„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს პროკურატურას.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. 4. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები.“. 2. 61 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია საქართველოს პროკურატურის წინასწარი თხოვნის საფუძველზე შესაბამისმა უცხო სახელმწიფომ გამოსაძახებელ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს ავანსის სახით გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ აანაზღაურებს საქართველოს კომპეტენტური ორგანო.“. 4. 71 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საჭიროა საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით ამ პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით. 5. ამ მუხლის შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირი, მათ შორის, მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის შემთხვევაში, რჩება პატიმრობაში, თუ საქართველოს პროკურატურამ არ მოითხოვა მისი პატიმრობიდან განთავისუფლება.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.“. 6. მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით.“. 7. 91 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს დაზარალებულის აუდიო- მიმართოს ან მის ტერიტორიაზე ვიდეოსაშუალებების მყოფი გამოყენებით მოწმის, ექსპერტის ან გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.“. 8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას. 2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.“. 9. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პროკურატურა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების შემთხვევაში საქართველოს აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე.“; ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს პროკურატურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას. 6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს პროკურატურის მეშვეობით.“. 10. მე-12 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე, თუ: ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა; ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის; გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა; დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას. 4. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას. 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები. 7. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად.“. 11. 121 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლებამოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით).“. 12. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის.“. 13. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ მუხლის მიზნებისათვის თანხმობას შესაბამისი უცხო სახელმწიფოსაგან გამოითხოვს საქართველოს პროკურატურა.“. 14. 30-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.“. 15. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 31. დამატებითი ინფორმაცია თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილნი არიან ექსტრადიციის საკითხის განმხილველი შესაბამისი სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვონ აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია და დააწესონ მისი მიღების ვადა.“. 16. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით.“. 17. 34-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან საქართველოს პროკურატურა განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილნი არიან საჭიროების შემთხვევაში მიმართონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.“; გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,16. პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას საკითხებთან იღებს დაკავშირებით საქართველოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.“. 18. 341 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს უფლებამოსილინი არიან იუსტიციის უცხო სამინისტრო სახელმწიფოს და საქართველოს კომპეტენტური პროკურატურა ორგანოდან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია და დაადგინონ ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა.“. 19. 342 მუხლის: ა) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას. 6. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან პროკურატურა უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე პირის მიერ გამოხატული თანხმობის ან უარის თაობაზე.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.“. 20. 36-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.“; ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია. 5. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას. 6. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ.“. 21. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 37. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის პირობები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოში გადააგზავნოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია შესაბამისი დანაშაულის გამოძიებასთან ან პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით; ბ) პირი არ ექვემდებარება საქართველოში ექსტრადირებას მისი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის გამო; გ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას. დ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.“. 22. 38-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ინიციატორია პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი თხოვნით მიმართავს საქართველოს პროკურატურას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საქართველოს პროკურატურა სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით.“. 23. 39-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საქართველოს პროკურატურის ინფორმირების შემდეგ.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას; იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო: ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა; ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში; გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად; დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი; ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას.“. 24. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 40. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების გაგრძელება ბრალდებულის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების ან დადგენის შემთხვევაში თუ ბრალდებული, რომლის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დამოწმებული ასლებიც გადაიგზავნა უცხო სახელმწიფოში, შემდგომ დაკავებული ან დადგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გააგრძელებენ მის მიმართ სამართალწარმოებას. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს.“. 25. 42-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს პროკურატურა უგზავნის საქართველოს სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით.“; კომპეტენტურ ორგანოს მასზე ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.“. 26. 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრებებს მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის შესახებ.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები, 61, მე-7 მუხლის პირველი და მე5 პუნქტები, 71 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-8 მუხლი, მე-9 მუხლის პირველიმე-3 პუნქტები, 91 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტები, მე-10 და მე-11 მუხლის პირველი და მე-5მე-7 პუნქტები, მე-12 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტები, 121 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, 30-ე მუხლის მე-10 პუნქტი, 31-ე მუხლი, 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-10, მე-16 პუნქტები, 341 მუხლის მე-4 პუნქტი, 342 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-12 პუნქტები 36-ე მუხლის პირველი, მე-4-მე-6 პუნქტები, 37-ე მუხლი, 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 39-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-40 მუხლი, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი ,,მთავარი პროკურატურა“ ჩანაცვლებულია ტერმინით ,,გენერალური პროკურატურა“. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა ყალიბდება დამოუკიდებელ უწყებად და აღარ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, იმიჯნება ფუნქციები შემდეგნაირად პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინტერპოლის არხებით ძებნის გამოცხადება განეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას. ორგანული კანონით, აღნიშნული ფუნქცია რჩება პროკურატურის კომპეტენციაში. ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურ უწყებას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა, აღნიშნული ფუნქცია დელეგირებულია პროკურატურაზე. ორგანული კანონის რედაქციით, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე უფლებამოსილი ორგანო იქნება პროკურატურა. გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურატურა წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს ექსტრადიციის დასაშვებობის სტადიაზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ექსტრადიციის თაობაზე იღებს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან გააფორმოს იდივიდუალური შეთანხმება ექსტრადიციის საკითხზე. ორგანული კანონის რედაქციით, პროკურატურას კვლავ რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს დასაშვებობის სტადიაზე ექსტრადიციის საკითხის განხილვაში და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრი. ამასთან, ექსტრადიციის საკითხებზე ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოდ მიჩნეული იქნება როგორც იუსტიციის სამინისტრო, ასევე პროკურატურა. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით მხოლოდ პროკურატურა იქნება უფლებამოსილი უცხო სახელმწიფოში გააგზავნოს დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობები. დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნასთან დაკავშირებით კომპეტენტურ უწყებას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა ეს ფუნქცია დელეგირებულია პროკურატურაზე. წარმოდგენილი კანონის პროექტით მხოლოდ პროკურატურა იქნება უფლებამოსილი უცხო სახელმწიფოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით გააგზავნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და უზრუნველყოს უცხო სახელმწიფოთა მსგავსი თხოვნების საქართველოში აღსრულება. ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განაჩენთა აღსრულებაზე (მათ შორის ქონების ჩამორთმევაზე) კომპეტენტური უწყებაა იუსტიციის სამინისტრო, თუმცა, ეს ფუნქცია დელეგირებულია პროკურატურაზე. კანონის ცვლილების პროექტით კომპეტენტურ უწყებად დარჩება იუსტიციის სამინისტრო, გარდა ქონების ჩამორთმევის პროცედურებისა, რომელ შემთხვევაში კომპეტენტური უწყება იქნება პროკურატურა. ვ) სასჯელის მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის საკითხებზე კანონის მოქმედი რედაქციით, კომპეტენტური უწყებაა იუსტიციის სამინისტრო, თუმცა, ეს ფუნქცია დელეგირებულია პროკურატურაზე. ორგანული კანონის რედაქციით, კომპეტენტურ უწყებად დარჩება იუსტიციის სამინისტრო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა 1. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. 4. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები. 5. უცხო სახელმწიფოს მტკიცებულებას აქვს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით ტერიტორიაზე დადგენილი მოპოვებული წესით მოპოვებულ მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე. 7. დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც მითითებული შუამდგომლობაში. იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა. მუხლი 61. საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს უნდა დაერთოს წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ადრესატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ. 3. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირისთვის პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოძახების შესახებ უწყების ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 7. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აუნაზღაურდებათ ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან, ასევე ძირითადი სამუშაოდან მოცდენასთან. გამოძახებულ ექსპერტს დამატებით აუნაზღაურდება ყველა ის ხარჯი და გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საექსპერტო საქმიანობის განხორციელებასთან. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინასწარი თხოვნის საფუძველზე შესაბამისმა უცხო სახელმწიფომ გამოსაძახებელ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს ავანსის სახით გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ აანაზღაურებს საქართველოს კომპეტენტური ორგანო. 6. მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის მიმართ, რომელიც გამოძახებულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირი ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა იქნება გამოძახებული. 8. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე. არ შეიძლება ასევე აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის შეზღუდვა მათ მიერ მიცემული ჩვენების ან გაკეთებული დასკვნის გამო იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლისთვისაც იყვნენ ისინი გამოძახებული. 9. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ ბრალდებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე და არ იყო მითითებული გამოძახების შესახებ უწყებაში. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი 15 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი საქართველოში ყოფნის აუცილებლობა, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 71. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საჭიროა საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით ამ პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანისათვის აუცილებელია მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის წერილობითი თანხმობა ან მისი ასლი. 4. საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით. 5. ამ მუხლის შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირი, მათ შორის, მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის შემთხვევაში, რჩება პატიმრობაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ მოითხოვა მისი პატიმრობიდან განთავისუფლება. 6. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ. მუხლი 9. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით. 4. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, დაექვემდებარონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ შეზღუდვას მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. მუხლი 91. პირის დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები. 4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას; ბ) პირის უშუალოდ დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; გ) საჭიროების შემთხვევაში დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი. 5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება დაკითხვის დრო და ადგილი, დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ უცხო სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვას. დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის თხოვნით. 9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) იმ ორგანოსა და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან, დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით. 10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის თხოვნით. დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით. მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას. 2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 11. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე. 2. უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 4. საპროცესო კონსტიტუციური მოქმედებები, უფლებებისა რომლებიც და დაკავშირებულია თავისუფლებების პირის იძულებასთან შეზღუდვასთან, ტარდება, და მისი თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ. 5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას. 6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით. მუხლი 12. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ: ა) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; დ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს; ე) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ არის დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგად შესაძლოა დაირღვეს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი. 2. როდესაც სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვება ჩხრეკა, ამოღება ან ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შუამდგომლობა შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი პირობები: ა) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, დასჯადია როგორც კანონმდებლობით; შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს ბ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულია; გ) შუამდგომლობის შესრულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. 3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე, თუ: ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა; ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის; გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა; დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას.“; 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები. 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად. მუხლი 121. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო (სახელმწიფოებთან)გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით). მუხლი 14. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირება სახელმწიფოსთან 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის. 2. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადირების, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, ასევე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადირების მიზანშეწონილობას. 3. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. მუხლი 17. პირის მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემა 1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოდან ექსტრადირებული პირი გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გადაეცეს მესამე სახელმწიფოს. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის თანხმობას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისი უცხო სახელმწიფოსაგან გამოითხოვს მუხლი 30. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება 1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით. 2. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. 3. მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. 4. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 5 1. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. 5 2. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში არ გამოირიცხება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება. 6. ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა. მუხლი 31. დამატებითი ინფორმაცია თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ექსტრადიციის საკითხის განმხილველი შესაბამისი სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვოს აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია და დააწესოს მისი მიღების ვადა. მუხლი 33. გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა 1. თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. 2. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით. 3. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით. მუხლი 34. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი 1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით. 3. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას. 5. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს. 6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად. 8. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ. 9. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით. 10. ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 11. ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 12. ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე 5 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 13. თუ შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 14. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის სასამართლოს მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 41 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. 16. პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 36. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა 1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა. 3. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 4. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ. მუხლი 37. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის პირობები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოში გადააგზავნოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები პირის მიმართ შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების მიზნით, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია შესაბამისი დანაშაულის გამოძიებასთან ან პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებით; ბ) პირი არ ექვემდებარება საქართველოში ექსტრადირებას მისი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის გამო; გ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას. მუხლი 38. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის წესი 1. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ინიციატორია პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. 3. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) იმ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლიდან ამონაწერს, რომლითაც ქმედება ითვლება დანაშაულად, ასევე ამონაწერებს საქმეზე მნიშვნელობის მქონე სხვა საკანონმდებლო აქტებიდან; დ) ბრალდებულის არსებობის შემთხვევაში – მის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს. 4. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება ასევე ნივთიერი მტკიცებულებები. მუხლი 39. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ეფექტი საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე 1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების შემდეგ. 2. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები წყვეტენ სამართალწარმოებას გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით. 3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას; იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო: ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა; ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში; გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად; დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი; ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას. მუხლი 40. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების გაგრძელება ბრალდებულის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების ან დადგენის შემთხვევაში თუ ბრალდებული, რომლის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დამოწმებული ასლებიც გადაიგზავნა უცხო სახელმწიფოში, შემდგომ დაკავებული ან დადგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გააგრძელებენ მის მიმართ სამართალწარმოებას. აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს. მუხლი 42. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცედურები 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უგზავნის საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მასზე სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით. 2. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. 3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 43. ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იქნენ უცხო სახელმწიფოში, უფლება აქვთ, მოითხოვონ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანა. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის მოქალაქეც იგი არის. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ. 4. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემის ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 5. მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხების განხილვისათვის და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 6. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 7. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული/იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის სასამართლოს განაჩენის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველის, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. 8. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოიპოვებს შემდეგ დოკუმენტებს: ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს საბოლოო განაჩენის დამოწმებულ ასლს; ბ) დოკუმენტს სასამართლოს საბოლოო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; გ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შესახებ; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტს, რომლის საფუძველზედაც იქნა პირი მსჯავრდებული; ზ) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, – მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას გადაცემაზე (გადმოცემაზე), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას; თ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ი) მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრებებს მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის შესახებ. 9. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ: ა) იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას (გადმოცემას), ქმედება, რომლისთვისაც მსჯავრდებულია პირი, არ არის დანაშაული ან არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით; ბ) არ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევაში საქართველო და შესაბამისი უცხო სახელმწიფო შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოცემაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია; დ) მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე. 10. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) შესახებ განცხადება/შუამდგომლობა შეიძლება არ დაკმაყო-ფილდეს, თუ: ა) მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს; ბ) საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები გადატვირთულია; გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის მიღწეული არ არის სხვაგვარი შეთანხმება; დ) დაინტერესებულმა პირებმა უარი თქვეს მსჯავრდებულის გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე.