„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) მე-15 მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პროკურატურა ყალიბდება დამოუკიდებელ უწყებად, აღარ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან, როგორც არარელევანტური, ამოიღება მე-15 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დათქმა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაუშვებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს პროკურატურის მუშაკის დანიშვნა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით 1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა , სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება . 2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე , რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს. 3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი . 4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუშვებელია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის მუშაკი. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით