„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1
წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების
ვადით გაიცემა D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი
ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების
წინაპირობაა, თუ ამავე კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.“.
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) D1 კატეგორიის − უცხოელზე, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე, რომელმაც
მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
შემთხვევებში ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირზე, რომელიც საქართველოში
ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება;“;
ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის
ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ სრულწლოვან პირებზე; საერთაშორისო
პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე;“;
გ) „დ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ვ“ ქვეპუნქტი:
„დ.ვ) D6 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
მიზნით
მომავალ
არასრულწლოვან
პირებზე;
საქართველოში
ავტორიზებულ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
მიზნით
მომავალ
არასრულწლოვან პირებზე სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი
არასრულწლოვანია,
მშობლებზე/კანონიერ
ამ
კატეგორიის
ვიზა
წარმომადგენლებზე
შეიძლება
და
გაიცეს,
აგრეთვე,
უცხოელის
არასრულწლოვან
და-ძმაზე
უცხოელის
სრულწლოვანების მიღწევამდე.“.
3. მე-9 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი
დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო
ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს
აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი
თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის
ვალდებულებისგან.
2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ
საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად
ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ სრულწლოვან პირებს, საერთაშორისო პროგრამების
ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის
გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით
დარჩენის შესაძლებლობას.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ
საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სწავლის მიზნით მომავალ არასრულწლოვან პირებს სრულწლოვანების მიღწევამდე და
საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით
მომავალ არასრულწლოვან პირებს სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ D6
კატეგორიის
საიმიგრაციო
ვიზის
მფლობელი
სასწავლებლად
მომავალი
უცხოელი
არასრულწლოვანია, D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება
აქვს, აგრეთვე არასრულწლოვანი უცხოელის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და მის
არასრულწლოვან და-ძმას ამ პირის სრულწლოვანების მიღწევამდე.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3, D5, D6 კატეგორიის
საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“;
დ) 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო
დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების
ხელშეკრულების საფუძველზე.
42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს
ვიზის
მოქმედების
ვადის
გასაგრძელებლად
სავიზო
განაცხადი
წარადგინა,
შესაბამისი
ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება
და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის
ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ
შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის
განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“.
4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს
შეუქმნის
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოებას
ან/და
საზოგადოებრივ
წესრიგს,
საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის,
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;“.
5. მე-15 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
სასწავლო
ბინადრობის
ნებართვა,
რომელიც
გაიცემა
საქართველოში
ავტორიზებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
სწავლის მიზნით სრულწლოვან პირზე. ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით
პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის, ასევე, სწავლის წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს მთავრობის
დადგენილებით;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან
შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა
გაიცემა აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის
მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 5 წლის
განმავლობაში. ასევე მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც დროებითი
ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ
ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და
დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის
პერიოდი;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი
ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე;“;
დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის
ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომით იმიგრანტზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის
უფლება და მის ოჯახის წევრებზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე
ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, მიღებული აქვს შრომითი საქმიანობის
უფლება და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და მის ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული
ტექნოლოგიების
სფეროში
მოქმედი
საერთაშორისო
კომპანიის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება და
მისი ოჯახის წევრებზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო
კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს
წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.
შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომითი იმიგრანტი, უცხოელი, რომელიც საქართველოში
რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრულ
საქმიანობას
ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების
დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
სფეროში
შრომითი
ან
ეკონომიკური
საქმიანობის
განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის
ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
შემთხვევებში ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირზე, რომელიც
საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი
მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების
მიერ საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
6. მე-16 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის
ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თითოეულ ჯერზე 1 წლით,
მაგრამ არაუმეტეს 5 წლის ვადისა. 5 წლის გასვლის შემდეგ, ქორწინების შენარჩუნების შემთხვევაში,
გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“, „დ1“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე
პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს
უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის
საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოკლევადიანი
ბინადრობის
ნებართვა,
იგი
თავისუფლდება
უძრავი
ნივთის
საბაზრო
ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“.
7. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების
ნამდვილობის შემოწმების წესი
1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის
მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში,
იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენელი.
2. კომისია უფლებამოსილია, ოჯახური კავშირებისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის
მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს ჩაუტაროს გასაუბრება, როგორც ცალ-ცალკე, ასევე
ერთობლივად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული არიან კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება,
წარუდგინონ
ოჯახური
კავშირის
ნამდვილობის
დამადასტურებელი
ყველა
შესაძლო
მტკიცებულება/დოკუმენტი, შესაბამისი მოთხოვნისას გამოცხადდნენ კომისიაში, საჭიროებისამებრ
კომისიას
მისცენ
შესაძლებლობა
გადაამოწმოს
დოკუმენტებში
აღნიშნული
ინფორმაცია
საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ კომისიის მოთხოვნის
შეუსრულებლობა, კომისიაში გამოცხადებაზე, საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან
თანამშრომლობაზე სხვაგვარი უარი წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
საფუძველს.
4. თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება
ფიქციურია, იგი შესაბამის საქმის მასალებს უგზავნის საგამოძიებო ორგანოს უცხოელის
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ასლი ეგზავნება საქართველოს
პროკურატურას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოძიების დაწყებისას, ბინადრობის
ნებართვის მისაღებად განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, აგრეთვე
ოჯახური კავშირებისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების
ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
8. მე-17 მუხლის:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31.
სააგენტოს/კომისიას
უფლება
აქვს,
საქართველოში
ბინადრობის
ნებართვის
გაცემის
საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია
მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის
გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო
დოკუმენტაციის
სრულად
წარდგენიდან
30
დღეს,
გარდა
ამ
მუხლის
71
პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის
მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებას სააგენტო განიხილავს 90
კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება
მიზანშეუწონელია;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც
საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;“;
ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული
განაჩენით
მსჯავრდებულია
საქართველოში
ნაკლებად
მძიმე
დანაშაულის
(თუ
ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა) ჩადენისთვის ან მის
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების
დასრულებამდე;“;
ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) მან არ შეასრულა ამ კანონის 161 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება,
მათ შორის, უარი განაცხადა საცხოვრებელ ადგილას კომისიის წარმომადგენლის დაშვებაზე, არ
გამოცხადდა კომისიაში ან სხვაგვარად არ თანამშრომლობს კომისიასთან;“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით
დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია
გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.
საქართველოში
ბინადრობის
გადაწყვეტილების
ნებართვის
საქართველოს
გაცემაზე
კანონმდებლობით
უარის
თქმის
დადგენილი
თაობაზე
წესით
სააგენტოს
სასამართლოში
გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და
უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“.
10. 201 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით განცხადების წარმდგენი უცხოელი ან ბინადრობის
ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს მობილური
ტელეფონის ნომრის ან/და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ
ინფორმაცია. არასრულწლოვანი უცხოელის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის
მოწოდების ვალდებულება ეკისრება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს.“.
11. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას,
რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ
უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
გ)
თუ
მას
საქართველოში
ყოფნის
სტუდენტის/სტუდენტის
სტატუსი
და
ვადის
სტატუსის
გასვლამდე
შეუჩერდა
შეჩერებიდან
გავიდა
პროფესიული
45
დღე
ან
შეწყვიტა/დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი D6 კატეგორიის ვიზა ან
საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც
სააგენტოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება წერილობით ან შესაბამისი
პროგრამის მეშვეობით;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) თუ იგი საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ
დააგროვებს სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების მესამედზე
მეტს, რის შესახებაც სააგენტოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება წერილობით ან
შესაბამისი პროგრამის მეშვეობით;
გ2) თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის შესაბამისად, მის მიერ
განხორციელებული საქმიანობა შეუძლებელს ხდის ამ კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლას ან/და შეუსაბამოა სასწავლო ბინადრობის გაცემის
პირობებთან/მიზანთან;“;
ა.გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) თუ მან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს მომართვის შესაბამისად, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების პირობები;
ო) თუ მან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს მომართვის შესაბამისად, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე
განახორციელა შრომითი საქმიანობა.“;
ბ) 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი:
„15. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოქმედების
ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს
ტერიტორიაზე 183 დღე ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ
ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო,
რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ
სამკურნალოდ ან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
არსებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. სასწავლო ბინადრობის
ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების
წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის თაობაზე
სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში
გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და
უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“.
12. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 – 213 მუხლები:
„მუხლი 211. სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები
1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
და „გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 23-ე მუხლის პირველი
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 54-ე მუხლის მე-10
პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 661 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს,
როდესაც:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა)
საქართველოს
თავდაცვისა
და
უსაფრთხოებისადმი
მტრულად
განწყობილი
ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების
უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ
ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან);
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი სხვაგვარად საფრთხეს უქმნის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ) თუ იგი სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
45-ე, 451, 116-ე, 1152, 166-ე, 1661, 150-ე−1503, 173-ე, 17316, 1741, 180-ე-1826 მუხლებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის;
ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია საქმის
განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო
საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვის ინტერესებს.
მუხლი 212. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან
დაკავშირებული, ასევე სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს
სასამართლოში
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მისი
ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიზის
გაცემაზე უარი არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში
(თანამდებობის პირთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10
კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შემდეგ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში.
3. უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის ან სარჩელზე უარის თქმის, ასევე
სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ
მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვის
შემთხვევაში, არ ფერხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს
მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან/და უცხოელის საქართველოდან
გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება.
მუხლი 213. უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის თაობაზე ცნობა
1. სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურების მისაღებად, გარდა სამედიცინო მომსახურებისა,
უცხოელს შეიძლება მოეთხოვოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის
წარმოდგენა, რომელსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში
შესაბამისი მომსახურების გამწევი პირი იღებს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე
გადაწყვეტილებას.
3. იმ სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურებათა, გარდა სამედიცინო მომსახურებისა, ჩამონათვალს,
რომელთა მიღებისათვის სავალდებულოა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ან საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობის წარდგენა,
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
13. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება
მიზანშეუწონელია;“.
14. 48-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
დასაბუთებული
მოთხოვნის
საფუძველზე
უცხოელს
საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე
ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. ამ კანონის 161
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
უცხოელს
გადაუვადდება
საქართველოდან გასვლის ვალდებულება 6 თვის ვადით, ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით,
სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა არაუმეტეს უცხოელის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან
გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან
გაძევების
საკითხის
განხილვას
გადაწყვეტილების აღსრულებას.“.
ან/და
უცხოელის
საქართველოდან
გაძევების
შესახებ
15. 51-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის
უფლების პირობები;
კ) მან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა შრომითი საქმიანობა.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ უცხოელი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და ამასთანავე, დაარღვია
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ან/და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები, მისი
საქართველოდან გაძევება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლებით, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
16. 511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 511. უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან
თანამშრომლობის ვალდებულება
1. უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი
საქართველოდან
გაძევების
შესახებ
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული
საქართველოს
ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ
გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის:
ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება;
ბ) მას წარუდგინოს თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა
ინფორმაცია,
რომლებიც
ეხება
საქართველოდან
მის
გაძევებასთან
დაკავშირებულ
სამართალწარმოებას;
გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის
მოსაპოვებლად;
დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო
ინფორმაციის შესაგროვებლად;
ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს მას მობილური ტელეფონის
ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი
(მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან
სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე
მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ცვლილების შესახებ;
ზ) შეასრულოს ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები;
თ)
დატოვოს
საქართველო
უფლებამოსილი
ორგანოს
გადაწყვეტილებით
განსაზღვრულ
საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში;
ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები;
კ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ
ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება ასევე
ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ
მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში
გასაჩივრების ან უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობის
სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში, სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე.“.
17. 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის
პირველი პუნქტის „გ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის
საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო.
2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე
საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოში განხილვის დაწყების
საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ
სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.“.
18. 532 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ან პოლიციის შესაბამისი
ტერიტორიული ორგანო იღებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან
იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ამ კანონის 51-ე
მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით,
ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს. 14
წლამდე
უცხოელისთვის
ფოტოსურათის
გადაღება,
მისი
თითების
ანაბეჭდებისა
და
ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის
გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღების,
მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების დროს გაითვალისწინება მისი
უფლებები და საუკეთესო ინტერესები.“.
19. 54-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უცხოელი ვალდებულია ჩააბაროს სამგზავრო
დოკუმენტი. უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა.“;
ბ) მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ხდება იმ უცხოელის მიმართ,
რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში
იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე;“;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული
გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად
საჩივრდება.“;
დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე
საფუძვლით
უცხოელის
საქართველოდან
გაძევებისას
იგი
საქართველოს
ნებაყოფლობით
დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ
ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.“.
20. 541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 541. უცხოელის მიმალვის საფრთხე
უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ:
ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში;
ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი
საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია
წარადგინა;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან
დამალა;
დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ;
ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული,
რომლისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
ვალდებულება;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან
მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ
აღნიშნული
ვალდებულების
შეუსრულებლობას
ასკვნის
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით;
თ) იგი საქართველოში შემოვიდა მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა;
ი) მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში იმყოფება
კანონიერი საფუძვლის გარეშე;
კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული
საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს;
ლ) იგი არ ცხადდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის
მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას;
მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის
საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს;
ნ) მას არ აქვს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან იგი საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ აწვდის ან არასწორად უთითებს
საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას ან სხვა
საკონტაქტო ინფორმაციას;
ო) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების ან საქართველოდან გაძევების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და
სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ;
პ) მან არ შეასრულა ამ კანონის 471 მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის
ვალდებულება.“.
21. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის
საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის IX და X
თავების, აგრეთვე ამავე კანონის 643 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი
გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ამავე კანონის 561 მუხლით დადგენილი
წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით
სარგებლობა უცხოელისთვის არ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში
ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის
ვალდებულების გადავადების საფუძველს.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით
დატოვების
ვადის
შემცირებასთან
ან/და
უცხოელის
საქართველოდან
გაძევების
შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან
სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის
ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა,
ასევე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი
განჩინების,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
გასაჩივრება
ან/და
სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
გადაწყვეტილების აღსრულებას ან/და ამ მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული
შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“.
22. 561 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს
შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.
უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება
მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი
გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ
ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). გადაწყვეტილება ძალაში
შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. უცხოელის მიერ ამ კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ
გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე, რომელიც ძალაში შედის მისი საჯაროდ
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.“.
23. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების
შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება.“.
24. 572 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) მის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით საქართველოდან
გაძევების შეფარდებამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჰქონდა არასაპატიმრო სასჯელი, ან გამოსაცდელი ვადის
გასვლამდე, თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი.“.
25. 572 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 573 მუხლი:
„მუხლი 573. იმ უცხოელის გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა
1. თუ უცხოელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისთვის სასჯელის სახედ დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს გადაწყვეტილებით სასჯელის
მოხდის დროს შეუცვალა სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს სასჯელის
შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლებისთანავე.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას
უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით
პენიტენციური დაწესებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ
ორგანოს
აცნობებს
იმ
უცხოელი
მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.
3.
უცხოელის
საქართველოდან
გაძევებისა
და
საქართველოში
შემოსვლის
აკრძალვის
აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს
დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.
4. თუ უცხოელს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად
შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის
მიღებისთანავე.
5. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.“.
26. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო
სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებისა ან ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ განსაზღვრული
უცხოელის საქართველოდან გაძევებისა;“.
27. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც, ამ კანონის 54-ე
მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს. ეს წესი არ ვრცელდება ამავე
კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე
საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაზე.“.
28. 631 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 631.უცხოელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა
1. უცხოელთა აღრიცხვის, ასევე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა
ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით შესაძლებელია შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის
ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო. ბაზის წარმოების, ბაზაში არსებული მონაცემების
დამუშავების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) და ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის
მონაცემთა გაზიარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის
უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში
კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა
ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბაზის
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და
დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზაში. ეს
დამუშავებული ინფორმაცია საჯარო არ არის.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ასევე ინახება იმ უცხოელის
შესახებ პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია, რომლის საქართველოდან გაძევების საკითხის
განხილვა ხორციელდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„კ“ ქვეპუნქტების
საფუძველზე ან რომელსაც სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დაენიშნა უცხოელის
საქართველოდან გაძევება ან/და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე
მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
29. 632 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით
დატოვების
ვადის
შემცირებასთან
ან/და
უცხოელის
საქართველოდან
გაძევების
შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან
სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის
ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ
სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა, სასამართლო უწყება, აგრეთვე სასამართლოს
მიერ
გადაწყვეტილების
მიღებისას,
განჩინების
გამოტანისას
ან
ბრძანების
გამოცემისას
გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი უცხოელს ჰბარდება ამ კანონის
561 მუხლით დადგენილი წესით.“.
30. 64-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან
საქართველოში ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.“;
ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“−„ო“ ქვეპუნქტები:
„მ) თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის
უფლების პირობები;
ნ) თუ მან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა შრომითი საქმიანობა;
ო) სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლილი სასჯელის უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ
შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის
დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა, ეცნობება საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს.“.
31. 641 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ
დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელის გადაყვანა
ხდება დროებითი განთავსების ცენტრში.“.
32. 661 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 661. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი
საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და
უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების
შემდეგ
უცხოელის
მიერ
საერთაშორისო
დაცვაზე
განცხადების
წარდგენის
ან
განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად
ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ
იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ:
ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების
პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;
გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება
დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების
ცენტრში. დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
მოთავსებული თავშესაფრის
მაძიებელი
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი
უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში.
3. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა თავშესაფრის მაძიებელი წარედგინება სასამართლოს
დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ
მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის
მაძიებლის
დროებითი
განთავსების
ცენტრში
მოთავსების
შესახებ,
იგი
დაუყოვნებლივ
თავისუფლდება. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და მისი დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების შუამდგომლობა სასამართლოს არ წარედგინება, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში
თავშესაფრის
მაძიებლის
სასამართლოში
წარდგენამდე,
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე დაჩქარებული წესით მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და მისი
დროებითი
განთავსების
ცენტრში
მოთავსების
საქმეს
სასამართლო
განიხილავს
და
გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემდეგ იგი ამ
კანონის 642 მუხლით დადგენილი წესით თავსდება დროებითი განთავსების ცენტრში.
6. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3
თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ
სასამართლოსთვის
წარდგენილი
დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.
დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის
გასვლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.“.
მუხლი 2.
1. 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით კომისიის შექმნისა
და საქმიანობის, აგრეთვე ოჯახური კავშირებისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის
მიზნით გასაუბრების ჩატარების წესის დამტკიცება;
ბ) ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით პროფესიულ საგანმანათლებლო ან უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის, ასევე, სწავლის წესი და პირობები, აგრეთვე სასწავლო
ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის
განხორციელების წესის დამტკიცება;
გ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ
სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
3. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, რომელსაც 2026 წლის 1 ივლისის
მდგომარეობით პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, 2026 წლის 1
ივლისიდან
45
კალენდარული
დღის
ვადაში
ვალდებულია
აღიდგინოს
პროფესიული
სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი. თუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროფესიული
სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი არ იქნა აღდგენილი, მას საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმის, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და საქართველოდან გაძევების
დამატებითი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას, აგრეთვე უცხოელის მიმალვის
საფრთხის არსებობის დამატებითი კრიტერიუმების დადგენას, ამ კანონის საფუძველზე მიღებული
გადაწყვეტილებების გასაჩივრების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, ფიქციური ქორწინების
გამოვლენის მექანიზმების შექმნას და პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე
დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელებას.
მოქმედი სამართლებრივი რეგულაცია საკმარისად მკაფიოდ არ განსაზღვრავს სასწავლო
ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მისი მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებს, რაც პრაქტიკაში
იწვევს ნორმის არაერთგვაროვან განმარტებას. კერძოდ, არ არის სათანადოდ განსაზღვრული
სასწავლო მიზნის რეალური არსებობა და შემთხვევები, როდესაც პირი ფორმალურად ფლობს
სტუდენტის/მოსწავლის სტატუსს, თუმცა ფაქტობრივად არ სწავლობს ან ეწევა სასწავლო მიზნებთან
შეუსაბამო საქმიანობას.
პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ცალკეული
გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადებისა და პროცესუალური საკითხების არაერთგვაროვანი
რეგულირება.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინება არის უცხოელ
მეუღლეზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი, რაც შესაძლებელს ხდის
ფიქციური ქორწინების გზით სტატუსის მოპოვებას. არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს
მექანიზმს, რომელიც დაადასტურებდა ქორწინების არა მხოლოდ ფორმალურ (რეგისტრაცია)
მხარეს, არამედ ქორწინების რეალურობას, ოჯახური კავშირების ნამდვილობას და წყვილის
ფაქტობრივ თანაცხოვრებას გარკვეული დროის მონაკვეთში.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიმართულია დასახელებული სამართლებრივი
ხარვეზების აღმოფხვრისა და მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების
შექმნისკენ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მოცემული პრობლემების აღმოსაფხვრელად და
მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დასახელებულ
კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება საქართველოს ვიზის გაცემისა და
საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და
საქართველოდან გაძევების დამატებითი სამართლებრივი საფუძვლები. აგრეთვე, სასწავლო
მიზნებისთვის შემოღებულ იქნება D6 კატეგორიის ვიზა, დადგინდება უცხოელის მიმალვის
საფრთხის არსებობის დამატებითი კრიტერიუმები, დამკვიდრდება ამ კანონის საფუძველზე
მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ერთიანი სტანდარტი, დაიხვეწება თავშესაფრის
მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა და მოთავსების ვადის გაგრძელების
თაობაზე სასამართლო განხილვის პროცედურა, დადგინდება ფიქციური ქორწინების გამოვლენის
მექანიზმები, ჩამოყალიბდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დადასტურების
ერთიანი მექანიზმი და განხორციელდება დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების
პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ინერგება ახალი – D6 კატეგორიის ვიზა, რომელიც
გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ არასრულწლოვან პირებზე, ასევე საქართველოში
ავტორიზებულ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
მიზნით
მომავალ
არასრულწლოვან პირებზე სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი
არასრულწლოვანია,
ამ
კატეგორიის
ვიზა
მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე
სრულწლოვანების მიღწევამდე.
და
შეიძლება
გაიცეს,
აგრეთვე,
უცხოელის
არასრულწლოვან
და-ძმაზე
უცხოელის
D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ექნებათ
საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სწავლის
მიზნით
მომავალ
არასრულწლოვან
პირებს
სრულწლოვანების
მიღწევამდე,
საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით
მომავალ არასრულწლოვან პირებს სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე, ხოლო თუ
სასწავლებლად მომავალი უცხოელი არასრულწლოვანია, აგრეთვე არასრულწლოვანი უცხოელის
მშობლებს/კანონიერ
წარმომადგენლებს
და
მის
არასრულწლოვან
და-ძმას
ამ
პირის
სრულწლოვანების მიღწევამდე.
უცხოელს, რომელმაც D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად
სავიზო
განაცხადი
წარადგინა,
შესაბამისი
ადმინისტრაციული
წარმოების
განმავლობაში
საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის
განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
წარმოდგენილი კანონის პროექტით ასევე განისაზღვრება, რომ შრომითი საქმიანობის უფლების
მოპოვების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება ან საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა წარმოადგენს
უცხოელის
საქართველოში
ყოფნის
ვადის
შეწყვეტისა
და
საქართველოდან
გაძევების
სამართლებრივ საფუძველს და შესაძლოა გახდეს მისი დაკავებისა და დროებითი განთავსების
ცენტრში მოთავსების საფუძველიც. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების საფუძველი შესაძლებელია იყოს, მათ შორის, სასჯელის მოუხდელი ნაწილის
შეცვლილი სასჯელის – უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის
აკრძალვის, აღსრულების უზრუნველყოფა.
ამასთან, კანონის პროექტით ცვლილება შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლშიც და ახლებურად
ყალიბდება მისი „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ზუსტდება, რომ სასწავლო ბინადრობის
ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან
პროფესიულ
საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის
მიზნით
სრულწლოვან
პირზე. ამ
კატეგორიის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა
და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აგრეთვე, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის
საფუძველი შეიძლება გახდეს თუ უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეუჩერდება
პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი და თუ სტატუსის შეჩერებიდან გავა 45 დღე.
საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის დამატებით საფუძვლებად განისაზღვრება შემთხვევა,
როდესაც უცხოელი საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ
დააგროვებს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების
მესამედზე
მეტს,
რის
შესახებაც
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება წერილობით ან პროგრამულად. ამასთან,
საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი იქნება სასწავლო ბინადრობის მიზნებთან
შეუსაბამო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი
არყოფნა 183 დღე ან 183 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული
თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის ფაქტობრივად ყოფნის დროდ
ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო,
რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ
სამკურნალოდ ან საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
არსებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. სასწავლო ბინადრობის
ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების
წესს დაადგენს საქართველოს მთავრობა.
წარმოდგენილი კანონის პროექტით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება, რომ საქართველოში
ყოფნის
ვადის
შეწყვეტის
თაობაზე
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში
გასაჩივრება არ შეაფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და
უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. ასევე, დგინდება
უცხოელის ვალდებულება, რომ სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს მობილური ტელეფონის
ნომრის ან/და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
არასრულწლოვანი უცხოელის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მოწოდების
ვალდებულება ეკისრება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს.
ასევე დგინდება, რომ თუ უცხოელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციული სახდელის სახით დაენიშნა საქართველოდან გაძევება ან/და საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული სახდელი შეიძლება აღსრულდეს მის მიერ სასჯელის მოხდამდე,
თუ მას გაძევების შეფარდებამდე დანიშნული ჰქონდა არასაპატიმრო სასჯელი, ან გამოსაცდელი
ვადის გასვლამდე, თუ მას შეფარდებული ჰქონდა პირობითი მსჯავრი.
კანონს ასევე ემატება ახალი მუხლი, რომელიც არეგულირებს იმ უცხოელის გაძევების საკითხებს,
რომელსაც
დანიშნული
სასჯელის
მოუხდელი
ნაწილი
საქართველოდან
გაძევებითა
და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.
ამასთან, განისაზღვრება, რომ უცხოელთა შესახებ მონაცემთა ბაზაში შეინახება იმ უცხოელის
პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია, რომლის საქართველოდან გაძევების საკითხი
განიხილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
ან რომელსაც სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დაენიშნა საქართველოდან
გაძევება ან/და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
კანონპროექტით
ასევე
დგინდება,
რომ
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო
სერვისების სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს ვიზის
გაცემაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიზის გაცემაზე უარი არ საჩივრდება) ან
საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება
შეიძლება
გასაჩივრდეს
ზემდგომ
ადმინისტრაციულ
ორგანოში
(თანამდებობის
პირთან)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის
ვადაში, ხოლო შემდეგ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით –
სასამართლოში.
ამასთან, უცხოელის მიერ სარჩელის ან სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა,
ასევე სარჩელის განუხილველად დატოვება არ შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან გაძევების შესახებ
გადაწყვეტილების აღსრულებას.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის
საქართველოს
ნებაყოფლობით
დატოვების
ვადის
შემცირებასთან
ან/და
უცხოელის
საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების
დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან,
უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან
დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის
გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, ასევე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ
საკითხზე
სასამართლოს
მიერ
გამოტანილი
განჩინების,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ
შეაფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის
საქართველოდან
გაძევების
შესახებ
გადაწყვეტილების
აღსრულებას
ან/და
ამ
მიზნით
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
საგულისხმოა, რომ უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული
ნებისმიერი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ
მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). გადაწყვეტილება
ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. წარმოდგენილი კანონის პროექტით, იმ
შემთხვევაში თუ უცხოელი უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგენს შესაბამის საკონტაქტო
მონაცემებს, გადაწყვეტილება საჯაროდ გამოქვეყნდება და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს.
ამასთან, დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას უცხოელის მიერ
უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების წარდგენის ვალდებულება
ასევე გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილის ორგანოს მიერ
მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში
გასაჩივრების ან უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობის
სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში, სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე.
დამატებით განისაზღვრება უცხოელის ვალდებულება, გაძევების საკითხის განხილვისა და
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში
ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას.
აგრეთვე კანონპროექტის თანახმად, მიმალვის საფრთხედ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც
უცხოელმა გაძევების საკითხის განხილვის დაწყების ან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების
მოთხოვნით ან არ შეასრულა საქართველოდან გასვლის ვალდებულება.
წარმოდგენილი
კანონის
თავშესაფრის
მაძიებლის
პროექტით
ასევე
მოთავსების
ზუსტდება
შესახებ
დროებითი
განთავსების
გადაწყვეტილების
ცენტრში
მისაღებად
მისი
სასამართლოსთვის წარდგენისა და სასამართლო განხილვის ვადები, ამასთან ცენტრში მოთავსების
მაქსიმალური ვადები. ამასთან, დგინდება, რომ თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და მისი
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შუამდგომლობა სასამართლოს არ წარედგინება, თუ
თავშესაფრის
მაძიებლის
სასამართლოში
წარდგენამდე,
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე დაჩქარებული წესით მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის
მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
კანონპროექტით ასევე ინერგება უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინების
გამომრიცხავი მექანიზმი, კერძოდ, განისაზღვრება, რომ საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების
საფუძველზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს
თითოეულ ჯერზე 1 წლით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლის ვადისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ,
ქორწინების შენარჩუნების შემთხვევაში, გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს
მოქალაქის
მეუღლის
ბინადრობის
ნებართვის
მისაღებად
წარმოდგენილი
განცხადების განხილვის ფარგლებში, იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ – კომისია),
რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენელი.
კომისია უფლებამოსილი იქნება ოჯახური კავშირებისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის
მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს ჩაუტაროს გასაუბრება, როგორც ცალ-ცალკე, ასევე
ერთობლივად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული იქნებიან კომისიას მისცენ ახსნაგანმარტება, წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო
მტკიცებულება/დოკუმენტი, შესაბამისი მოთხოვნისას გამოცხადდნენ კომისიაში, საჭიროებისამებრ
კომისიას
მისცენ
შესაძლებლობა
გადაამოწმოს
დოკუმენტებში
აღნიშნული
ინფორმაცია
საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.
ზემოაღნიშნული
პირების
მიერ
კომისიის
მოთხოვნის
შეუსრულებლობა,
კომისიაში
გამოცხადებაზე, საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან თანამშრომლობაზე სხვაგვარი უარი
იქნება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება
ფიქციურია, იგი შესაბამის საქმის მასალებს გაუგზავნის საგამოძიებო ორგანოს საქართველოს
მოქალაქის მეუღლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ასლი გაეგზავნება
საქართველოს პროკურატურას.
ამასთან, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ
განცხადებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განიხილავს 90 კალენდარული დღის
ვადაში, აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყება ბინადრობის
ნებართვის მისაღებად განცხადების განხილვის ვადა შეჩერდება და უცხოელს გადაუვადდება
საქართველოდან გასვლის ვალდებულება 6 თვის ვადით, ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით,
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
თუმცა არაუმეტეს უცხოელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების
შეწყვეტამდე.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, აგრეთვე
ოჯახური კავშირებისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით გასაუბრების
ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ
შეასრულებს კომისიის მოთხოვნებს, მათ შორის, უარს განაცხადებს საცხოვრებელ ადგილას
კომისიის წარმომადგენლის დაშვებაზე, არ გამოცხადდება კომისიაში ან სხვაგვარად არ
ითანამშრომლებს კომისიასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაკორექტირდა „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი და დადგინდა, რომ უცხოელს
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი სისხლის
სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში ნაკლებად მძიმე დანაშაულის (თუ ნასამართლობა
მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
(მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა) ჩადენისთვის ან მის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების
დასრულებამდე.
წარმოდგენილი კანონის პროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ უცხოელს შესაძლებელია
მოეთხოვოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის თაობაზე ცნობის წარმოდგენა
სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურების, გარდა სამედიცინო მომსახურებისა, მისაღებად.
აღნიშნულ ცნობას გასცემს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყება
და იგი წარმოადგენს სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურების, გარდა სამედიცინო მომსახურებისა,
მიღების სამართლებრივ საფუძველს. იმ მომსახურებათა ჩამონათვალს, რომელთა მიღებისათვის
სავალდებულოა აღნიშნული ცნობის წარდგენა, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური და დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებები
პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
აღნიშნულის ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება. ხოლო ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2026
წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ცვლილებების
აღსრულებისთვის აუცილებელია რიგი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების მიღება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო:
არალეგალურ მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო
უსაფრთხოების,
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა
და
მართლწესრიგის
დაცვის
უზრუნველყოფისთვის.
სწორედ
ამიტომ
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობაში
ხარვეზების დროულად აღმოფხვრა და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება.
მიგრაციული
პროცესების
ეფექტიანი
და
დროული
მართვის
უზრუნველყოფისთვის
მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საგაზაფხულო
სესიაზე, რა მიზნითაც მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის ხარჯვითი ნაწილის დაფინანსება, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე
საშუალოვადიან პერიოდში, მოხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვისა
და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ხარჯების დაფინანსებას
უზრუნველყოფენ საკუთარი შემოსავლებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტი, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან
პერიოდში, გავლენას მოახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შემოღებულია საქართველოში კანონიერი
საფუძვლით ყოფნის თაობაზე ცნობის გაცემის ვალდებულება იმ უცხოელისთვის, რომელიც
სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურების, გარდა სამედიცინო მომსახურებისა, მიღებას მოითხოვს.
აღნიშნულ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტო
ან
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობის გაცემის ღირებულება
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეადგენს 50 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის სუბიექტები, რომლებსაც ენდომებათ სახელმწიფო ან/და
კერძო მომსახურების მიღება, ვალდებულნი იქნებიან აიღონ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
ყოფნის თაობაზე ცნობა და გადაიხადონ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით
განსაზღვრულ თანხა, რაც გაზრდის სააგენტოს საშემოსავლო ნაწილს. საშემოსავლო ნაწილზე
გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე.
ამასთან, რამდენადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია
შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა
პროპორციულად გაზრდის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის
ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღებაც დამოკიდებული იქნება
კანონის ამოქმედების შემდეგ გაცემული ცნობების რაოდენობაზე.
ამასთან, საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ
ცნობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, ბიუჯეტში
მისაღები შემოსავლის ზრდა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ოდენობის
საფასური და ვადები დადგინდება აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ზემოაღნიშნული ცნობა აგრეთვე გასცეს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა სხვა სახელმწიფო უწყებამაც, ცნობის
საფასური გავლენას იქონიებს აღნიშნული უწყების შემოსავალზე, თუმცა დასახელებული უწყების
განსაზღვრა მოხდება წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.
წარმოდგენილი კანონპროექტი, მათ შორის, ითვალისწინებს ახალი – D6 კატეგორიის ვიზის
დანერგვას. აღნიშნული ვიზის მიღება დაკავშირებული იქნება საკონსულო მოსაკრებელთან,
რომელიც განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ვიზის მიმღებთა
რაოდენობაზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოში
ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით
მომავალ არასრულწლოვან პირზე, ასევე საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
მიზნით
მომავალ
დასრულებამდე,
აგრეთვე,
უცხოელის
პირებზე
სრული
მშობლებზე/კანონიერ
ზოგადი
განათლების
წარმომადგენლებზე
და
არასრულწლოვან და-ძმაზე უცხოელის სრულწლოვანების მიღწევამდე აღარ გაიცემა სასწავლო
ბინადრობის ნებართვა, შესაბამისად ეს პირები აღარ გადაიხდიან „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების
შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის გაცემის მომსახურების საფასურს განაცხადის განხილვის
ვადის მიხედვით, რომელიც შეადგენს: 30 კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარს, 20
კალენდარული დღის ვადაში – 450 ლარს, ხოლო 10 კალენდარული დღის ვადაში – 600 ლარს.
შესაბამისად, აღნიშნული გავლენას იქონიებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშემოსავლო ნაწილზე. დასახელებულ პირებს
მოუწევთ მხოლოდ D6 კატეგორიის ვიზის აღება და საკონსულო მოსაკრებლის გადახდა.
გარდა ამისა, კანონპროექტით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე –
საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების
ნებართვის
მოპოვებამდე.
აღნიშნული
ნებართვის
მიღება
დაკავშირებულია
სახელმწიფო
მომსახურების საფასურის გადახდასთან. კერძოდ, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების შესაბამისად, ბინადრობის
ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური განაცხადის განხილვის ვადის მიხედვით შეადგენს: 30
კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარს, 20 კალენდარული დღის ვადაში – 450 ლარს, ხოლო 10
კალენდარული დღის ვადაში – 600 ლარს.
ზემოაღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების რაოდენობის ზრდა, რაც, თავის მხრივ,
გაზრდის სააგენტოს საშემოსავლო ნაწილს. ამასთან, სააგენტოს საშემოსავლო ნაწილზე გავლენა
სრულად იქნება დამოკიდებული იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქის
მეუღლის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავენ შესაბამის ადმინისტრაციულ
ორგანოს.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია საკუთარი შემოსავლის არანაკლებ 10%
გადარიცხოს
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
შესაბამისად,
სააგენტოს
შემოსავლების
ზრდა
პროპორციულად გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობის ზრდასაც.
ამასთან, აღნიშნული შემოსავლების მიღების მოცულობა დამოკიდებული იქნება კანონპროექტის
ამოქმედების შემდგომ გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობაზე.
საგულისხმოა, რომ კანონპროექტით კანონს ემატება 212 მუხლი, რომელიც ადგენს საქართველოს
ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებული, ასევე
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული
ნებისმიერი
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
წესს,
რომლის
თანახმადაც,
აღნიშნული
გადაწყვეტილებები გასაჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და აღარ დაექვემდებარება საკასაციო წესით
გასაჩივრებას.
შესაბამისად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არაქონებრივ
დავაზე საკასაციო საჩივრისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) გადახდის
საფუძველი გაუქმდება, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ვეღარ მიიღებს აღნიშნული
კატეგორიის საქმეებზე საკასაციო საჩივრებიდან შემოსავალს. ამასთან, ფინანსური გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება შესაბამის კატეგორიაში
სასამართლოებში ყოველწლიურად განსახილველი საქმეების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოში კანონიერი საფუძვლით
ყოფნის თაობაზე ცნობას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო D6
კატეგორიის ვიზას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დასახელებულ ფუნქციას
სააგენტო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს არსებული ტექნიკური
და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოხდება
სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით გარკვეულწილად ფართოვდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია, კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,
საქართველოს
მოქალაქის
მეუღლის
ბინადრობის
ნებართვის
მისაღებად
წარმოდგენილი
განცხადების განხილვის ფარგლებში, იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში
შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენელი.
კომისია უფლებამოსილი იქნება ოჯახური კავშირებისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის
მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს ჩაუტაროს გასაუბრება, როგორც ცალ-ცალკე, ასევე
ერთობლივად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული იქნებიან კომისიას მისცენ ახსნაგანმარტება, წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო
მტკიცებულება/დოკუმენტი, შესაბამისი მოთხოვნისას გამოცხადდნენ კომისიაში, საჭიროებისამებრ
კომისიას
მისცენ
შესაძლებლობა
გადაამოწმოს
დოკუმენტებში
აღნიშნული
ინფორმაცია
საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.
ზემოაღნიშნული
ფუნქციის
განხორციელებისთვის
სამინისტროსთვის,
სახელმწიფო
სერვისების
საქართველოს
განვითარების
შინაგან
სააგენტოსა და
საქმეთა
საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არ არის დაგეგმილი კადრების დამატება და
აღნიშნული არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით განხორციელდება, რისთვისაც
აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
საკუთარი შემოსავლებიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რაც დამატებითი
ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ამასთან,
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
უცხოელთა
აღრიცხვის,
ასევე,
უცხოელთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით შესაძლებელი
იქნება შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტო.
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტო
დასახელებული ბაზის ადმინისტრირებას განახორციელებს არსებული ადამიანური რესურსისა და
ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოხდება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი
ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
გასათვალისწინებელია,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ფართოვდება
უცხოელის
საქართველოდან გაძევების საფუძვლები, რამაც შესაძლოა გაზარდოს ქვეყნიდან იძულებით
გასაძევებელ პირთა რაოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ნებაყოფლობით დატოვებს
საქართველოს. იძულებით გაძევება უნდა განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა. უცხოელის საქართველოდან იძულებითი გაძევების
ხარჯების საფასური დამოკიდებულია მათი წარმოშობის ქვეყნების მიმართულებით არსებულ
სამგზავრო ტარიფებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის მოქალაქის სამშობლოში გასამგზავრებელი
ბილეთის ღირებულება მერყეობს 500-დან 600 ლარამდე. ამას ემატება ესკორტის ორმხრივი გზის
საფასურიც 2 თანამშრომელზე 800-დან 900 ლარამდე, რაც საერთო ჯამში აღწევს 2 500 − 2 600 ლარს
ერთ პირზე. უცხოელთა იძულებით გაძევება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
გარდა ამისა, კანონპროექტით გაფართოვდა უცხოელის დაკავებისა და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების
საფუძვლები, რაც გაზრდის დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელთა მოთავსების
რაოდენობასა და სიხშირეს. საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით, დროებითი განთავსების
ცენტრში
დაკავებულის
ყოველდღიური
შენახვის
ხარჯი
არასრულწლოვნის
შემთხვევაში
წარმოადგენს 18.87 ლარს, სრულწლოვნის შემთხვევაში – 20.81 ლარს. დასახელებული ხარჯების
ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა ყოველწლიურ რაოდენობაზე, რომლებიც
მოთავსებულნი იქნებიან დროებითი განთავსების ცენტრში, ასევე, დროებითი განთავსების
ცენტრში ყოფნის პერიოდზე. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ის უცხოელი, რომელიც სახელმწიფო ან/და
კერძო მომსახურების მიღებას მოითხოვს ვალდებული იქნება მომსახურების მიმწოდებელ პირს
წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის თაობაზე ცნობა. აღნიშნულ ცნობას
გასცემს მომსახურების სააგენტო და მისი გაცემის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც საკანონმდებლო
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ენდომებათ სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურების მიღება,
ხოლო, ფინანსური გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია წლის განმავლობაში ამ პირთა მიერ
დასახელებული ცნობის აღების მაჩვენებელზე.
წარმოდგენილი კანონპროექტი, მათ შორის, ითვალისწინებს ახალი – D6 კატეგორიის ვიზის
დანერგვას,
რომელიც
გაიცემა
საქართველოში
ავტორიზებულ
უმაღლეს
ან
პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ არასრულწლოვან პირებზე, ასევე
საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით
მომავალ არასრულწლოვან პირებზე სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი
არასრულწლოვანია,
მშობლებზე/კანონიერ
ამ
კატეგორიის
ვიზა
წარმომადგენლებზე
შეიძლება
და
გაიცეს,
აგრეთვე,
უცხოელის
არასრულწლოვან
და-ძმაზე
უცხოელის
სრულწლოვანების მიღწევამდე. აღნიშნული ვიზის მიღება დაკავშირებული იქნება საკონსულო
მოსაკრებელთან, რომელიც განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ
დოლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც ენდომებათ აღნიშნული კატეგორიის
ვიზის აღება მოუწევთ შესაბამისი გადასახადის გადახდა, ფინანსური გავლენის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებულია წლის განმავლობაში ამ პირთა მიერ დასახელებული ვიზის აღების მაჩვენებელზე.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოში ავტორიზებულ
უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ
არასრულწლოვან
პირზე,
ასევე
საქართველოში
ავტორიზებულ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ პირებზე ზოგადი განათლების დასრულებამდე,
აგრეთვე, უცხოელის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე და არასრულწლოვან და-ძმაზე
უცხოელის სრულწლოვანების მიღწევამდე აღარ გაიცემა სასწავლო ბინადრობის ნებართვა,
შესაბამისად ეს პირები აღარ გადაიხდიან „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო
თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის
გაცემის მომსახურების საფასურს განაცხადის განხილვის ვადის მიხედვით, რომელიც შეადგენს: 30
კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარს, 20 კალენდარული დღის ვადაში – 450 ლარს, ხოლო 10
კალენდარული დღის ვადაში – 600 ლარს. დასახელებულ პირებს მოუწევთ მხოლოდ D6 კატეგორიის
ვიზის აღება და საკონსულო მოსაკრებლის გადახდა.
ამავე დროს, კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის
ნებართვის შემოღება გამოიწვევს აღნიშნული ნებართვის მიღების მსურველი პირების მიერ
შესაბამისი სახელმწიფო მომსახურების საფასურის გადახდას (300, 450 ან 600 ლარი განაცხადის
განხილვის ვადის მიხედვით), რაც გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მიმართავენ შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოს ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით და ისარგებლებენ შესაბამისი
სახელმწიფო მომსახურებით. ამასთან, აღნიშნული ფინანსური გავლენის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებულია წლის განმავლობაში აღნიშნული ნებართვის მიღების მსურველ პირთა
რაოდენობაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე, რომლებიც ასაჩივრებენ საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. კერძოდ, იმის
გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით იზღუდება გადაწყვეტილებების საკასაციო წესით
გასაჩივრების შესაძლებლობა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხდება საბოლოო,
აღნიშნული კატეგორიის საქმეებში მონაწილე პირები აღარ გადაიხდიან საკასაციო საჩივარზე
დაწესებულ სახელმწიფო ბაჟს (300 ლარი). შედეგად, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის
შემცირდება სასამართლო ხარჯები.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პროექტით იზღუდება სასწავლო ბინადრობის გაცემის
პირობები. კერძოდ, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის მიზნით სრულწლოვან პირზე.
გარდა ამისა, უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი იქნება თუ მას
საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეუჩერდა პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის
სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან გავიდა 45 დღე.
წარმოდგენილი კანონის პროექტით ასევე დადგენილია, რომ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში
დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების მესამედზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში
სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი, რაც იწვევს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაუქმებას.
ამასთან, კანონპროექტით კანონს ემატება უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის სხვა
საფუძვლები, ასევე ფართოვდება უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლებიც, რამაც
შესაძლოა გაზარდოს იმ უცხოელთა რაოდენობა რომელთაც მოუწევთ საქართველოს დატოვება, რაც
შესაძლოა იწვევდეს დამატებით ფინანსურ ხარჯებს, მათ შორის, ავიაბილეთისა და სხვა მგზავრობის
ხარჯებს, წინასწარ გადახდილი სწავლისა და საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურს.
აგრეთვე, ბინადრობის ნებართვის, ვიზისა (საჭიროების შემთხვევაში) და ჯანმრთელობის
დაზღვევისათვის
გადახდილი
თანხების
არაანაზღაურებად
ნაწილს.
აღნიშნულს
ექნება
დამატებითი ფინანსური შედეგი შესაბამისი პირებისთვის.
ამასთან, აღნიშნული რეგულაციების ამოქმედებას შესაძლო ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე,
რომლებთანაც უცხოელებს ჰქონდათ დადებული უძრავი ქონების (ბინის) ქირავნობის თაობაზე
ხელშეკრულებები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტის მიხედვით იცვლება არასრულწლოვან უცხოელებთან დაკავშირებული საიმიგრაციო
რეგულაციები. კერძოდ, არსებული რეგულაციით არასრულწლოვან უცხოელს საქართველოში
ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უწევდა D3 კატეგორიის
ვიზის ან სასწავლო ბინადრობის ნებართვის აღება.
წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება, რომ D6 კატეგორიის ვიზა შესაძლოა გაიცეს
საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სწავლის
მიზნით
მომავალ
არასრულწლოვან
პირებზე,
საქართველოში
ავტორიზებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ არასრულწლოვან პირებზე
სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის
ვიზა შეიძლება გაიცეს, აგრეთვე, უცხოელის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე და
არასრულწლოვან და-ძმაზე უცხოელის სრულწლოვანების მიღწევამდე.
დასახელებული ვიზა, გაიცემა 1 წლის მოქმედების ვადით, ხოლო მისი მოქმედების ვადის
გაგრძელების უფლება ექნებათ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ არასრულწლოვან პირებს
სრულწლოვანების მიღწევამდე და საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ არასრულწლოვან პირებს სრული ზოგადი განათლების
დასრულებამდე. თუ D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მფლობელი სასწავლებლად მომავალი
უცხოელი
არასრულწლოვანია,
D6
კატეგორიის
საიმიგრაციო
ვიზის
მოქმედების
ვადის
გაგრძელების უფლება ექნება, აგრეთვე არასრულწლოვანი უცხოელის მშობლებს/კანონიერ
წარმომადგენლებს და მის არასრულწლოვან და-ძმას ამ პირის სრულწლოვანების მიღწევამდე.
შესაბამისად, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, პროექტი აფართოებს არასრულწლოვანთა
შესაძლებლობას ისარგებლონ D6 კატეგორიის ვიზით სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე
და
ამავდროულად
უზრუნველყოფს
მათი
ოჯახის
წევრების
სარგებლობას
აღნიშნული
შესაძლებლობით, რაც D3 კატეგორიის ვიზის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული. ამასთან,
დასახელებული ვიზა გაიცემა 1 წლის მოქმედების ვადით და შესაძლებელი იქნება ამ ვადის
გაგრძელება.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
წარმოდგენილი
კანონპროექტი
გავლენას
მოახდენს
არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, ამასთან, იგი გააუმჯობესებს მათ სამართლებრივ
მდგომარეობას განათლების მიღების ხელმისაწვდომობისა და ოჯახის ერთიანობის პრინციპის
დაცვის მიმართულებით.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
გამოყენებული
კანონპროექტის
წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირის
მიერ სასწავლო პროგრამისთვის განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის
წარმოდგენის ვალდებულება, აგრეთვე აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით სტუდენტის
სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა და სხვა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ნორმები, რომელიც
არეგულირებს სასწავლო ბინადრობის მიღებისთვის აუცილებელ წინაპირობებს. წინამდებარე
კანონის
პროექტის
კანონმდებლობა.
მომზადებისას
გაზიარებულ
იქნა
ევროპის
ცალკეული
ქვეყნების
უცხოელისათვის სასწავლო ბინადრობის შეწყვეტა აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე
ლიეტუვა – ლიეტუვის კანონმდებლობით, დროებითი ცხოვრების ნებართვის მფლობელს
გაუუქმდება ნებართვა თუ პირი, რომელსაც სწავლის გაგრძელების მიზნით მიღებული
ჰქონდა დროებითი საცხოვრებელი ნებართვა, არ ჩაირიცხა და არ გააგრძელა სწავლა მისგან
გაცხადებულ სასწავლო დაწესებულებაში, ან მისი შედეგები არადამაკმაყოფილებელია
(ერთი წლის განმავლობაში − 40 აკადემიურ კრედიტზე ნაკლები). 1
ბელგია – ბელგიის მიგრაციის სამსახურმა შეიძლება უარყოს სტუდენტის საცხოვრებელი
ნებართვის განახლება ან შეწყვიტოს იგი, თუ სტუდენტს პირველი ორი წლის განმავლობაში
არ აქვს მინიმუმ 45 კრედიტი, მესამე წლის ბოლოს არ აქვს მინიმუმ 90 კრედიტი, მეოთხე
წლის ბოლოს არ აქვს მინიმუმ 135 კრედიტი, მაგისტრატურის შემთხვევაში, არ იღებს
მინიმუმ 60 კრედიტს ყოველ წელს. 2
ნიდერლანდები – ბინადრობის შეწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სასწავლო
პროგრესის არარსებობა. ნიდერლანდების კანონმდებლობის მიხედვით სტუდენტმა
ყოველწლიურად უნდა მოიპოვოს მინიმუმ 50%-იანი საკრედიტო ქულები. 3 თუ სტუდენტი
ამ მოთხოვნას ვერ/არ აკმაყოფილებს, უნივერსიტეტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს
IND-ს (Immigrate – en Naturalisatiedienst).
შვედეთი – იმისათვის, რომ სასწავლო ბინადრობა არ გაუქმდეს, სტუდენტი უნდა
აკმაყოფილებდეს სასწავლებლის მიერ დაწესებულ მინიმალური კრედიტების მოთხოვნებს:
პირველი წელი − 15 კრედიტი, მეორე წელი − 22.5 კრედიტი და მესამე და მომდევნო წლები −
30 კრედიტი. დაწესებული კრედიტების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში,
შვედეთის მიგრაციის სააგენტომ შეიძლება პირს გაუქმოს ბინადრობის უფლება. 4
სასწავლო ბინადრობის შეწყვეტა დაშვებული სამუშაო საათების გადაჭარბებისას
REPUBLIC OF LITHUANIA LAW ON THE LEGAL STATUS OF FOREIGNERS; Article 35(18); ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://www.refworld.org/sites/default/files/2024-02/lithuania_primary_leg_-_foreigners_0.pdf;
(ბოლო ნახვა: 23.02.2026).
2 “Home Themes Studies are being extended excessively Studies are being extended excessively”, ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://dofi.ibz.be/en/themes/ressortissants-dun-pays-tiers/etudes/favoris/studies-are-beingextended-excessively?utm_source; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
3
Code of Conduct for International Students in Higher Education; 6 Offers and assistance to international students (6.5);
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.internationalstudy.nl/wp-content/uploads/2023/12/Code-of-Conduct-HE2024.pdf; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
4
Higher education; Requirements for extending a residence permit; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
1
https://www.migrationsverket.se/en/you-want-to-extend/study/highereducation.html?utm_source=chatgpt.com#svid10_2cd2e409193b84c506a2fe54; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
გერმანია – სტუდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს უკანონო დასაქმების
შემთხვევაში სამუშაო საათების შეზღუდვის გარეშე. სტუდენტებს შეუძლიათ იმუშაონ
მაქსიმუმ 140 სრული დღე ან 280 ნახევარი დღე წელიწადში (რაც კვირაში დაახლოებით 20
საათია), ხოლო არდადეგებზე სრულ განაკვეთზე. ამ ლიმიტის გადაჭარბებისთვის საჭიროა
სპეციალური ნებართვა, ხოლო სავალდებულო სასწავლო სტაჟირება ამ საათებში არ
ითვლება. 5
ლატვია – უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მიღებული აქვს ლატვიის ტერიტორიაზე
ცხოვრების უფლება და ჩარიცხულია ლატვიაში აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში,
შეუძლია შეთავსებით დასაქმდეს კვირაში არაუმეტეს 20 საათისა, ხოლო სასწავლო
დაწესებულებაში არდადეგების დროს, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა. 6
უცხო ენის სერტიფიკატი
ბელგია – უცხო ენისათვის დადგენილი კრიტერიუმები პროგრამის მიხედვით იცვლება,
ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის, საჭიროა ენის ცოდნის დონე B2 (TOEFL, IELTS).
გერმანია – თუ პროგრამა ინგლისურ ენაზეა, მოითხოვენ TOEFL, IELTS ან სხვა ოფიციალურ
ინგლისურ ენის გამოცდას.
დანია – ინგლისურენოვან პროგრამებზე აპლიკანტებმა უნდა დააკმაყოფილონ ინგლისური
ენის მაღალი სტანდარტები. ყველაზე ხშირად მიღებული დამადასტურებელი საბუთებია:
TOEFL, IELTS ან Cambridge-ის გამოცდის შედეგად მოპოვებული სერტიფიკატი. უმაღლესი
სასწავლებლები ადგენენ კონკრეტულ მინიმალურ ზღვარს (მაგალითად,ინგლისური ენის
ცოდნის დადასტურებისას IELTS 6.5).
ქვეყნის დატოვება, როგორც ბინადრობის გაუქმების საფუძველი
პორტუგალია – ბინადრობის გაუქმების საფუძველია მინიმალური დარჩენის ვალდებულების
დარღვევა. კერძოდ, ბინადრობის მქონე პირი, ნებართვის ვადის განმავლობაში არ უნდა
ტოვებდეს პორტუგალიის ტერიტორიას 6 დაუკავშირებელი თვე ან 8 არაერთგვაროვანი თვე. 7
ისლანდია – სასწავლო ბინადრობა, შეიძლება გაუქმდეს თუ პირი უწყვეტად ცხოვრობდა ან
იმყოფებოდა საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან, თუ პირი
“Working While Studying in Germany”; Updated on January 27, 2026; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.studying-in-germany.org/working-while-studying-in-germany/; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
6
Immigration Law; Section 9; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://likumi.lv/ta/en/en/id/68522; (ბოლო ნახვა:
23.02.2026).
7 Lei n.º 23/2007, de 4 de julho; Artigo 85.º (Cancelamento da autorização de residência); ინფორმაცია ხელმისაწვდომია
https://diariodarepublica.pt/dr/detalhe/lei/23-2007-635814; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
5
რეგისტრირებულია საზღვარგარეთ 3 თვის განმავლობაში, ბინადრობა ავტომატურად
შეწყდება.
დანია − თუ სტუდენტი საზღვარგარეთ იმყოფება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში,
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ავტომატურად იწურება.
ლატვიაში ბინადრობის გაუქმების სხვა საფუძვლები არის შემდეგი:
უცხოელი წარმოადგენს არასწორ, მცდარ ინფორმაციას;
რეალური მიზანი მისი ლატვიაში ვიზიტისა, არ შეესაბამება მის მიერ საბუთებით
გაცხადებულ მიზანს;
უცხოელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება მისი კავშირი წარმგზავნ
სახელმწიფოსთან, რაც აჩენს რისკებს მისი არალეგალური იმიგრაციის შესახებ;
უცხოელს არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ შეძლებს ფინანსურად უზრუნველყოს მისი
ყოფნა ლატვიაში და შემდგომ კი უკან − წარმგზავნ სახელმწიფოში დაბრუნება;
თუ უცხოელი შეყვანილია ე.წ. სიაში;
თუ უცხოელის მომწვევმა მხარემ წერილობით გააფრთხილა შესაბამისი უწყება და აცნობა,
რომ იგი აუქმებს აღნიშნულ მოწვევას.
თუ უცხოელი მოქალაქე ბრალდებულია ისეთი ტიპის დანაშაულში, რომელიც სასჯელის
სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ ერთი წლის ვადით;
თუ უცხოელი ვერ ასაბუთებს მის კანონიერ დარჩენას იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა ლატვიის
ვიზის მიღება;
თუ უცხოელი ცდილობს რაიმენაირად გავლენა მოახდინოს საცხოვრებელი ნებართვის
გამცემი უწყების თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე;
თუ უცხოელი აცხადებს, რომ ისეთი საქმისთვის სურს ლატვიაში შესვლა, რომლის უფლებაც
მხოლოდ ლატვიის მოქალაქეს აქვს;
თუ შესაბამისი უწყებების მიერ განსაზღვრულია, რომ აღნიშნულ პირს ეკრძალება ლატვიაში
შესვლა;
თუ პირს ეკრძალება შენგენის ზონაში შესვლა;
თუ პირს ლატვიის ტერიტორიაზე, გასული 5 წლის განმავლობაში ჩადენილი აქვს
ადმინისტრაციული დანაშაული;
თუ პირი გასული 5 წლის განმავლობაში გაძევებული იყო ლატვიიდან;
თუ პირს გასული 1 წლის განმავლობაში, პერიოდულად დარღვეული აქვს შენგენის ზონის
წესები;
თუ პირი გასული 1 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ლატვიის ტერიტორიაზე, მაგრამ
არ გააჩნდა სათანადო უფლება ამისათვის;
თუ მომწვევი პირი/ორგანიზაცია, რომელსაც უნდა დაესაქმებინა აღნიშნული პირი
გაკოტრდა, აღარ არსებობს. 8
Immigration Law; Section 16; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://likumi.lv/ta/en/en/id/68522; (ბოლო ნახვა:
23.02.2026).
8
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.