„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.“. 2. მე-6 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა. 4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით. ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით.“. 3. მე-7 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.“. 4. მე-8 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“. 5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-სასამსახურო საპროკურორო ზედამხედველობის დოკუმენტები უკლებლივ განხორციელებისას ან უნდა წარედგინოს პროკურორს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 6. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი ,,მთავარი პროკურორი“ ჩანაცვლებულია ტერმინით „გენერალური პროკურორი“, ხოლო ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონის საფუძველზე ჩამოყალიბებული მითითებითი ნორმები იცვლება ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისი მითითებითი ნორმებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები. 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები. მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში 1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. 2. პირს , რომელსაც მიაჩნია , რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა , შეუძლია ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში , პროკურორთან ან სასამართლოში . განხორციელებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება . 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა. 4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება , ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით . 4 1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში. 5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: ა) პირის გამოკითხვა; ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; გ) საკონტროლო შესყიდვა; დ) კონტროლირებადი მიწოდება; ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება); ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ; ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635); კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა. მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. [(ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის სიტყვებს ,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილე ბა № 1 /2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ.] 3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით; [ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI 1 თავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)] 3 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. 4. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635). 5. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635). 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით. 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით. 8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა; ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ზ) პატიმრობის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულსამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მუხლი 13. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები 1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან: ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება; ბ) შეასრულონ პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები; გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები; დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები; ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას. 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები. 3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა 1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები. 2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.