„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს;“.
2. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას
პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2
პუნქტით
განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის,
პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის:
ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –
სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;
ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;
გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –
სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.“;
ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის „ა“, „ი“ ან „კ“
(მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის თანამშრომელს
კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ
4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შესაბამისი კომპენსაციის 80%.
4. ამ მუხლში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ
ვრცელდება საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ შრომის
არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „ფ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით.“.
3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
პერიოდში
პროკურატურის
თანამშრომლის
გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის
მიღწევამდე,
იმ
კომპენსაციის
75%-ის
ოდენობით,
რომელსაც
პროკურატურის
თანამშრომელი
დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის
მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი
უთანაბრდება 20 წელს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონის
პროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
საქართველოს
კონსტიტუციასთან
და
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
,,სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში, მე-9 მუხლის პირველი, მე3 და მე-4 პუნქტებში და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში, საქართველოს კონსტიტუციისა და
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად,
ტერმინი ,,მთავარი პროკურორი“ ჩანაცვლებულია ტერმინით „გენერალური პროკურორი“,
„პროკურატურის
მუშაკი“
,,პროკურატურის
შესახებ“
ჩანაცვლებულია
საქართველოს
„პროკურატურის
კანონი
და
ამ
თანამშრომლით“,
კანონის
საფუძველზე
ჩამოყალიბებული მითითებითი ნორმები - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით და შესაბამისი მითითებითი ნორმებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების
ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ
ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC)
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის
პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის
საფუძვლებია:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება
აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
დ1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ;
ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან,
საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში
დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;
ე 1) (ამოღებულია - 07.12.2017, №1714);
ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;
თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
კ) მეცნიერებს;
ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო
საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების
გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ნ)
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების
დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს;
ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9
აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით და „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55 3 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად
გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების
შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
მუხლი 9. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთა კომპენსაციის გაანგარიშება
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20
წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის
ოდენობა არის:
ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;
ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;
გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას
დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის,
სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და
სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო
დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.
3. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20
წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის
ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.
4. ამ მუხლში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ
ვრცელდება საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ შრომის
არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება
შეუწყდათ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „ბ“ ან „პ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.