გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210018002365091 (N2/322-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელეები - ალ--------------–--ე, ირ---–----------ი
წარმომადგენელი - კახ------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,და------------------------ია''
წარმომადგენლები - ზვი----------–---–ი, თა-----------–--ე, სა-------------–--ლი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ,,და------------------------იას'' დირექტორის 2018 წლის 20 თებერვლის N015 ბრძანება - ირ---–----------ისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,და------------------------იას'' დირექტორის 2018 წლის 28 თებერვლის Nკ-061ა ბრძანება ირ---–----------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე;
1.2. აღდგენილ იქნეს ირ---–----------ი შპს ,,და------------------------იაში'' ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე;
1.3. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,და------------------------იას'' მოსარჩელის ირ---–----------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 01 მარტიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე - ხელზე ასაღები).
2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს ,,და------------------------იას'' დირექტორის 2018 წლის 20 თებერვლის N016 ბრძანება - ალ--------------–--ისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე;
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,და------------------------იას'' დირექტორის 2018 წლის 28 თებერვლის Nკ-060ა ბრძანება ალ--------------–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე;
2.2. აღდგენილ იქნეს ალ--------------–--ე შპს ,,და------------------------იაში'' ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე;
2.3. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,და------------------------იას'' მოსარჩელის ალიკო სიხარლის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 01 მარტიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე - ხელზე ასაღები).
სარჩელის საფუძვლები
სარჩელის თანახმად, ირ---–----------ს და ალ--------------–--ეს შპს ,,და------------------------ია''-ში ეკავათ ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობა (ირ---–----------ს - 01.02.2014 წლიდან, ალ--------------–--ეს - 01.10.2014 წლიდან), მათ მოვალეობაში შედიოდა ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში შპს ,,და------------------------იას“ საკუთრებაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების ტექნიკური მომსახურება, მათი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენდა 500 ლარს (ხელზე ასაღები). 2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელეებს ჩაბარდათ შპს ,,და------------------------იას'' დირექტორის 2018 წლის 20 თებერვლის N15 და N16 ბრძანებები, რომლის თანახმად სრულიად უსაფუძვლოდ გამოეცხადათ საყვედური ინკასაციის პროცედურის დარღვევისათვის.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 12 მარტს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს შპს ,,და------------------------იას'' და მოითხოვეს წერილობით დასაბუთება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. 2018 წლის 12 მარტის Nგ-22 და Nგ-23 მოპასუხე ორგანიზაციის წერილების თანახმად, მოსარჩლეთა გათავისუფლება მოხდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ'' და ,,თ'' პუნქტების და შრომითი ხელშეკრულების დანართი ,,ზ''-ს საფუძველზე.
მოსარჩელეები მიუთითებენ მასზედ, რომ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა სრულიად უსაფუძვლოდ, მათთვის გაურკვეველია თუ რას ედავება დამსაქმებელი, არანაირი განმარტება საყვედურის გამოცხადებასა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ გადასცემიათ, ასევე არ გადასცემიათ შრომის ხელშეკრულებები და დანართი ,,ზ''-ს შინაარსი მათთვის უცნობი იყო. ასევე, არ მოუთხოვიათ მათთვის არანარი ახსნა-განმარტება დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებამდე, მიზანმიმართულად მოხდა მათი შევიწროება გასხვავებულ პირობებში ჩაყენება, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ხელოვნურად გათავისუფლებისათვის წინასამართლებრივი პირობების შექმნა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიუთითა მასზედ, რომ მისი მარწუნებლები ალ--------------–--ე და ირ---–----------ი არ იცნობდნენ არანაირ შინაგანაწესს ან/და სამსახურეობრივ ინსტრუქციას, რომელიც უკავშირდებოდა მათ განსახორციელებელ საქმიანობას, ასევე გაცნობილი არა აქვთ დარღვევებისა და საყვედურის გამოცხადების შესახებ დოკუმენტაცია, რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებას მათთვის არ არის გადაცემული მეორე ეგზემპლიარი დედნის სახით, ასლებზე კი გაურკვეველია ხელმოწერები და ძნელია მათი ნამდვილობის გარკვევა, შესაბამისად ეჭვქვეშ იქნა დაყენებული შესაგებელზე თანდართულ მტკიცებულებებზე მოსარჩელეთა მხრიდან ხელმოწერის ნამდვილობის ფატი.
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს.
შესაგებლის საფუძვლები:
2.2. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ დასაქმებულებმა ჩაიდინეს ქმედება, რომელიც უნდა დაკვალიფიცირდეს სამსახურებრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევად, რაც თავის მხრივ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტის გამოყენებით, პირის სამსახურიდან დათხოვნის ლეგიტიმურ წინაპირობას ქმნის.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბრძანებების ბათილად ცნობაზე არაპერსპექტიულია და ვერ დაკმაყოფილდება; ასევე ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების შესახებ.
შესაგებლის თანახმად, ირ---–----------სა და შპს ,,და------------------------იას'' შორის 2013 წლის 07 დეკემბერს გაფორმდა გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება, ერთი წლის ვადით, ხოლო 2014 წლის 07 თებერვალს ირ---–----------თან გაფორმდა ძირითადი შრომითი ხელშეკრულება 12 თვის ვადით, რომელიც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდა უვადოდ. ირ---–----------ი მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა შრომით ხელშეკრულებაზე თანდართული ,,სამსახურებრივი ვალდებულებებით და შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობანი. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს, რაც მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 თებერვლის N015 ბრძანებით ირ---–----------ს გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ, ინკასაციის პროცედურის დარღვევისათვის, იმავე დღეს გადაეცა აღნიშნული ბრძანება, მაგრამ უარი განაცხადა ბრძანების გაცნობის ხელმოწერით დადასტურებაზე. გარდა აღნიშნულისა, ირ---–----------ს 2017 წლის 15 დეკემბერს N128 ბრძანებით, ასევე გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, საერთო ჯამში ირ---–----------ს ერთი წლის განმავლობაში 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით მიღებული აქვს ორი საყვედური ინკასაციის პროცედურის დარღვევისათვის.
2014 წლის 15 სექტემბერს ალ--------------–--ესა და შპს ,,და------------------------იას'' შორის გაფორმდა გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება ერთი თვის ვადით, ხოლო 2014 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა ძირითადი შრომითი ხელშეკრულება 12 თვის ვადით, რომელიც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდა უვადოდ. ალ--------------–--ე მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა შრომით ხელშეკრულებაზე თანდართული ,,სამსახურეობრივი ვალდებულებებით და შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობანი. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს, რაც მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
შესაგებლის თანახმად, 2018 წლის 20 თებერვლის N016 ბრძანებით ალ--------------–--ეს გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ, ინკასაციის პროცედურის დარღვევისათვის, რაც იმავე დღეს გადაეცა, მაგრამ უარი განაცხადა ბრძანების გაცნობის ხელმოწერით დადასტურებაზე. გარდა აღნიშნულისა ალ--------------–--ეს 2017 წლის 15 დეკემბერს N129 ბრძანებით გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ, ინკასაციის პროცედურის დარღვევა. ალ--------------–--ეს, ასევე 2017 წლის 25 აპრილს N055 ბრძანებით გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ ინკასაციის რისკის ქვეშ დაყენებისათვის. საერთო ჯამში ალ--------------–--ეს ერთი წლის განმავლობაში მიღებული აქვს სამი საყვედური 2017 წლის 25 აპრილიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. შპს ,,და------------------------იას'' მიერ მოსარჩელეებისათვის მათი ინტერესების გათვალისწინებით, შეთავაზებული იქნა შრომითი ხელშეკრულების ურთიერთ შეთანხმებით შეწყვეტა, რაზეც მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 28 თებერვლის Nკ-061ა და Nკ-060ა ბრძანებით შპს ,,და------------------------იას'' ტექნიკოს-ინკასატორებს ირ---–----------სა და ალ--------------–--ეს შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 01 მარტიდან, საქართველის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
მოპასუხის წარმომადგენლი მიუთითებს მასზედ, რომ არასწორია მოსარჩელეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათი გათავისუფლება მოხდა ზეპირად და არ განემარტათ გათავისუფლების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ირ---–----------ი და ალ--------------–--ე იჩენდნენ სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, კერძოდ დანაკლისები ჰქონდათ ინკასაციის პერიოდში, არ ემორჩილებოდნენ კოორდინატორის დავალებებს და მოქმედებდნენ თვითნებურად. ტერმინალში განთავსებულ სეიფში დატოვეს გასაღები, ასევე არ გააკეთეს მითითებულ დროს ინკასაცია იმ მიზეზით, რომ თითქოს ტერმინალის კარს ჰქონდა პრობლემა, თუმცა ამ პერიოდში მონიტორინგში დაფიქსირდა კასეტის (ტერმინალის შიგნით განთავსებული მოწყობილობა, სადაც თანხაა მოთავსებული) ამოღების ფაქტი.
ასევე მოპასუხის წარმომადგენლი მიუთითებს, რომ ირ---–----------ისა და ალ--------------–--ის მიერ არაერთხელ უხეშად არის დარღვეული სამსახურებრივი ვალდებულებები და შრომის შინაგანაწესი. საყურადღებოა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, ინკასაცია დაკავშირებულია დიდი მოცულობით ნაღდი ფულის ადმინისტრირებასთან. შესაბამისად, ნებისმიერი თვითნებური ქმედება და არაკვალიფიციურობა დიდი საფრთხის შემცველია შპს ,,და------------------------იასათვის''. სამსახურეობრივი ვალდებულებების და შინაგანაწესის 2.9 პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია გააკეთოს მისთვის დაქვემდებარებული ყველა ტერმინალის ინკასირება, ასევე 3.8. პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორს არა აქვს უფლება თავისი ინიციატივით მივიდეს ტერმინალთან, 3.11. პუნქტის თანახმად კი ვალდებულია შეასრულოს კოორდინატორის დავალება, ხოლო დავალების შესრულებისას მომენტალურად დაურეკოს კოორდინატორს, 5.1. პუნქტის თანახმად ტექნიკოს-ინკასატორი ანგარიშვალდებულია კოორდინატორის და უსაფრთხოების მიმართ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე - ირ---–----------ი 2013 წლის 07 დეკემბრიდან დასაქმებული იყო შპს ,,და------------------------იაში'' ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით ოდენობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 07 დეკემბრის ბრძანება N03/04-123ა (იხ. ტომი II, ს.ფ. 41);
- 2013 წლის 07 დეკემბრის, გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 42-46);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. 2014 წლის 07 თებერვალს შპს ,,და------------------------იასა'' მოსარჩელე - ირ---–----------ს შორის გაფორმდა ძირითადი შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ---–----------ი დაინიშნა ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე 12 თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კვლავ შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით ოდენობა), სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 07 თებერვლის შრომითი ხელშეკრულება (იხ.ტომი II, ს.ფ. 52-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.3. მოსარჩელე - ალ--------------–--ე 2014 წლის 15 სექტემბრიდან დასაქმებული იყო შპს ,,და------------------------იაში'' ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ერთი თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით ოდენობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 15 სექტემბრის ბრძანება N1/09/288ა (იხ. ტომი II, ს.ფ. 62);
- 2014 წლის 15 სექტებრსი შრომითი ხელშეკრულება (იხ. ტომი II, ს.ფ. 63-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.4. 2014 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,და------------------------იასა'' მოსარჩელე - ალ--------------–--ეს შორის გაფორმდა ძირითადი შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ალ--------------–--ე დაინიშნა ტექნიკოს-ინკასატორის თანამდებობაზე 12 თვის ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კვლავ შეადგენდა 625 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით ოდენობა), სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 15 ოქტომბერს შრომითი ხელშეკრულება (იხ. ტომი II, ს.ფ. 75-79);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის N128 ბრძანებით მოსარჩელე ირ---–----------ს გამოეცხადა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა), აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 15 დეკემბრის N128 ბრძანება (იხ. ტომი II, ს.ფ. -85);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.2. 2018 წლის 20 თებერვლის N015 ბრძანებით მოსარჩელე ირ---–----------ს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 20 თებერვლის N015 ბრძანება (იხ.ტომი II, ს.ფ. 83);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.3. 2017 წლის 25 აპრილს N055 ბრძანებით მოსარჩელე ალ--------------–--ეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის რისკის ქვეშ დაყენება). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2017 წლის 25 აპრილის N055 ბრძანება (იხ.ტომი II, ს.ფ. 89);
3.2.4. 2017 წლის 15 დეკემბერს N129 ბრძანებით მოსარჩელე ალ--------------–--ეს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა). აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2017 წლის 15 დეკემბრის N129 ბრძანება (იხ. ტომი II, ს.ფ. 88);
3.2.5. 2018 წლის 20 თებერვლის N016 ბრძანებით მოსარჩელე ალ--------------–--ეს გამოეცხადა საყვედური სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის (ინკასაციის პროცედურების დარღვევა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2018 წლის 20 თებერვლის N016 ბრძანება (იხ. ტომი II, ს.ფ. 86);
3.2.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელეებს ირ---–----------სა და ალ--------------–--ეს გასაცნობად გადაეცა 20.02.2018 წლის ბრძანებები სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე, თუმცა მათ უარი განაცხადა ბრძანების გაცნობის ხელმოწერით დადასტურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 20 თებერვლის ოქმი (იხ. ტომი II, ს.ფ. 84);
- 2018 წლის 20 თებერვლის ოქმი (იხ. ტომი II, ს.ფ. 87);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს Nკ-061ა ბრძანებით ირ---–----------ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 01 მარტიდან და გათავისფულდა შპს ,,და------------------------იაში'' ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციიდან, საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ,,ზ“ დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 28 თებერვლის Nკ-061ა ბრძანება (იხ. ტომი II, ს.ფ. 90);
-2018 წლის 12 მარტის წერილი Nგ-022 (იხ. ტომი I, ს.ფ. 250)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.8. 2018 წლის 28 თებერვალს Nკ-060ა ბრძანებით მოსარჩელე ალ--------------–--ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 01 მარტიდან და გათავისფულდა შპს ,,და------------------------იაში'' ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციიდან. საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ,,ზ“ დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 28 თებერვლის Nკ-060ა ბრძანება (ტომი II, ს.ფ. 91);
-2018 წლის 12 მარტის წერილი Nგ-023 (იხ. ტომი I, ს.ფ. 249)
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.9. 2018 წლის 17 სექტემბრის N--------- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ალიკო სიხარულის სახელით ხელმოწერები შემდეგ დოკუმენტებზე:15.09.2014 წლის სამსახურებრივ ვალდებულებებზე და შინაგანაწესის ყველა გვერდზე ქვედა მარჯვენა მხარეს (იხ. ტომი II, ს.ფ.236-238), 15.10.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, დანართი Nა-15102101433001070722, გრაფაში: ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II, ს.ფ.244), 15.04.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების დანართზე Nზ-მატერიალური პასუხისმგებლობის პირობები N1510201433001070722, გრაფაში ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II, ს.ფ.246), 15.10.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების დამატებით პირობებზე N15102201433001070722-001 გრაფაში ,,დასაქმებული“ (იხ. ტომი II, ს.ფ. 247) ,,დასაქმებულის ხელმოწერა'' შესრულებულია ალ--------------–--ის მიერ, ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების თაობაზე და ზემოაღნიშულ დოკუმენტებზე თითქოს ალიკო სიხაურულის ხელმოწერა არ არის.
ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ მხოლოდ სამსახურეობრივ ვალდებულებებზე და შინაგანაწესზე 07.02.14-ის თარიღით (ს.ფ.213-215), შესრულებული ხელმოწერა ირ---–----------ის მიერ არ ეკუთვნის ირ---–----------ს.
თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ხელმოწერები ირ---–----------ის სახელით განლაგებული: - 07.12.2013 წელს გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დანართზე Nბ თანამდებობრივი ინსტრუქციის გაცნობის დადასტურება - 2013120733001063705, გრაფაში: ,,დასაქმებული''(იხ. ტომი II, ს.ფ.210), 07.12.13 წლის გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დანართზე Nვ-დასაქმების შეზღუდვა - 2013120733001063705, გრაფაში ,,დასაქმებული'' (იხ. ტომი II ს.ფ.211) და 07.12.13 წლის გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დამატებით პირობებზე N1-2013120733001063705-001 გრაფებში: ,,დასაქმებული'', (იხ. ტომი II ს.ფ.212), ,,დასაქმებულის ხელმოწერა'' შესრულებულია ირ---–----------ის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ 07.02.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების 2.8 პუნქტის მიხედვით, „თანამდებობრივი ინსტრუქცია არის დოკუმენტი, რომელშიც, ასეთის არსებობისას მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები და რომლის გაცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის შრომით ხელშეკრულებას „ბ“ დანართის სახით.“ დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების დანართ „ბ“-ზე ხელმოწერები შესრულებულია ირ---–----------ის მიერ. აღნიშნულ დანართზე ხელმოწერით დასაქმებულმა დაადასტურა, რომ დასაქმებული სრულად გაეცნო თანამდებობრივ ინსტრუქციას, რომელშიც მითითებულია დასაქმებულის თანამდებობრივი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. ამდენად დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მითითება მასზედ, რომ თითქოს არ იცნობდა მათ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 17 სექტემბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი II, ს.ფ.298-306);
- 07.12.2013 წლის ხელშეკრულeბა (იხ. ტომი II, ს.ფ. 42 -46);
- ხელშეკრულების დანართი ,,ბ“ (იხ. ტომი II, ს.ფ. 57);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.10. სამსახურეობრივი ვალდებულებებით და შინაგანაწესის 1.1 პუნქტის დადგენილია, რომ ერთ საინკასაციო ჯგუფში შედის ერთი ინასატორი და ერთი მძოლი-ინკასატორი, ყველა მათგანი თანაბრად არის პასუხისმგებელი მათზე დაკისრებულ მოვალეობებზე, 2.1. პუნქტის თანახმად, საინკასაციო ჯგუფი დღის განმავლობაში მიდის მის მიერ ხელმოწერილ სიაში არსებულ ყველა ტერმინალთან, წინასწარ განსაზღვრული რიგითობით, 2.7. პუნქტის კი ითვალისწინებს ტექნიკოს-ინკასატორის ვალდებულებას მასზედ, რომ თანხის ამოღების შემდეგ კარგად დაათვალიეროს ტერმინალი, ხომ არ არის არასწორად შეცურებული კუპიურა ან ჩაგდებული მონეტა, რომელიც კასეტაში არ მოთავსდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღმოჩენილი კუპიურა/მონეტა მოათავსოსო ტერმინალის შეაბამის ქისაში; 2.9. პუნქტი კი ითვალისწინებს ტექნიკოს-ინკასატორის ვალდებულებას გააკეთოს სიაში არსებული ყველა ტერმინალის ინკასაცია, მიუხედავ იმისა გამორთულია ის თუ ჩართული, ხოლო 2.11 პუნქტით, თუ ტექნიკოს-ინკასატორმა რაიმე მიზეზით ვერ გააკეთა ტერმინალის ინკასირება მან მაშინვე უნდა დაურეკოს კოორდინატორს და უსაფრთხოებას და აცნობოს მიზეზი. 2.16 პუნტით კი საინკასაციო ჯგუფი ვალდებულია ტერმინლებიდან ამოღებული თანხა მიიტანოს საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრში და ჩააბაროს მიმღებს. 3.8. პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორს არა აქვს უფლება თვისი ინიციატივით მივიდეს ტერმინალთან, 3.11. პუნქტის თანახმად კი ვალდებულია შეასრულოს კოორდინატორის დავალება, ხოლო დავალების შესრულებისას მომენტალურად დაურეკოს კოორდინატორს, 4.1. პუნქტის მიხედვით ტექნიკოს-ინსკასატორი „პასუხისმგებელია გასაღებზე, საინკასაციო თანხაზე და ტერმინალის ნაწილებზე“. 1. პუნქტის თანახმად კი ტექნიკოს-ინკასატორი ანგარიშვალდებულია კოორდინატორის და უსაფრთხოების მიმართ.
2014 წლის 15 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულების დანართი Nზ - მატერიალური პასუხისმგებლობის პირობების მე-5 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების უხეში დარღვევა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 07 დეკემბრისა და 2014 წლის 15 სექტემბრის სამსახურებრივი ვალდებულებები და შინაგანაწესი -(იხ ტომი II, ს.ფ. 49-50, 236-237);
- შრომითი ხელშეკრულების დანართი Nზ - მატერიალური პასუხისმგებლობის პირობები (იხ ტომი II, ს.ფ. 60, ს.ფ. 82);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.11. სასამართლო ვერ გაიზარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობდა დისციპლინური პასუხისმგებლოს დაკირების საფუძველი, რადგანაც მათთვის უცნობი იყო გათავისუფლების მიზეზი, მისი განმარტებით მტკიცებულებები რაც წარმოდგენილია მოპასუხის მიერ ვერ ადასტურებს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ, 2018 წლის 23 თებერვლის ტექნიკურ-საინკაციო დეპარტამენტის უფროსის მიხეილ ვახანიას მიერ შპს ,,და------------------------იას“ ბუღალტრისა და დირექტორისადმი გაგზავნილი ელექტრონული წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს უნდა შეჩერებოდათ საწვავის თანხის ჩარიცხვა და ხელფასიდან დაკავებოდათ მონეტების დანაკლისი ჯამში 77 ლარი არ შეესაბამება სიმართლეს, ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ სასამრთლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ირ---–----------მა დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ იგი კარგად იცნობდა მის უფლება-მოვალეობებს, მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ინკასატორად, მის მეწყვილესთან ალ--------------–--ესთან ერთად თანხა გამოჰქონათ ტერმინალებიდან და შეჰქონდათ ბანკის სალაროში, წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ასევე დაადასტურა, რომ თანხის ჩაბარების დროს დანაკლისებს ჰქონდა ადგილი 10 - 20 ლარის ოდენობით, მისი განმარტებით დადასტურდა მოსარჩელეთა ბოლო ხელფასზე 77 ლარის დაკლების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.02.2018 წლის ელექტრონული წერილი (იხ.ტ II, ს.ფ. 95);
- 2018 წლის 07 ნოემბრის სხდომის ოქმი (იხ.ტ II);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2.12. სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას, მასზედ რომ ირ---–----------ი და ალ--------------–--ე იჩენდნენ სამსახურეობრივი მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, ჰქონდათ დანაკლისები ინკასაციის პერიოდში, რაც თავად მოსარჩელის მიერ იქნა დადასტურებული, არ ემორჩილებოდნენ კოორდინატორის დავალებებს, რომ ოზურგეთში იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალში განთავსებულ სეიფში დატოვეს გასაღები და აღნიშნული ტერმინალის გაინკასირება არ მოახდინეს იმ მიზეზით, რომ თითქოს მოსარჩლეთა განმარტებით ტერმინალის კარს ჰქონდა პრობლემა, რაც არ იქნა დადასტურებული, ამასთან სადავო პერიოდში მონიტორინგში დაფიქსირდა კასეტის (ტერმინალის შიგნით განთავსებული მოწყობილობა, სადაც თანხაა მოთავსებული) ამოღების ფაქტი.
სასამართლოს განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით: კერძოდ, 2018 წლის 19 თებერვლის ტექნიკურ-საინკაციო დეპარტამენტის უფროსის მიხეილ ვახანიას მიერ კადრების უფროს - ნინო ჩუბინიძესა და შპს ,,და------------------------იას“ დირექტორისადმი გაგზავნილი ელექტრონული წერილით, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს უნდა გამოცხადებოდათ საყვედური, უზიზეზოდ ინკასირების გრაფიკის დარღვევისათვის, ასევე, ოზუგეთის იუსტიციაში განთავსებულ ტერმინალზე სეიფის გასაღების შიგნით დატოვებისათვის, N1---- ტერმინალის არ გაინკასირების მიზეზად მოსარჩელეები კარების გაუმართაობას ასახელებდნენ, სინამდვილეში კი ტერმინალის კარს შეფერხება არ ჰქონია.
ასევე აღსანიშნავია 2018 წლის 18 მაისის ცნობით, TMS ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული მონაცემების შესახებ, რომელიც აღნიშნავს ტერმინალში დაფიქსირებულ მოვლენებს, კერძოდ ფულის მიმღები მოწყობილობიდან კასეტის ამოღება/ჩადების ფაქტებს, დადასტურდა გარემოება, რომ იმ დროს როდესაც თითქოს ტერმინალი არ ინკასირდებოდა კარის პრობლემის გამო, ბაზაში არსებული მონაცემებით, რაც სერვერზე არის ასახული - 2018 წლის 19 იანვირიდან 31 იანვრამდე, N1---- ტერმინალზე ადგილი ჰქონდა ტერმინალის გაღებისა და კასეტის ამოღების ფაქტს, თუმცა თანხის ბანკის სალაროში შეტანას დროის ამ მონაკვეთში ადგილი არ ჰქონია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.02.2018 წლის ელექტრონული წერილი (იხ.ტ II, ს.ფ.94);
- 18.05.2018 წლის ცნობა (იხ.ტ II, ს.ფ. 95);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.2.13. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მიხეილ ვახანიას ჩვენების თანახმად, (შპს ,,და------------------------იას'' ტექნიკურ-სანისაკაციო დეპარტამენტის უფროსი), დადასტურებულ იქნა გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეების გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ქ. ოზურგეთში იუსტიციის სახლში მდებარე, ტერმინალის ინკასაციის პროცედურის დარღვევა, კერძოდ, მოსარჩელთა მხრიდან ინფორმაცია ტერმინალის გარე კარის პრობლემის შესახებ მიწოდებულ იქნა მხოლოდ მათი მიმართვის საფუძველზე, მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიავლინა აჭარაში მყოფი ტექნიკური ჯგუფი (მიხეილ ბესარაშვილი და სტეფანე ბალახაშვილი) მათთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად დადასტურდა ტერმინალის გარე კარის პრობლემის არ არსებობის ფაქტი, რომ ჩვეულებირავად მოხდა ტერმინლაის გარე კარის გასაღებით გაღება, ამასთან აცნობეს შიდა სეიფში გასაღების ტერმინალში ჩატოვების შესახებ, რაც დიდ ფინანსურ საფრთხეს წარმოადგენს კომპანიისათვის, შესაბამისად მისთვის ცნობილი გახდა, რომ არგუმნეტი, რომელსაც ასახელებდნენ მოსარჩლეები N 1---- ტერმინალის არ გაინკარირების პრობლემასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. ამდენად, ვინაიდან, გაუჩნდა ეჭვი ტერმინალზე არასწორი ინკასაციის თაობაზე, კოორდინატორს მეშვეობით მოსარჩლეებს დაევალთ იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალის გაინკასირება მოეხდინათ მეორე დღეს დილის საათებში და თანხა ჩაებარებინათ ბანკში, მიუხედვად ამისა თანხა ბანკის საცვაში დაახლოებით ორის ნახევარზე ჩააბარეს, ამასთან შეუსაბამობა აღმოჩნდა თანხის ოდენობაში, კერძოდ ექვსი ცალი 50 ლარიანი იყო ზედმეტი. შესაბამისად, რეალურად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხდებოდა ტერმინალის სხვა შემთხვევბშიც გაღება და მოსარჩელეთა მიერ თანხის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება და გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნება, რაც დადასტურდა კიდეც 2018 წლის 18 მაისის ცნობით, TMS ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული მონაცემებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე მიხეილ ვახანიას ჩვენება (იხ. სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.2.14. მოწმედ დაკითხულმა დათა მაშავამ (კორდინატორის, მოსარჩლეების უშალო ხემძღვანელი), განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიმართ, როგორც საყვედურის გამოცხადებას, ასევე მათ გათავისუფლებას საფუძვლად უდევს ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იუსტიციის სახლში მდებარე ტერმინალის გაინკასირების ვადის დარღვევსათან მიმართებაში, მოსარჩლეთა მხრიდან მიზეზად დასახელებულ იქნა ტერმინალის გარე კარის დაზიანება, რაც არ დადასტურდა ტექნიკური ჯგუფის მიერ გადამოწმების შედეგად, ამასთან მათ მიერ გამოვლენილ იქნა სეიფის გასაღების ტერმინალში დატოვების ფაქტი, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს კომპანიისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე დათა მაშავას ჩვენება (იხ. სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.2.15. სასამართლო ვერ გაიზაირებს ირ---–----------ის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს გათავისუფლების საფუძველი გახდა არა რომელიმე კონკრტეული სამართლადარღვევა, არამედ კოორდინატორ - დათა მაშავასთან პირადი უთანხმოება და კონფლიქტი, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში რ არის წარმოდგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (მსჯელობას აღნიშნული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის ადგილზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართლის წყაროებს შორის და ასევე მისი სხვადასხვა რეგულაციების თაობას ქვემოთ შემოგთავაზებთ). აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
განსახილველ სამართალურთიერთობაში ვიცით, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და ,,თ”ქვეპუნქტები.
საქარველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგენილ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი. ამ მიმართებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის ჩანაწერზე მასზედ, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით, შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ.
ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი, არამედ ამავე კოდექსის 37-ე მუხლის ისტორიული ახსნა-განმარტებიდანაც. ამ მიმართებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებდა შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი შრომის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი აღარ არის. 2013 წლის 12 ივნისიდან იმისათვის, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს, აუცილებელია, რომ დარღვევა „უხეშ“ ხასიათს ატარებდეს. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირობებში.
სადავო ბრძანებაში, ცალსახადაა მითითებული, რომ შრომითი ურთიერთობა წყდება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით.
იმ ფაქტს რომ მოსარჩელეებმა უხეშად დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებები სასამართლო იზიარებს შემდეგ გარემოებათ გამო:
დამსაქმებელი, ამ შემთხვევაში შპს ,,და------------------------ია'' მოწოდებულია, რომ მისი დასახული მიზნები მიღწეულ იქნეს კვალიფიციურად. ამისათვის კი, გასაგებია, რომ მას სჭირდება კვალიფიციური დასაქმებულები. ამავე დროს, ნებისმიერი დამსაქმებლის ლეგიტიმური ინტერესია, რომ მისმა თანამშრომლებმა - დასაქმებულებმა კვალიფიციურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობანი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული შრომითი სამსახურეობრივი ვალდებულებების შესაბამისად, კერძოდ 2.9 პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორი ვალდებულია გააკეთოს მისთვის დაქვემდებარებული ყველა ტერმინალის ინკასირება, ასევე 3.8. პუნქტის თანახმად, ტექნიკოს-ინკასატორს არა აქვს უფლება თავისი ინიციატივით მივიდეს ტერმინალთან, 3.11. პუნქტის თანახმად კი ვალდებულია შეასრულოს კოორდინატორის დავალება, ხოლო დავალების შესრულებისას მომენტალურად დაურეკოს კოორდინატორს, 5.1. პუნქტის თანახმად ტექნიკოს-ინკასატორი ანგარიშვალდებულია კოორდინატორის და უსაფრთხოების მიმართ.
დადგენილია, რომ შპს „და------------------------იას“ ტექნიკურ-საინკასაციო დეპარტამენტის უფროსისა და თანამშრომელს შორის არსებული მიმოწერიდან და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ალ--------------–--ემ და ირ---–----------მა თვითნებურად და უმიზეზოდ დაარღვიეს ინკასაციის გრაფიკი. მოსარჩელეების განმარტებით, ინკასაციის განრიგის დარღვევა გამოიწვია კარის საკეტის გაუმართაობამ, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ტერმინალის კარს პრობლემა არ ჰქონია. შესაბამისად, უხეშად დაირღვა შინაგანაწესის 4.1 პუნქტი.
აღნიშნულის ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს, მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩლეები უფლებამოსილებებს არ ასრულებდნენ მათ მიმართ არსებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, რაც გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დასტურდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 და მე-8 მუხლები, ასევე მე-14 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; CASE OF COPLAND v. THE UK; CASE OF BARBULESCU v. ROMANIA; VASE OF SIDABRAS AND DZIAUTAS v. LITHUANIA; CASE OF A. VOLKOV v. UKRAINE; საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 54-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე , 361-ე მუხლებით.
5.2. სამართლის ირიბი (შემეცნების) წყაროები
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო დაადასტურებს შრომის უფლების (განსაკუთრებით ამ უფლების დაცვის) მაღალ საკაცობრიო მნიშვნელობას და განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ უნდა იქნას განხილული გარკვეულ გადახვევად, ან უფრო დაბალი სტანდარტის დადგენად ამ მნიშვნელოვანი უფლების დაცვის მოცემულობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კვლავ გააკეთებს გარკვეულ მიმოხილვას ამ უფლების არსისა და მისი დაცვის გარანტიების შემქმნელი საერთაშორისო თუ შიდა სამართლის წყაროების შესახებ:
მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
უპირველესად აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“; მაგალითად საქმეში PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ესპანეთის ეროვნული სასამართლოს უარი აღადგინოს დათხოვნილი პირი დაკავებულ თანამდებობაზე, სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა შეიძლება რომ გახდეს (თუმცა, ამ კონკრეტულ საქმეში ასეთი დარღვევა არ დადგინდა).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლებას აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; საქმეში A. VOLKOV v. UKRAINE (რომელიც ეხებოდა საჯარო მოსამსახურის - მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნას), სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ “პირადი ცხოვრება, გულისხმობს პირის უფლებას განავითაროს მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები სხვა ინდივიდებთან”. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში COPLAND v.THE UK, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულების (თვითონ არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში) შეუსრულებლობა, რადგანაც სახელმწიფომ გაუმართლებელი მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან დათხოვნაზე.
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე BARBULESCU v. ROMANIA, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ, ეროვნული სასამართლოების უარით სამსახურში აღდგენაზე, ვერ დაიცვა დასაქმებულის შრომითი უფლებები (და მაშასადამე დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი), მაშინ როდესაც ყოფილმა დამსაქმებელმა არასწორად დაითხოვა ის სამსახურიდან.
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება.
ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
ე.ი. ნათელია, რომ წინამდებარე საქმეშიც, ვინაიდან სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ის ერევა (სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეფასების გზით) პირის იმ უფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლით; ასეთი ჩარევა რომ გამართლებული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნითა და ასევე უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილია.
6.2. სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე (აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ პირდაპირი სამართლის წყაროდ წინამდებარე გადაწყვეტილება არ განიხილავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთ აქტებს, რომლებიც არ არის კანონიერ ძალაში საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში);
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. კონვენციისეული გონივრული პრინციპის ცნება, უმეტესწილად ეხება დასაქმებულის არასათანადო ქცევისა თუ არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე აუცილებელი საწარმოო საჭიროების გათვალისწინებით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრულობის საკითხს, თუმცა სასამართლოს აზრით, არც იმ საკითხის მოწესრიგება უნდა გასცდეს ე.წ. გონივრულობის პრინციპს, რომელიც ვადიანი თუ უვადო კონტრაქტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.
6.3. სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმაუნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით, რომლის პრეამბულაში გამოხატულია ქართველი ხალხის ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს, რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირიათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს; აქვე გათვალისწინებულია პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე სახდელდადებული პირის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს; ნიშანდობლივია, რომ ეს ნორმა არ აწესებს დარღვევის უხეში ხასიათის სტანდარტს. ამავე დროს, პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტი, მოიაზრებს სწორედ უხეში დარღვევის წინაპირობას ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.
სამართლის საერთაშორისო და ეროვნულ წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.
6.4. ზემოაღნიშნული მსჯელობა სასამართლომ წარმოადგინა ადამიანის შრომის უფლების დაცვის მაღალი მნიშვნელობის წარმოსაჩენად; თუმცა ეს მსჯელობა თავისთავად უშვებს, რომ საკმარისი და გონივრული გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი დიახაც რომ უფლებამოსილია მიიღოს დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილება ყოველგვარი წინასწარი ასე ვთქვათ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების გარეშე. აქვე, ვიდრე კვლავ ამ კონკრეტული საქმის გარემოებებზე გადავიდოდეთ, სასამართლო კვლავ ზოგად განმარტებას გააკეთებს იმის თაობაზე, რომ მართალია - შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროების (ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ მრავალი მათგანი) მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ჩვენი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ (რომლებიც, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები მოგებაზე ორიენტირებულნი არიან როგორც წესი და თავიანთ ფინანსურ მიზნებს ემსახურებიან) არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში (ან არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში) დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთმოვალეობათა საწინააღმდეგო განმარტება, უცილობლად შექმნიდა დამსაქმებელი სუბიექტებისათვის შრომის თავისუფალ ბაზარზე ოპერირებისათვის არახელსაყრელ გარემოს და (იმის გათვალისწინებით, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მოცულობის უდიდეს უმრავლესობას სწორედ კერძო ბიზნესი ქმნის) პირიქით - მოქალაქეთა შრომის პოტენციალის ათვისების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეოდა. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.
6.5. დავიყვანოთ ეს თეორიული მსჯელობა მოცემულ სამართალწარმოებაზე:
სასამართლომ, დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში, უკვე წარმოაჩინა მსჯელობა სამართალწარმოების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე და რათქმაუნდა ამჯერად აღარ მოახდენს მათ დეტალურ გამეორებას. სასამართლო მხოლოდ მოკლედ მიუთითებს შემდეგს:
შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება დასაქმებულის უმთავრესი მოვალეობაა და დასაქმებულიდან მომდინარე საფუძვლით ხელშეკრულების მოშლა შეიძლება განპირობებული იყოს დასაქმებულის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, ან მისი პიროვნებიდან მომდინარე სხვა საფუძვლით, ვალდებულების ერთჯერადი დარღვევა შეიძლება იყოს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი მხოლოდ მაშინ, თუ სახეზეა ისეთი დარღვევა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობას ობიექტურად გამორიცხავს.
თუ რა მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების ან/და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. ქმედების, როგორც დარღვევის ხარისხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს გადაცდომის სიმძიმის, სიხშირის გათვალისწინებით და მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მოთხოვნა კონკურენტულ ადამიანურ რესურსებზე სრულიად ბუნებრივია შრომითი ურთიერთობების დინამიურობისა და შრომით ბაზარზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით. სამეწარმეო გადაწყვეტილება, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას, მიღებას უკავშირდება, ექვემდებარება სასამართლოს სამართლებრივ კონტროლს, თუმცა, გასათვალისწინებელია, ასევე, საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების - თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების - ხელშეწყობა მოხდეს.
სასამართლოს ზემოაღნიშნული მიდგომის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს შპს „და------------------------იას“ საქმიანობაზე, მოსარჩელეების მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკაზე, რაც დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ადმინისტრირებაში ვლინდება, ასევე იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მითითებულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვებოდათ. დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საინაკსაციო ჯგუფს, ჯგუფს რომელშიც შედის ერთი ინკასატორი და ერთი მძღოლ-ინკასატორი. ინკასაცია თავის შინაარსით ეწოდება ტერმინალებიდან ნაღდი ფულის შეგროვებას და ამ ფულის ბანკის საცავში გადატანას. შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეების ვალდებულება იყო ნაღდი ფულის შეგროვება და მათი უსაფრთხოდ ტრანსპორტირება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც შპს „და------------------------იას“ ტექნიკურ-საინკასაციო დეპარტამენტის უფროსისა და თანამშრომელს შორის არსებული მიმოწერიდან, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ალ--------------–--ემ და ირ---–----------მა თვითნებურად და უმიზეზოდ დაარღვიეს ინკასაციის გრაფიკი. მოსარჩელეთა განმარტებით, ინკასაციის განრიგის დარღვევა ტერმინალის კარის საკეტის გაუმართაობით იყო გამოწვეული, რაც გადამოწმების შედეგად სინამდვილის შეუსაბამო აღმოჩნდა შესაბამისად, უხეშად დაირღვა შინაგანაწესის 4.1 პუნქტი. ასევე, დადგენილია, რომ ტერმინალის შიდა კარის გასაღები ჩატოვებული იყო თავად ტერმინალში, ასეთი ქმედების შედეგად კი ტერმინალის შიგთავსი ადვილად ხელმისაწვდომი იყო სხვა მესამე პირებისთვის, შედეგად დაირღვა ტერმინალის უსაფრთხოება და საფრთხის ქვეშ დადგა აპარატის დაცულობა. სამსახურეობრივი ვალდებულებებისა და შინაგანაწესის 2.11. პუნქტს, რომლის მიხედვითაც „თუ ტექნიკოს ინკასატორი რაიმე მიზეზით ვერ გააკეთებს ტერმინალის ინკასაციას, მან მაშინვე უნდა დაურეკოს კოორდინატორს და უსაფრთხოებას და აცნობოს მიზეზი, რასაც მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან მოსარჩელეტა მიერ დადასტურებულ იქნა თანხის სისტემურად დანაკლის ფაქტი.
ამდენად, ირ---–----------მა და ალ--------------–--ემ უხეშად დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულების და ზოგად-სამართლებრივი კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნები. კერძოდ, მათ არაერთგზის არსებითად არასწორი ახსნა-განმარტება მისცეს ხელმძღვანელობას (საკეტის გაუმარათაობასთან დაკავშირებით) და სცადეს შეცდომაში შეეყვანათ ისინი, რაც თავის მხრივ დამსაქმებლის სამსახურიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „დირექტ დებიტ ჯორჯიას“ წარმომადგენლების მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გამოიცა ბრძანება, რომელსაც ქრონოლოგიურად მოყვა კ-061ა და კ-060ა ბრძანებების გამოცემა, რომლის საფუძველზეც ირ---–----------ი და ალ--------------–--ე სამსახურიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისად, სადავო ბრძანება კანონიერია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება მისი სიმძიმის, სიხშირის თვალსაზრისით, წარმოადგენს იმგვარ გადაცდომას, რაც ამართლებდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (უხეში დარღვევა).
შსო-ს 1982 წლის N166 რეკომენდაციის (დასაქმების შეწყვეტის შესახებ) მე-8 მუხლი ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან არ შეიძლება შეწყდეს სამუშაოს არადამაკმაყოფილებელი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელს გაცემული აქვს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ რაც გასულია გასაუმჯობლესებლად აუცილებელი გონივრული ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების (ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლის) არსებობის დადასტურება, კერძოდ, დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განპირობებულია მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით.
საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულებთან - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ თეზას - „საკმარისად სერიოზული“ წინაპირობა. ექსპერტთა კომიტეტის მიერ განმარტებულ იქნა, რომ იმისათვის, რათა დასაქმებული სამსახურიდან დათხოვნა ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ასეთი დათხოვნის საფუძველი უნდა აღწევდეს სწორედ საკმარისად სერიოზულ დონეს. შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებული პრაქტიკაც (კონკრეტული მაგალითების მითითებები უკვე აქტუალობას მოკლებულია) ცალსახად მეტყველებს, რომ ხელშეკრულების უხეში დარღვევა საკმარის საფუძველს ქმნის მისი შეწყვეტისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ უფლებები და ვალდებულებები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი, არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები. სამოქალაქო საზოგადოება კი ურთიერთპასუხისმგებლობის მქონე პირთა ერთობაა (იხ. ლადო ჭანტურია - შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997 წ.). შესაბამისად, სამოქალაქო ნება, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის მიერ უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. წინამდებარე სამოქალაქო-სამართლებრივი ნება - სადავო გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს), მისი ბათილობის საფუძველს გამორიცხავს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გამართლებულად, მიზანშეწონილად და რაც მთავარია კანონიერად მიაჩნია სადავო გადაწყვეტლება; შესაბამისად მისი ბათილობის საკითხი ვერ დადგება.
მოსარჩელეთა მოთხოვნებს ასევე წარმოადგენს პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამდენად, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
6.6. სასამართლო, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელე ირალი მუჯირის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „და------------------------იას“ კოორდინატორის დათა მაშავას მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მიზანმიმართულად მოხდა მათი შევიწროება გასხვავებულ პირობებში ჩაყენება, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ხელოვნურად გათავისუფლებისათვის წინასამართლებრივი პირობების შექმნა. აღნიშნულით მოსარჩელეთა მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. მტკიცებით სამართალში არსებობს მტკიცების ე.წ ,,ნორმატიული" და ,,პრეზუმირებული" წყაროები. დისკრიმინაციის დავებთან დაკავშირებით მოქმედებს მტკიცების ,,ნორმატიული" წყარო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს თავად ადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდისს საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტებისწარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. აღნიშნულ მსჯელობას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, უფრო მეტიც, მისი განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად დაასახელა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეს სარჩელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე, ანუ იმ ეტაპამდე როდესაც ახალი ფაქტების მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს, დისკრიმინაციის ამსახველი ფაქტები არ დაუსახელებია, ასევე არ მიუთითებია გარემოებები არათანაბარი მოპყრობის, დაცული ნიშნისა, თუ კომპარატორის თაობაზე. ასეთ პირობებში კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იკვლიოს დისკრიმინაციის ფაქტი და ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა დააფუძნოს ფაქტს, რომელიც საქმეში ასახული არ არის. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტების დასახელების გზით წარმოიშობა მტკიცების ტვირთის იმგვარად განაწილების ვალდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობის დასაბუთების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე სასამართლოს დისკრიმინაციის შემადგენლობის ამსახველ ფაქტებს მიაწვდის და აღნიშნული გარემოებების დადასტურებას მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებების წარდგენის გზით შეეცდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმეში არ არსებობდა დისკრიმინაციის ფაქტების ამსახველი გარემოებებზე მითითება, შესაბამისად, სასამართლო ხელშეკრულების შეწყვეტის დისკრიმინაციულ მოტივებზე მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმის გზით ვერ იმსჯელებდა. აღნიშნული სცილდება შეჯიბრებითობის პრინციპსა და საპროცესო -სამართლებრივად მხარეთა თანაბარი მოპყრობის მაღალ ღირებულებას.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მისი დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალ--------------–--ეს და ირ---–----------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
2. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე