„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნას შემდეგი
ცვლილება:
1. მე-10 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების
მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა)
შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები
დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
შესაბამისი
ინფორმაციის
ანალიზის
შედეგად
დასაბუთებული
ვარაუდის
გაჩენის
შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან
ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი
ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური
პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს;“.
2. 103 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო
გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის
განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის
გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების
(ოპერაციის),
აგრეთვე
ამ
გარიგებასთან
(ოპერაციასთან)
ან/და
მასში
მონაწილე
პირებთან
დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ
შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს
ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ
დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური
პროკურატურის,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამისი
სამსახურების
ან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ
შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ
პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების
გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს
მონიტორინგის განმახორციელებელ პირს.“.
3. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო –
უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების საქართველოს გენერალური
პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
შესაბამისი
სამსახურებისთვის
გადაცემის
ან
მონიტორინგის
განმახორციელებელი პირისათვის წერილობითი ან ზეპირი მითითების ამ კანონის 103 მუხლით
განსაზღვრული წესით მიცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული
მატერიალური ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონის
პროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 103
მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები და მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი ,,,მთავარი პროკურატურა“
ჩანაცვლებულია ტერმინით ,,გენერალური პროკურატურა“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების
ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ
ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC)
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ
უფლებამოსილებებს.
11. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია
და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
12. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში
წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, საბჭოებსა და ორგანიზაციებში.
1 3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის
გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო
ხაზინაში. ამასთანავე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
14. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განხორციელებული საქმიანობის
ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
15. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს
მთავრობის წინაშე.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო
ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების
ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი
მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის
განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ
ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების
შესახებ.
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს:
ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა
დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში,
მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი
ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალები ან ასლები), მათ შორის,
კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგების (ოპერაციის), მათ შორის, საბანკო ანგარიშის, ან
გარიგების (ოპერაციის) დადების ან შესრულების მცდელობის და მისი მონაწილე პირების
შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კანონით მისთვის
დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის;
გ) ამ კანონის შესრულების მიზნით
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
გამოსცეს
დ)
მონაწილეობა
მიიღოს
ეკონომიკური
სფეროს
მარეგულირებელ
და
მის
უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების
შემუშავებასა და განხილვაში;
ე ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს
ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან
დაწესებულებიდან , აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან , რომელიც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო - სამართლებრივ
უფლებამოსილებებს ;
ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების მოთხოვნით,
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება
გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ
გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესაბამის სამსახურებს.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია:
ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და
ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება;
ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ
გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის
დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან
პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და
თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის
სამსახურებს;
გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს
შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის
მიღწევას.
6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ,
საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს
მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს
უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება
(მოპოვება).
7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან და
ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე,
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 103. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების
(ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების
შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის
განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის
გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების
(ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან
დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ
შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი
პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის
განმახორციელებელ პირს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების
გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის
განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. ამ
ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში,
მონიტორინგის განმახორციელებელი პირი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას.
ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურს
საქართველოს
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და
განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ
შესრულების უზრუნველსაყოფად.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის
განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
წესით მიღების მომენტიდან.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამავე
მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ
დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი
პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ
შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ
პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების
გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს
მონიტორინგის განმახორციელებელ პირს.
6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2
პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული)
შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ
მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს.
7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია:
ა) უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი
მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპით მისცეს მონიტორინგის განმახორციელებელ
პირს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება;
ბ) საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას მიმართოს უცხო ქვეყნის შესაბამის
უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თხოვნით.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების,
საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე
განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების
მონაწილე პირს ან სხვა პირს, რომ, ამ კანონით განსაზღვრული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე,
გარიგების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს გადაეცა ან/და ხორციელდება ამ კანონის 10 3
მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო ორგანოები,
სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები (როგორც
განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლები) ვალდებული არიან,
უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს
პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ
პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც
განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ ეკისრებათ
პასუხისმგებლობა (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციულსამართლებრივი) თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი
მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი
ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი
პირების, საზედამხედველო ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის
პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი
წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის
შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს
ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი – შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური,
მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ორგანო ან სამართალდამცავი
ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.
6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, მათ
ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც
შეიძლება მიადგეს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი
ინფორმაციისა და მასალების სათანადო ორგანოებისთვის გადაცემის ან/და ამ კანონის 10 3 მუხლით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად.
7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ამ კანონით გათვალისწინებული
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისას დაუშვებელია მონიტორინგის
განმახორციელებელი პირების თანამშრომელთა ვინაობის გამჟღავნება.
8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო – უსაფუძვლო ეჭვის
საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი
სამსახურებისთვის გადაცემის ან მონიტორინგის განმახორციელებელი პირისათვის წერილობითი ან
ზეპირი მითითების ამ კანონის 10 3 მუხლით განსაზღვრული წესით მიცემის შედეგად ფიზიკური და
იურიდიული პირებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურდება საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან,
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.