„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21114 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის აღნიშნული პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21116 და 21117 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 2. 21115 მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21116 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.“; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.“; დ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ კოდექსის 21114 მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით ამ კოდექსის 21118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.“. 3. 21116 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.“. 4. 21118 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21118. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, სასამართლო უწყების, განჩინების ან/და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც სასამართლოს სარჩელით პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში მიმართა ან/და რომელიც სასამართლო უწყების, განჩინების ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. 4. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სასამართლო უწყება, განჩინება ან/და გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სასამართლო უწყება, განჩინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მის სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგენს, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ან/და გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლო უწყება, განჩინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის სასამართლოსთვის ან საერთაშორისო ელექტრონული ფოსტის დაცვის მქონე მისამართის პირის შესახებ მიერ სამინისტროსთვის ინფორმაციის და წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო განჩინება/გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.“. 5. 21119 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებულ შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“. 6. 21120 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“. 7. 21121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21121. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ბრძანებას.“. 8. 21124 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი წარდგენიდან 48 საათის ვადაში გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ ბრძანებას. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.“. 9. 21125 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები: „41. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. 42. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოში წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“. 10. 21126 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.“. 11. 21127 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21127. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX და X თავების, აგრეთვე ამავე კანონის 643 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX და X თავების, აგრეთვე ამავე კანონის 643 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს განიხილავს ამ კოდექსის 21122 მუხლით დადგენილი წესებით და ვადებში. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება 21126 მუხლით დადგენილი წესებით და ვადებში.“. 12. 21128 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21128. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი 1. ამ თავით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს (პირს) მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის მიერ სამინისტროსთვის და სასამართლოსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო განჩინება/გადაწყვეტილება/ბრძანება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 5. უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე, რომელიც ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.“. 13. 21129 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.“. 14. 21130 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.“. 15. 21133 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.“. 16. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII35 თავი: „თავი VII35. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე მუხლი 21135. სასამართლოსთვის მიმართვა 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს ვიზის გაცემაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 2. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, ასევე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი შეიტანება უშუალოდ სასამართლოში. მუხლი 21136. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, ასევე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი 1. ამ კოდექსის 21135 მუხლით გათვალისწინებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სარჩელის განხილვას. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში, მხარისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად. 7. ამ კოდექსის 21135 მუხლით გათვალისწინებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს. 8. იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 21135 მუხლით გათვალისწინებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაცემულ უარყოფით დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც შეუძლებელია საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში, მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას.“. 17. 34-ე მუხლის 11 ნაწილის: ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII34-VII35 თავებით გათვალისწინებულ დავაზე;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავების განხილვის პროცედურების დახვეწას, საქართველოს ვიზის გაცემასთან ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციალური პროცედურების ჩამოყალიბებას, აგრეთვე პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელებას. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო დაცვისა და მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული სასამართლო საქმისწარმოების ეფექტიანობის გაზრდას, საქმის განხილვის ვადების შემცირებას, პროცესის ეკონომიურობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება აუცილებელია, რათა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სასამართლო დავებზე დადგინდეს საქმისწარმოების საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული შემჭიდროვებული, სწრაფი და ქმედითი განხილვის წესები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება ადმინისტრაციული დავების განხილვის პროცედურები, ჩამოყალიბდება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, ასევე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციალური პროცედურები, აგრეთვე პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე განხორციელდება დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა უზრუნველყოფს საქმის განხილვას მოკლე დროში, რაც თავისთავად წარმოადგენს დროული, ეფექტიანი და ქმედითი მართლმსაჯულების მიღწევის გზას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ექნება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღნიშნული პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაცვლად 15 კალენდარული დღისა. თბილისის საქალაქო სასამართლო ზემოაღნიშნულ დავებს განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა განსაკუთრებული სირთულის შემთხვევებისა, როდესაც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, ხოლო მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ აბრკოლებს განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. პროექტით დაზუსტდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლო უწყების, განჩინების ან/და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ გავრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც სასამართლოს სარჩელით პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში მიმართა ან/და რომელიც სასამართლო უწყების, განჩინების ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სასამართლო უწყება, განჩინება ან/და გადაწყვეტილება ეგზავნება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სასამართლო უწყება, განჩინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მის სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგენს, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ან/და გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლო უწყება, განჩინება ან/და გადაწყვეტილება განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სასამართლოსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო განჩინება/გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. კანონპროექტით დგინდება, რომ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გაგრძელების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებულ შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო/სააპელაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო/სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ შუამდგომლობა ასევე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. კანონპროექტით კოდექსს ემატება VII35 თავი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, ასევე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავებზე. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება ზემოაღნიშნული დავები ერთპიროვნულად განიხილოს. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო დაცვის პროცედურების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოთა პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე დამაზუსტებელი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ(ებ)იდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ვიზის გაცემასთან ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებული, ასევე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებები გასაჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და აღარ დაექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას. შესაბამისად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არაქონებრივ დავაზე საკასაციო საჩივრისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) გადახდის საფუძველი გაუქმდება, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ვეღარ მიიღებს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საკასაციო საჩივრებიდან ზემოქმედების შემოსავალს. მოცულობა ამასთან, დამოკიდებული სახელმწიფო იქნება ყოველწლიურად განსახილველი საქმეების რაოდენობაზე. ბიუჯეტის შესაბამის საშემოსავლო კატეგორიაში ნაწილზე სასამართლოებში ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია მხოლოდ უკვე მოქმედი რეგულაციების აღნიშნულ კოდექსში ასახვასა და სასამართლოში საქმისწარმოების პროცედურების ცვლილებებთან, რაც არ საჭიროებს დამატებითი ადმინისტრაციული რესურსის, შტატების, ინფრასტრუქტურის ან ფინანსური სახსრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ასაჩივრებენ საქართველოს ვიზის გაცემასთან ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ, ასევე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით იზღუდება გადაწყვეტილებების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხდება საბოლოო, აღნიშნული კატეგორიის საქმეებში მონაწილე პირები აღარ გადაიხდიან საკასაციო საჩივარზე დაწესებულ სახელმწიფო ბაჟს. შედეგად, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შემცირდება სასამართლო ხარჯები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება დაკავშირებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.