„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“. 1 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 10 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი 1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესს კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. 3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები;“. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებსა და სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურში ირიცხებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ამ კანონით დადგენილი წესით.“. 5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა, და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.“. 6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი და, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები);“. 7. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს თავდაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;“. 8. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ.ე“ ქვეპუნქტი: „ბ.ბ.ე) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებიდან, რომელთა ხელისუფლების სპეციალური თანახმადაც დანიშნულების იქმნება აღმასრულებელი დაწესებულება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ემატება ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული დებულებები სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის ნაწილში. კერძოდ: • სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად; • განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი. • • • სამხედრო აღრიცხვას არ დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები; განისაზღვრა ვალდებულება - სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნები, სხვა კომპეტენტური სამინისტროების მოთხოვნებთან ერთად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსის გავლის საკითხები მოწესრიგდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები 1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. 11. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ( 13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 5 1 . საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად. 3. ამოღებულია (04.10.2013. N1445 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) 1 3 . წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 32. წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 4. წვევამდელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში. 1 მუხლი 10 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი 1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. პოლიციაში ჩარიცხულ წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება. მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე 1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლებული; ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა; გ) სამხედრო სამსახურში მყოფი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები; ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი; ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული; ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე. მუხლი 20. გაწვევის საფუძველი 1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები. 2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი. მუხლი 24. გამწვევი კომისია 1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამგებელი. 2. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი; გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები); დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე. მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია 1. ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება, მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმავე დადგენილებით ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და განისაზღვრება მისი შემადგენლობა. 11. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სამხედროსამედიცინო ექსპერტიზის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს თავდაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები; დ) კომისიის მდივანი. მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებებია: ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურების სამხედრო მომსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობები: ა.ა) რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა: ა.ა.ა)საჯარისო (სახმელეთო, საჰაერო) სამხედრო წოდებები: რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი; ა.ა.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი; ა.ბ) უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა: ა.ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი; ა.ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი; ა.გ) უფროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა: ა.გ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი; ა.გ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი; ა.დ) მთავარი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა: ა.დ.ა) საჯარისო სამხედრო წოდება – მთავარი სერჟანტი; ა.დ.ბ)საზღვაო ძალების წოდება – მთავარი მიჩმანი; ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა: ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანლეიტენანტი; გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობები: გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცეპოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; გ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი; გ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; გ.დ)უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი. 2. პირველადი სამხედრო წოდება ენიჭებათ: ა) რიგითის წოდება: ა.ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს; ბ) ლეიტენანტის წოდება: ბ.ა) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ.ბ) პირს, რომელმაც გაიარა: ბ.ბ.ა) სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამა, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; ბ.ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის შესაბამისი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ.ბ.გ)ოფიცრის შესაბამისი კურსი, სტუდენტად ყოფნის პერიოდში, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ბ.ბ.დ) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება. 3. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა (გარდა ამ მუხლის თანახმად მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევისა) გავიდა; ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება. 4. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები: ა) რიგითიდან (საზღვაო რიგითიდან) I კლასის რიგითამდე (I კლასის საზღვაო რიგითამდე) – 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) კაპრალამდე ან კაპრალსპეციალისტამდე (საზღვაო კაპრალამდე ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტამდე) – 2 წელი; გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან (საზღვაო კაპრალიდან ან საზღვაო კაპრალსპეციალისტიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 2 წელი; დ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 2 წელი; ე) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 3 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 5 წელი; ზ) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი; კ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი; (23.12.2011 N 5598) ლ) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი; (23.12.2011 N 5598) მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (II რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (I რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი. 5. უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით დგინდება, რომ: ა) სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის შეიძლება ვადამდე მიენიჭოს; ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით შეიძლება მიენიჭოს უფრო მაღალი სამხედრო წოდება (მათ შორის, საფეხურის გამოტოვებით) იმ თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც იგი დაინიშნება საერთაშორისო მისიაში. წოდების დროებით მინიჭებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 7. სამხედრო მოსამსახურეს: ა) უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო წოდებას (გარდა პოლკოვნიკისა) ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გაუთვალისწინებელ სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი; დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო წოდებებს სხვა სახელმწიფო უწყებაში ანიჭებს ამ უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 8. სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს შეიარაღებულ გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით. ძალებში