„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების სამინისტროს, სახელმწიფო შინაგან საქმეთა და საქართველოს სამსახურისა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხისა, საქართველოს საგარეო წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დიპლომატიური სამსახურის პარლამენტის აპარატის აქტიურ საჯარო პარლამენტის თავმჯდომარე;“. რეზერვში მოხელეების საქმეთა დადგენილებით. ჩასარიცხი ნუსხას მინისტრის ადგენს საქართველოს საქართველოს 2. მე-2 მუხლის „ტ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) პოლიციის სამინისტროსთან ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;“. 3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ქვეპუნქტი: „ტ1) უსაფრთხოების ატაშე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;“. 4. მე-2 მუხლის „უ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი.“. 5. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას.“. 6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო სამსახურისა ხელშეკრულების ან შეთანხმების სამინისტროს, სახელმწიფო შინაგან საქმეთა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“. 7. 321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 321. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინონ პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – წარმომადგენლობის მეკავშირე ოფიცერი, პერსონალის რომლებიც შემადგენლობაში შედიან და დიპლომატიური სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს. 2. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის საქართველოს შინაგან სამსახურის ოპერატიულ და მინისტრისა და საქმეთა უფროსის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყოს ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება დაფუძნდეს პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატები. 4. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს სამინისტროსთან შეთანხმებით კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 5. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები კომპეტენციის ფარგლებში განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით. 6. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისათვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 7. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის მოწყობისათვის პირები ერთჯერადად და იღებენ მათი ოჯახის წევრები პირველადი თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 8. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტებიდან, რომელთა თანახმადაც, იქმნება ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის ძირითად არსი მდგომარეობს შემდეგში: - დიპლომატიური მოსამსახურეებთან სამსახურის ერთად აქტიურ რეზერვში სხვა უწყების განისაზღვრებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებიც; - ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის მივლენის უფლებამოსილება ექნება როგორც საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს; - ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ნორმები გავრცელდება ასევე უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაშიც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დიპლომატიური სამსახური – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) – სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს; დ) საკონსულო დაწესებულება – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს; ვ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე; ზ) დიპლომატიური რანგი – დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული სპეციალური რანგი, რომელიც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირს; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი; ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებსაც, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, როტაციის წესით სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე შეუწყდათ ან/და რომლებიც გამოწვეულ იქნენ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, ასევე რომლებიც არჩეულ იქნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), აგრეთვე იმ პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე; ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; მ) მომსახურე პერსონალი – ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციისა და „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ 1963 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, ემსახურებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; ნ) როტაცია – სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება; ო) როტაციის წესით სამუშაო მივლინება – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით; პ) ოჯახის წევრი − დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები; ჟ) პირველადი მოწყობის ხარჯები – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირი. ს) თავდაცვის ატაშე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს. ტ) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი. მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა 1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს უფროსის, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხოურ ენას და აქვს საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 2. საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას. 3. თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსთან შეთანხმებით, ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას. 4. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას. მუხლი 27. დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი 1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში. 2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 321. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს. 2. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყოს ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება დაფუძნდეს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატები. 4. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 5. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 7. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 8. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.