„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველ მუხლში ტერმინ „სახელმწიფო ავიაცია“-ს განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ავიაცია“ – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების და საბაჟო სამსახურებში.“ 2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო უსაფრთხოების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;“ 3. 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საპოლიციო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტებიდან, რომელთა თანახმადაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემატება საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველ მუხლს, ხოლო კანონის მე-6 და 21-ე მუხლებს - სახელმწიფო უსაფრთხოების სფერო. საქართველოს ავიაციის გამოიყენების ერთ-ერთ პირობად დგინდება სახელმწიფო უსაფრთხოების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება "აეროდრომი" - მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის. "ადგილობრივი საჰაერო ხაზი"- სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში. "აეროპორტი" - საავიაციო საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანაგადაზიდვებს, საჰაერო ხომალდების მოძრაობას და ამ მიზნით აქვს აეროდრომი, აეროვაგზალი არგეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს მომსახურე პერსონალი. "აეროპორტის საზედამხედველო არე" - ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული საჰაერო ნაწილი, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე. "ავიაკომპანიის სატარნსპორტო პილოტი" - ნებისმიერ თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, „ავიაკომპანიის სატარნსპორტო პილოტის" მოწმობის მფლობელი პილოტი. "ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა" - განსაკუთრებული მომზადების მქონე კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების მიმნიჭებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები. "ექსპლუატანტის სერტიფიკატი" - სერტიფიკატი, რომელიც ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას შეასრულოს გარკვეული კომერციული საჰაერო გადაყვანაგადაზიდვა. „ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება)“ – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების, შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) დოკუმენტების, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) "კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა)" - ფასით ან დაქირავებით მგზავრების, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად განხორციელებული საჰაერო ხომალდის ფრენა. "მოწმობის აღიარება" - ქმედობა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთრების თანაბარ ღირებულებად აღიარებს. "პილოტირება (მართვა)" - ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება. "საავიაციო პერსონალი" - საავიაციო საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა იგი ყალიბდება სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან, რომელთაც აქვთ ფრენის შესრულებისა და მომსახურების ნებართვა. "საავიაციო საშუალებები" საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები. "საავიაციო შემადგენლობა" - სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელ მიზნებს ემსახურება. „„საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი. (27.03.2012. N5963) "სამოქალაქო ავიაცია" - ავიაცია, რომელიც გამოყენების მიზნის მიხედვით,იყოფა სატრანსპორტო და საჰაერო დანიშნულების ავიაციად: სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განსახორციელებლად, მიეკუთვნება სატრანსპორტო ავიაციას; სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატარნსპორტო ავიაციის მიზნებისათვის, მიეკუთვნება საერთო დანიშნულების ავიაციას. "სამუშაო დრო" - დროის მონაკვეთი გაფრენისწინა მზადების დაწყებიდან ფრენის დამთავრებამდე (საჰაერო ხომალდის დაფრენიდან 30 წუთის შემდეგ). თუ ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყო არანაკლებ სამსაათიანი განუწყვეტელი დასვენებით (მათ შორის სათანადო პირობებში ძილის ჩათვლით),ეს უკანასკნელი სამუშაო დროდ არ ჩაითვლება. "საპილოტაჟო არე" - ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული, საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟების საფრენოსნო წვრთნისათვის და ა.შ. "საფრენოსნო დავალება" - დადგენილი ფორმის საბუთი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის შესახებ. "საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი" - მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის განმალობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია. "საფრენოსნო სამუშაო" - საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ეკიპაჟის მიერ ჩატარებული სამუშაო. "საქართველოს ტერიტორია" - მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები. "საქართველოს საჰაერო სივრცე" - სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე. „სახელმწიფო ავიაცია“ – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო და საბაჟო სამსახურებში. „საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი“ – საავიაციო საწარმო-საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც თავის გამგებლობაში საკუთრების უფლებით, იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდი და რომელიც ფრენას ახორციელებს ექსპლუატანტის სერტიფიკატში მითითებული პირობების შესაბამისად. (25.05.2006 N 3185) "საჰაერო მოძრაობა" - ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი. "საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი)" - დადგენილი ზომების სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის ორგანო ახორციელებს თავის დანიშნულებას. "საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები" - თვითმფრინავები, შვეულმფრენები, დირიჟაბლები, პლანერები, საჰაერო ბუშტები, სამაშველო პარაშუტები, საფრენი აპარატები და სხვა საფრენად განკუთვნილი საშუალებები. "საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო" - სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო სივრცეში ჰაერნაოსნობაზე. "საჰაერო ტრასა" - სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენის შესრულებისათვის განკუთვნილ, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ დაფრენას და უზრუნველყოფილია აეროდრომებით,სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით. "საჰაერო ხომალდი" - ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით,საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები. "საჰაერო ხომალდის ეროვნულობა" - საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში. "საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი" - პირნი, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვა მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ. "საჰაერო ხომალდის მეთაური" - ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი. "საჰაერო ხომალდის სახეობა" - უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე საჰაერო ხომალდების დაყოფა, მაგალითად: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი. „სერტიფიკატი“ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები (საავიაციო სამუშაოები) ან/და ამ გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატითა და მისი დანართებით. (25.05.2006 N 3185) „„სპეციალური რეისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში“ – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი. (21.12.2012. N136 „საავიაციო სამუშაოები“ – საჰაერო ხომალდის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღებები, პატრულირება, ძებნა, შველა და ა.შ. (25.05.2006 N 3185) "ფრენის გეგმა" - საჰაერო ხომალდის დასახულ ფრენაზე ან მის ნაწილზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი სათანადო ცნობები. "ფრენის დრო (ნაფრენი)" - საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხოლმალდის გამწევი ძალის ხარჯზე მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დამთავრებისას მის შენარჩუნებამდე. "ფრენის დრო (ნაფრენი)" - დრო საჰაერო ხომალდის ძრავის ამუშავებიდან, დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე. "ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი" - საბუთი, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისიანობას. „ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) "ფრენისათვის აკრძალული არე" - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის სივრცე,რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია. "ფრენისათვის სახიფათო არე" - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენის სახიფათო საქმიანობა. "ფრენისათვის შეზღუდული არე" - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით. "ჩარტერი" - ხელშეკრულება,რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის. "ხელშემკვრელი სახელმწიფო" სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით,აეროდრომებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმების დამდები სახელმწიფო. "ჰაერსანაოსნო ინფორმაცია" - აეროდრომების მახასიათებლებთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან, აეროდრომების რაიონში მანევრების წესებთან, საჰაერო ტრასებთან და მის რადიოელექტროტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული შეტყობინება. "ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული" - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული და დამტკიცებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ფრენის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას. „EASA“ – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) „SAFA“ − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) „SAFA-ს ინსპექტორი“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას SAFA-ს შესაბამისად. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) მუხლი 6. ავიაციის გამოყენება საქართველოში 1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად. 2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება: ა) მგზავრების გადასაყვანად,ბადრაგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად; ბ) სპეციალური საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად; გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარული ღონისძიებათა განსახორციელებლად; დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის; ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის; ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო- სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად; ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; თ) სახელმწიფო უშიშროების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად; ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის; (27.03.2012. N5963) კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება 1. საჰაერო ხომალდები სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად. 2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც შეტანილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. 3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო და საპოლიციო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში. (27.12.2013 N 1900) 4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული. თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.