„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისი კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/337/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1) ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;“. 2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანაში უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რჩევის მისაღებად; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარებისათვის;“. 3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, ასევე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2 კვირის ვადაში აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოში დანაშაულის ჩადენის შესახებ; გ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის საბუთებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე; დ) განცხადებას სასაზღვრო ან საპატრულო პოლიციის ტერიტორიული ორგანოების ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს არარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლის ან იმ პირის გაძევების პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტებიდან, რომელთა თანახმადაც იქმნება ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტებთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნვეყლოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, კანონის მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლს, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებსა და 25-ე მუხლში მოცემულ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანი- ზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 23. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები 1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი არიან შემდეგი ორგანოები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; (13.12.2013. N1784 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 2. დაუშვებელია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები ამ კანონის ან ამ კანონით განსაზღვრული სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების აღსრულებისას ინფორმაციის გაცვლის მიზნით დაუკავშირდნენ თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლებას. მუხლი 24. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არის ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო: ა) ახორციელებს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის რეგისტრაციას; ადგენს მონაცემთა ბაზას და სისტემატურად განაახლებს ინფორმაციას; ბ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ამავე კანონით დადგენილი წესით; გ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე რჩევის მისაღებად; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარებისათვის; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის საქმეზე, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით; ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ, მასზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების მიზნით; (25.05.2012 N 6317) ზ) თავშესაფრის მაძიებლისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან; თ) გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესახებ; ი) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს ეხმარება თავისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებაში. მუხლი 25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, ასევე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლ ის , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ისმხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2 კვირის ვადაში აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოში დანაშაულის ჩადენის შესახებ; გ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის საბუთებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე; დ) განცხადებას სასაზღვრო ან საპატრულო პოლიციის ტერიტორიული ორგანოების ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს არარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლის ან იმ პირის გაძევების პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.