„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს
მოსამართლეთა/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა;“.
2. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურატურის
საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა
შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.“.
3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეთა ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონის
პროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ,,პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი,
მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის
შესაბამისად,
ტერმინი
„პროკურატურის
მუშაკი“
ჩანაცვლებულია
ტერმინით
„პროკურატურის“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების
ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ
ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC)
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი
1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან
ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი .
[ გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ
დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება
თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის
ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით
განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
4. პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ,
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3თვიანი თეორიული ნაწილის გავლა.
მუხლი 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა
1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლების მქონე ნებისმიერ პირს.
2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს
და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით.
4. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის
დარგებში.
5. საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:
ა) საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
გ) ადმინისტრაციული სამართალი;
დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
ე) სისხლის სამართალი;
ვ) სისხლის სამართლის პროცესი;
ზ) სამოქალაქო სამართალი;
თ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.
6. სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ
საგნებში:
ა) საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
გ) ადმინისტრაციული სამართალი;
დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
ე) სამოქალაქო სამართალი;
ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.
7. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ
საგნებში:
ა) საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
გ) ადმინისტრაციული სამართალი;
დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
ე) სისხლის სამართალი;
ვ) სისხლის სამართლის პროცესი.
7 1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია
საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით
განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს.
8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურატურის
მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა,
საადვოკატო
საქმიანობა
შესაბამის
დარგში
განახორციელოს.
საკონსტიტუციო
სამართალწარმოებასა
და
ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში
ადვოკატად
მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.
9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
10. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს
(სერტიფიკატს).
11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
(სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი აღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის
განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.
მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება
1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა
ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის
ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა
ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი;
გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს
სპეციალიზაციის მიხედვით.
2 1 . ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში.
2 2 . ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან
გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის
წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.
3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია:
ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეთა ან/და პროკურატურის მუშაკთა შესაბამისი
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ
გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან
პროკურორად;
გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 213 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.
31 . (ამოღებულია - 04.05.2018, №2266).
4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე
შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების
საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის.