცვის სათანადო საშუალებები. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული ფორმით მოპყრობისათვის შექმნილი კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის გამოყენების ნებართვას გასცემს და მის გამოყენებას ამ ინფორმაციის გაცნობის გარეშე აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუხლი 28. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი 1. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მუდმივი კონტროლი. 2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელ ორგანოს, რომელიც იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, უფლება აქვს, გააკონტროლოს ამ ინფორმაციის დაცვის მდგომარეობა. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა ორგანოში, რომლებსაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ან სადაც არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. მუხლი 32. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა 1. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საქართველოს ფარგლების გარეთ გასატანად მასალების მომზადებისას სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), ფიზიკური პირი ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ამ კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს. 2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შედეგებს მეთვალყურეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია.