„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა,
სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
გამონაკლის
შემთხვევაში
პირობითი
მსჯავრი
შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული
უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.
2. 73-ე მუხლის:
ა) მე-10 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე
წესით
დაენიშნება
მას
სასჯელი
გაუფრთხილებლობითი
დანაშაულის
ჩადენისათვის,
თუ
სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო
შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ
პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“;
ბ) მე-12 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და უნიშნავს
მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება
მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს
შინაპატიმრობას. გამონაკლის შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ
მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად
საპროცესო
შეთანხმების
დადებისას,
რომელიც
გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.
შეთანხმებული
უნდა
იყოს
საქართველოს
3. 731 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის
საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება
ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება
აქვს,
სასამართლოს
მიმართოს
შუამდგომლობით
მსჯავრდებულის
სასჯელის
გადახედვის
თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონის
პროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს
კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 73-ე მუხლის მე-10
ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-12 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, 731 მუხლის პირველი ნაწილი
ყალიბდება ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი ,,,მთავარი პროკურორი“
ჩანაცვლებულია ტერმინით ,,გენერალური პროკურორი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების
ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ
ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC)
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 67. პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება
1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ
ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის
გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა
და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს
გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და
ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
11. (ამოღებულია - 01.06.2017, №944).
2. სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ
მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს (არა უმეტეს
ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა.
3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ
ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ
ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი
და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული
ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს
სასამართლო.
5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა,
სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული
უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის
დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი
სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს
დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს
მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის
არანაკლებ ერთი მესამედი.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია
მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა,
გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული
მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე
მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული
მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების
ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
31. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს
შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს
სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის
471 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული
მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა
ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება
შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი
მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით
ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის
72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;
ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ
სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი
სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
5. (ამოღებულია - 12.06.2016, №3714).
6. ამ მუხლის მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად
მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.
7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის
თხუთმეტი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ
სასჯელის მოხდის გაგრძელება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის,
მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის
ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა
და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების
აღკვეთა შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით,
ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – იმავე ვადით, ამ კოდექსის 62-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.
8. თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით
დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი
ვადის დინება იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომის ან შინაპატიმრობის მოხდის მომენტიდან.
9. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს
ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო .
10. თუ ამ მუხლის მე-3 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომის მოხდისას:
ა) განზრახ თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან თუ სხვა მიზეზით
სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს
წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და
აღსრულდეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის,
თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის
შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI
თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს
საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის
განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას,
ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
12. თუ ამ მუხლის 3 1 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა შინაპატიმრობის
მოხდისას:
ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან თუ სხვა
მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის
ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს შინაპატიმრობა და აღსრულდეს სასჯელის
სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, შინაპატიმრობის გაუქმების ან ძალაში
დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და უნიშნავს
მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით
დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ
სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას. გამონაკლის შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც
შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის
განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა შინაპატიმრობის სახით, ჩაითვლება
თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე –
თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 731. სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის
გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის
საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება
ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს,
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.
2.
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში
სასამართლო
იღებს
შესაბამის
გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის ან
მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.
3. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 1441 , 144
2
და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.