„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი „მთავარი პროკურორი“ ჩანაცვლებულია ტერმინით „გენერალური პროკურორი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 15. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა 1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით. 2. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ: ა) გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ან მასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოსაძიებლად; ბ) არსებობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორისტული საქმიანობის რეალური რისკი; გ) საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე ან უახლოეს მომავალში მკაფიოდ იდენტიფიცირებადი საფრთხე; დ) გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული დანაშაულის გამოძიება (კერძოდ, პასუხისმგებელ პირთა დადგენა) ან/და პრევენცია მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებითაა შესაძლებელი. 4. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ ფაქტებისა და რისკების დასადასტურებლად. 5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. 6. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაგრძელების დასაბუთებას (შესაბამისი საფუძვლისა და ინფორმაციის/მტკიცებულებების მითითებით); შენახვის ვადის კონკრეტული ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ფარგლებს (ამ მონაცემების კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად); გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ვადას. 7. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამოწმებს შესაბამისი მოთხოვნის პროპორციულობას, ანუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება შუამდგომლობაში მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნები. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები არ ადასტურებს შესაბამის მოთხოვნას, შუამდგომლობა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან შუამდგომლობის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები შესრულებული არ არის, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. დაუშვებელია აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა, იმავე საფუძვლით წარდგენა, თუ მოსამართლემ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის ვადის შუამდგომლობაში მოთხოვნილი ან უფრო მცირე ვადით გაგრძელების შესახებ. მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შუამდგომლობით განსაზღვრულ ან უფრო მცირე ფარგლებში შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ (ინფორმაციის კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად). 10. ამ მუხლით განსაზღვრული მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება ვრცელდება მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე და არ ეხება მოსაპოვებელ ინფორმაციას. 11. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსგან გამოთხოვა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლითა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით დადგენილი წესით. 12. სააგენტო ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას.