„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი სუბიექტია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ახორციელებს: სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; იმ დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის გზით, რომელიც ტერორისტული მიზნითაა ჩადენილი და რომლის გამოძიება მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: აგროვებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ახდენს მის სისტემატიზებას; კოორდინაციას უწევს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით; ცენტრი უშუალოდ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა დანაყოფები გამოყოფენ აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს და უზრუნველყოფენ მათ ეფექტიან გამოყენებას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“. 4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონში ცვლილების სამსახურის შეტანის შესახებ“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს თაობაზე“ კანონპროექტებიდან, და „სახელმწიფო რომელთა უსაფრთხოების თანახმადაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში მაკოორდინირებელი სახელმწიფო ორგანოს ფუნქციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დაკისრება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხდება ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი უშუალოდ განმახორციელებელი სუბიექტი სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად და ამავდროულად ენიჭება ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში მთავარი, მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქცია. შესაბამისად ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ხელმძღვანელობა ეკისრება ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას 1. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზებას, მისი სპეციალური საშუალებებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 2. ტერორიზმთან ბრძოლას უშუალოდ ახორციელებენ შემდეგი სუბიექტები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს დაზვერვის სამსახური; (27.04.2010 N 2991) დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 3. ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასევე მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები. მუხლი 5. იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარი სუბიექტია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ახორციელებს: სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; იმ დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის გზით, რომელიც ტერორისტული მიზნითაა ჩადენილი და რომლის გამოძიება მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: აგროვებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ახდენს მის სისტემატიზებას; კოორდინაციას უწევს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით; ცენტრი უშუალოდ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფები გამოყოფენ აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს და უზრუნველყოფენ მათ ეფექტიან გამოყენებას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების დაცვას, რომლებიც მოთავსებულია სამხედრო ნაწილებში ან ინახება განსაზღვრულ ადგილებში; საქართველოს საჰაერო სივრცეში ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების მომზადებასა და გამოყენებას; მონაწილეობს სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში. (27.04.2010 N 3022) 3. საქართველოს დაზვერვის სამსახური მოიპოვებს და შემდეგ ამუშავებს ინფორმაციას საქართველოს გარეთ მოქმედი უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ და დადგენილი წესით წარუდგენს სათანადო ორგანოებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კონტრტერორისტულ ოპერაციებში. (27.04.2010 N 2991) 4. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მონაწილეობს იმ ტერორისტული აქტის აღმკვეთ ოპერაციაში, რომელიც მიმართულია თანამდებობის პირებისა და იმ ობიექტებისაკენ, რომელთა დაცვაც მათ კომპეტენციას განეკუთვნება. მუხლი 7. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მართვა (20.09.2013. N1266 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში 1. კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას იქმნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ორი ზონა – უსაფრთხოების ზონა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა. 2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. (20.09.2013. N1266 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 3. უსაფრთხოების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით: ა) მოაწყონ საგუშაგოები ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების მიზნით; ბ) განახორციელონ პატრულირება და შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები. 4. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც უშუალოდ ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია. 5. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ოპერაციის ჩამტარებელ პირებს უფლება აქვთ, გადაუდებელი აუცილებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებამდე, მიიღონ ზომები ქუჩებსა და გზებზე ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის დროებით შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე; ბ) შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით; გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) დ) ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის დევნისა და დაკავებისათვის, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის მისაყვანად, აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გამოიყენონ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა უცხო ქვეყნების საკონსულოების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებებისა. 6. უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონებში ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.