„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს).“ ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს;” 2. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო – უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონში ცვლილების სამსახურის შეტანის შესახებ“ თაობაზე“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს და კანონპროექტებიდან, „სახელმწიფო რომელთა უსაფრთხოების თანახმადაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის საქართველოს ფინანსური შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია განხორციელდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ტერორიზმის დაფინანსება ან სხვა სახის დანაშაული, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. (29.05.2014. N2464 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან) 11. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. (29.05.2014. N2464 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან) 12. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში. (29.05.2014. N2464 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან) 13. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. (12.12.2014. N2940 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.) 14. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. (29.05.2014. N2464 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან) 15. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. (29.05.2014. N2464 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან) 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ. 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ. 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს: ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; (20.12.2011 N 5580 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ამ კანონის შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; (20.12.2011 N 5580 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ე) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს; (10.11.2006 N 3644) ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს). (20.12.2011 N 5580 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია: ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება; ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს; (20.12.2011 N 5580 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას. 6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება). (25.02.2004 N 3422) 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. (24.12.2014. N2965) მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით (19.03.2008 N5952) 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირებს ან სხვა პირებს, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს, მათი ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე. (24.12.2014. N2965) 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. (24.12.2014. N2965) 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლები) ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (24.12.2014. N2965) 4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა. (24.12.2014. N2965) 5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი – შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით. 6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების სათანადო ორგანოებისათვის გადაცემის შედეგად. 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისას დაუშვებელია მონიტორინგის განმახორციელებელი პირების თანამშრომელთა ვინაობის გამჟღავნება. 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო – უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (1.11.2008 N483)