„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 480140000.05.001.017190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.“. 2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში, განმარტებულია სამართალდამცავი ორგანო და მისი ხელმძღვანელი, რომელსაც ემატება საქართველოს პროკურატურა, რომელიც, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და ჩამონათვალში მოხსენიებული არ არის. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ახალი რედაქციის შესაბამისად, თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე; ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი; ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი; ვ1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; პოლიციის/უსაფრთხოების თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი; ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა; კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მუხლი 21. თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი განხორციელებაზე, თუ: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. 2. თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.