„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
პენიტენციურ
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 92-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11.
თუ
უცხოელმა
მსჯავრდებულმა
(გარდა
საშიშროების
მაღალი
რისკის
მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური
დაწესებულება
ვალდებულია
საბჭოს
დაუყოვნებლივ
წარუდგინოს
შესაბამისი
შუამდგომლობა უცხოელი მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
შეცვლის თაობაზე და ამის შესახებ აცნობოს უცხოელ მსჯავრდებულს. თუ საჭირო
ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური
დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში
წარუდგინოს.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულს/უცხოელ მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს
და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.“;
გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან/უცხოელი მსჯავრდებულისგან
მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ
მოსმენას.
ზეპირ
მოსმენაზე
საბჭო
იღებს
გადაწყვეტილებას
მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ ან
მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.
6.
შესაბამისი
შუამდგომლობის
განხილვისას
საბჭო
ითვალისწინებს
მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ
ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ
მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა, ამ მუხლის 11 ნაწილით
გათვალისწინებული შუამდგომლობის განხილვისას აგრეთვე უცხოელი მსჯავრდებულის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ გარემოებებს, ასევე სასჯელის მოხდისას გამოვლენილ სხვა
გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.“;
დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები:
„61. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი
მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
472
მუხლის
მე-4
ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის
არსებობის შესახებ დასკვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ადგილობრივ საბჭოს მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო.
6 2.
ამ
მუხლის
11
ნაწილით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
უცხოელი
მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება იმ
შემთხვევაში, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.“;
ე) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭო მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის
შემთხვევაში, გარდა უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
8.
მსჯავრდებულისთვის/უცხოელი
მსჯავრდებულისთვის
სასჯელის
მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს
გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
უცხოელი
მსჯავრდებულისთვის
სასჯელის
მოუხდელი
ნაწილის
უცხოელის
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის
თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს
გაძევების აღსრულებას.“;
ვ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 ნაწილი:
„91. საბჭოს მიერ უცხოელი მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე პენიტენციური
დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის
შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება
ან/და
არსებობს
განსაკუთრებული
გარემოება.
სავალდებულოა
უცხოელი
მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში
შემოსვლის აკრძალვით შეცვლის საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა. თუ მოსახდელი
სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან
გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის საკითხს განიხილავს მისი
წერილობითი განცხადების საფუძველზე.“;
ზ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის
შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.“;
თ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი მსჯავრდებული არის პირი, რომელიც არ
არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის
არმქონე პირი.“.
2. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:
„32. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაუყოვნებლივ აცნობოს იმ
უცხოელი
მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლების
თაობაზე, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში მიგრაციული
ნაკადების მართვის ეფექტიანობის ამაღლების საჭიროებიდან გამომდინარე.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
უცხოელის საქართველოდან გაძევებასა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას. მისი
შინაარსიდან გამომდინარე ის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თავისუფლების აღკვეთაზე
უფრო მსუბუქი სახის სასჯელი. შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს (შემდგომ –
საბჭო) ეძლევა შესაძლებლობა პენიტენციური დაწესებულების მიერ წარდგენილი
შუამდგომლობის საფუძველზე, უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც დანიშნული აქვს
ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს სწორედ
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით. აღნიშნული კი
გააძლიერებს მიგრაციული კონტროლის ეფექტიანობას.
ამასთან, მიგრაციის კონტროლისათვის უნდა მოხდეს პენიტენციური დაწესებულების
მიერ
საქართველოს
ქვედანაყოფისთვის
შინაგან
საქმეთა
შეტყობინება
იმ
სამინისტროს
უცხოელი
შესაბამისი
სტრუქტურული
მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
შეეცვალა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკის
ეფექტიანობის განმტკიცების მიზნით, მომზადდა „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლითაც შესაძლებელი
იქნება უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან პენიტენციური კოდექსი ადგენს საბჭოს შემადგენლობას, მათ შორის სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული
საკითხების განხილვის წესს, აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით მოხდება შესაბამისი გარემოებების არსებობის
შემთხვევაში უცხოელი მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის, პენიტენციური კოდექსის 92-ე
მუხლში,
რომლის
დაწესებულების
მიხედვითაც
საბჭოს
შუამდგომლობის
ექნება
შესაძლებლობა,
საფუძველზე
პენიტენციური
განიხილოს
უცხოელი
მსჯავრდებულისთვის, სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილის
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის
საკითხი. საბჭო იხელმძღვანელებს უცხოელი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას
გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, მისი
პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და
ასევე სასჯელის მოხდისას გამოვლენილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით,
რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა გამოყენებული იქნება არგაძევების
პრინციპის გათვალისწინებით, ასევე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ
გამოიყენება მაშინ თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელი
მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა
და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე
საკითხზე
პენიტენციური
დაწესებულების
შუამდგომლობა
ხელახლა
შეიძლება
განიხილოს 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა
6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
2026
წლის
1
ივლისიდან,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედება
დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
წარმოადგენს
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
მოთხოვნილია
კანონის
დაჩქარებული
პროექტის
წესით
თანმდევ
განხილვა.
ცვლილებას,
აღნიშნულის
რომლითაც
აუცილებლობის
დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის
„ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, როგორც
მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, განხორციელდება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური
სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
საბჭოს
ექნება
შესაძლებლობა
უცხოელ
მსჯავრდებულს, სასჯელის მოხდის დროს შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ უფლებამოსილებას საბჭო განახორციელებს არსებული
რესურსით, რაც დამატებითი ხარჯის გამოყოფას არ საჭიროებს. ამასთან, სასჯელის
მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის
აკრძალვით
შეცვლის,
გათავისუფლდებიან
შესაბამისად
უცხოელი
პენიტენციური
მსჯავრდებულები,
რაც
დაწესებულებიდან
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვითი წილის შემცირებას.
აგრეთვე,
შეცვლილი
სასჯელის
–
უცხოელის
საქართველოდან
გაძევებისა
და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. უცხოელის საქართველოდან
იძულებითი გაძევების ხარჯების საფასური დამოკიდებულია მათი წარმოშობის ქვეყნების
მიმართულებით არსებულ სამგზავრო ტარიფებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის მოქალაქის
სამშობლოში გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულება მერყეობს 500-დან 600 ლარამდე.
ამას ემატება ესკორტის ორმხრივი გზის საფასურიც 2 თანამშრომელზე 800-დან 900
ლარამდე, რაც საერთო ჯამში აღწევს 2 500 − 2 600 ლარს ერთ პირზე. საგულისხმოა, რომ
სამინისტროს მხრიდან დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფა არ არის საჭირო,
ხოლო ადმინისტრაციულ ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხარჯის ზუსტი
ოდენობა დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში იმ უცხოელ მსჯავრდებულთა
რაოდენობაზე, რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვლებათ საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.