„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი
ნომერი
#07-3/227/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს პროკურატურის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი „8. საქართველოს პროკურატურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.“. 3. მე-9 მუხლის მე-4-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების საქართველოს პროკურატურა/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამსახური/ საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/ საქართველოს პროკურატურის/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/ საქართველოს პროკურატურას/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს − დასკვნისათვის. 7. საქართველოს საქართველოს სამინისტროს/საქართველოს პროკურატურის/ საგანგებო სახელმწიფო სიტუაციების უსაფრთხოების სამსახურის/ სამსახურის წინადადებას მართვის სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის / დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/ საქართველოს პროკურატურის/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.“. 5. 32-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/ საქართველოს პროკურატურა/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვასა და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას. 3. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/ საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას ეხება.“. 6. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/ საქართველოს პროკურატურა/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს სამინისტროსაგან/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან/ საქართველოს პროკურატურისგან/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან მიღებულ წინადადებებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.“. 7. 341 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოურენოვან ავთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“. 8. 344 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.“. 9. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე თავის დასაბუთებულ წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წინადადება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/ საქართველოს პროკურატურის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, თვისობრივად ახალი საკანონმდებლო აქტის - ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის პროექტის მიზანია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, მე-9 მუხლის მე-4-მე-8 პუნქტები, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, 32-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები, 34-ე, 341 და 344 მუხლები, 35-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად, ტერმინი ,,მთავარი პროკურატურა“ ჩანაცვლებულია ტერმინით ,,გენერალური პროკურატურა“. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა ყალიბდება დამოუკიდებელ უწყებად და აღარ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენიჭება უფლებამოსილება უწყებათშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლების ვალდებულებაც გამომდიონარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირებბის შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტი; პროფესორები: გიორგი ღლონტი და მალხაზ ბაძაღუა; დარგის ექსპერტები: კახაბერ ურიადმყოფელი, სოფო ვერძეული (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი პროკურატურის სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რულსან პოღოსიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება: ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება; ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება; გ) საქართველოს სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 2. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება: ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს; ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) მოქალაქეობას; დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში); ე) (ამოღებულია); ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას; ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას; 3. საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი. 4. საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში. 6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე 1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. 2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით. 4. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს − დასკვნისათვის. 7. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ. 9. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 15. საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა 1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას. 2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეოპოლიტიკური შედეგების შესახებ. 3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოურ ენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ − თარგმნის ბიურო). 31 . თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა 1. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი იღებენ ზომებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვასა და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას. 3. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას ეხება. მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს სამინისტროსაგან/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან მიღებულ წინადადებებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 341. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოურენოვან ავთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს მთავრობამ ან საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს. 4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას უნდა დაერთოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი აუთენტური ტექსტი და მისი შესწორებული, ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანი. მუხლი 344. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მუხლი 35. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე 1. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე თავის დასაბუთებულ წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. თუ თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობა გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადების სახით საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადო საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 5. წინადადება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეოპოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსოეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.