„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. საპროკურორო ზედამხედველობა სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, მიერ საქმიანობის განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“. 2. 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 49ე მუხლი და 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინები ,,მთავარი პროკურორი“ და „მთავარი პროკურატურა“ ჩანაცვლებულია ტერმინებით ,,გენერალური პროკურორი“ და „გენერალური პროკურატურა“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 49. საპროკურორო ზედამხედველობა სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, მიერ საქმიანობის განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები. მუხლი 50. მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი 1. მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია. 2.სამსახურის გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია. დაუშვებელია სამსახურის გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამსახურის გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე, აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. 4. სამსახურის გენერალური ინსპექცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავლენს სამსახურში მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას; ბ) აკონტროლებს სამსახურში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) ადგენს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობ მიზეზებს და ახორციელებს ღონისძიებებს მათი თავიდან აცილებისთვის, ავლენს სამსახურში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებულ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღმოჩენილი ხარვეზების და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად; დ) ასრულებს სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.