„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/03/2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017637) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტებიდან, რომელთა თანახმადაც, იქმნება ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობაში განისაზღვრება კიდევ ერთი მუდმივი წევრი. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და საერთაშორისო ორგანი- რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 22. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. 2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. 3. საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 4. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა თანამდებობის პირები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე.