„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საქართველოს პროკურატურა.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა
და საქართველოს პროკურატურის სისტემების სპეციალური წოდებები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და
საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი,
I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი,
იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი
სახელმწიფო მრჩეველი“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონის
პროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს
კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პროკურატურა ყალიბდება დამოუკიდებელ
უწყებად და აღარ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. შესაბამისად, ,,სახელმწიფო სპეციალური
წოდებების
შესახებ“
გათვალისწინებულ
საქართველოს
იმ
სახელმწიფო
კანონის
პირველი
მუხლის
დაწესებულებების
მე-2
პუნქტით
ჩამონათვალს,
რომელთა
მოსამსახურეებისთვისაც დაწესებულია სპეციალური წოდებები, ცალკე ქვეპუნქტად ემატება
საქართველოს პროკურატურა.
საქართველოს
პროკურატურა
დამოუკიდებლად
მოიხსენიება
აგრეთვე
აგრეთვე
,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
სათაურში (საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სისტემების სპეციალური წოდებები) და პირველ პუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების
ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ
ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC)
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების
(შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და
ჩამორთმევის წესს.
2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების
მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ზ ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652);
თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ
მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო
მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სისტემების სპეციალური წოდებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი , III კლასის იურისტი , II კლასის
იურისტი , I კლასის იურისტი ;
ბ ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი , იუსტიციის მრჩეველი ,
იუსტიციის უფროსი მრჩეველი ;
გ ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი , იუსტიციის მთავარი
სახელმწიფო მრჩეველი .
2. (ამოღებულია).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის
სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა ) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი , უმცროსი სერჟანტი , სერჟანტი , უფროსი
სერჟანტი , ზემდეგი ;
ბ ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი , ლეიტენანტი ,უფროსი
ლეიტენანტი , კაპიტანი ;
გ ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი , ვიცე - პოლკოვნიკი , პოლკოვნიკი .
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის
სამმართველოში მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „ იუსტიციის “.
5. (ამოღებულია).