„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (https://matsne.gov.ge, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019074, გამოქვეყნების თარიღი 09/08/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე-3 მუხლის 321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე3 მუხლის 321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლები ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-36 მუხლების ახალი რედაქციის ამოქმედების ვადად ნაცვლად 2019 წლის პირველი იანვრისა განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე-3 მუხლის 321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე3 მუხლის 321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.