„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016510) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;“ ბ) ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; გ) ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.“ 2. მე-4 მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში.“ 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და უფლებების განსახორციელებლად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტებიდან, რომელთა თანახმადაც იქმნება ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, შესაბამისი ცვლილება შედის კანონის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლში, მე-4 მუხლში, მე-5 მუხლში და მე-7 მუხლში, რომელთა შესაბამისადაც სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება; ბ) ამოღებულია (25.05.2012 N 6300) გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით; დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა. მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება. მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან რეაგირების ძალებში. საქმეთა სამინისტროში ან საგანგებო სიტუაციებზე მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და უფლებების განსახორციელებლად. 2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. 3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.