„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონში ცვლილების სამსახურის შეტანის შესახებ“ თაობაზე“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს და კანონპროექტებიდან, „სახელმწიფო რომელთა უსაფრთხოების თანახმადაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კანონის მე-9 მუხლის ი) ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები სამხედრო პოლიცია ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, შეატყობინოს მის შესახებ ოჯახს, სამსახურს ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსა და პროკურორის გადაწყვეტილებებით განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; გ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, სამართალდამრღვევებთან ჩაატაროს ინდივიდუალური პროფილაქტიკური მუშაობა; დ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; ე) აღასრულოს მოსამართლის დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ; ვ) შეასრულოს, ქვემდებარეობით, პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას; ზ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს უბედური შემთხვევისა და საზოგადოებრივად საშიში ქმედების შედეგად დაზარალებულს, აგრეთვე უმწეო მდგომარეობაში, ტოქსიკური, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; თ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აგრეთვე აღასრულოს სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ; ი) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; კ) საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.