„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 73-ე მუხლის:
ა) 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 – 34 ნაწილები:
„32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია
უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს
შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში
შემოსვლის აკრძალვით. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად
ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა)
მოხდისაგან.
33. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა
არ გამოიყენება ამ კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ
ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიმართვის საფუძველზე 30
დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
34. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის
უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა
არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო
პროცედურები.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 − 32 ნაწილებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, ხოლო უცხოელ
მსჯავრდებულს – საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი
მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით
ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის
72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;
ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის
მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი
გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.“;
გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-3 − 32 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად
მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.
7.
მსჯავრდებულს
საზოგადოებისათვის
უვადო
თავისუფლების
სასარგებლო
შრომით
ან
აღკვეთა
შეიძლება
შინაპატიმრობით,
შეეცვალოს
ხოლო
უცხოელ
მსჯავრდებულს აგრეთვე საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის
აკრძალვით. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს თუ მან ფაქტობრივად
მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
მიერ
დამტკიცებული
უვადო
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო
მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება.
სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული
პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის
საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას
გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის,
დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის
პიროვნების
გათვალისწინებით.
მსჯავრდებულს
უვადო
თავისუფლების
აღკვეთა
შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს
არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ამ კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს უვადო
თავისუფლების აღკვეთა საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის
აკრძალვით
შეიძლება
შეეცვალოს
ამ
კოდექსის
472
გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“;
დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:
მუხლის
მე-2
ნაწილით
„81. თუ ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის სახით
დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, უცხოელი
მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების მომენტიდან გამოსაცდელი ვადის ათვლა
ჩერდება. ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოში
შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება განახლდება.“;
ე) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 ნაწილი:
„91. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული უცხოელი მსჯავრდებულისათვის
შეცვლილი სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3443 მუხლი:
„მუხლი 3443. ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის
ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის
მოპოვების მიზნით
ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და
უცხოელის ქორწინების იმგვარი რეგისტრაცია ან იმგვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში
ყოფნა, რომლის მიზანია უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში
ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი
საფუძვლის მოპოვება და რომლის მიზანი არ არის ოჯახის შექმნა, −
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით
ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე,
აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების
მართვის ეფექტიანობის ამაღლების საჭიროებიდან გამომდინარე.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
უცხოელის საქართველოდან გაძევებასა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას. მისი
შინაარსიდან გამომდინარე ის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თავისუფლების აღკვეთაზე
უფრო მსუბუქი სახის სასჯელი. შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებით შესაძლებელი იქნება უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც დანიშნული აქვს
ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალოს სწორედ
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით. აღნიშნული კი
გააძლიერებს მიგრაციული კონტროლის ეფექტიანობას.
გასათვალისწინებელია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
ფიქციური
ქორწინება
წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების საფუძველს,
თუმცა მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ შეიცავს სპეციალურ ნორმას,
რომელიც დასჯადად გამოაცხადებდა ამგვარ ქმედებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკის
ეფექტიანობის განმტკიცების მიზნით, მომზადდა „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლითაც
შესაძლებელი იქნება უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
შეცვლა საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგინდება ფიქციური ქორწინებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საფუძველს
და
აწესებს
შესაბამის
სასჯელს
ან
სხვა
სახის
სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას, ამასთან ითვალისწინებს სასჯელის მოუხდელი
ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, უცხოელის საქართველოდან გაძევებითა
და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლისა და
აგრეთვე, ფიქციური ქორწინების შემთხვევების დასჯადობის განსაზღვრის მიზნით,
აუცილებელია ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტით მოხდება შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში
უცხოელი მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უცხოელის
საქართველოდან
საქართველოს
გაძევებითა
მოქალაქეობის
და
საქართველოში
ან/და
შემოსვლის
საქართველოში
აკრძალვით,
ბინადრობის
აგრეთვე
ნებართვის
ან/და
საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით
ფიქციური ქორწინების კრიმინალიზება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში და 73-ე მუხლს ემატება საფუძველი, რომლის მიხედვითაც საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს ექნება შესაძლებლობა
უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს
შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში
შემოსვლის აკრძალვით, მას შემდეგ რაც უცხოელი მსჯავრდებული ფაქტობრივად მოიხდის
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთ მესამედს,
მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარს, განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის
მოსახდელი
სასჯელის
ვადის
არანაკლებ
ორ
მესამედს.
აგრეთვე,უცხოელ მსჯავრდებულს – საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში
შემოსვლის აკრძალვით შეიძლება შეეცვალოს იმ შემთხვევაშიც თუ მან ფაქტობრივად
მოიხადა ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ
პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა და
ორ მესამედს სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის
მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი
გაუქმდა. შეცვლილი სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებით, იმ შემთხვევაში თუ უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის
სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, უცხოელი
მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების მომენტიდან გამოსაცდელი ვადის ათვლა
ჩერდება. ხოლო, ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში უცხოელი მსჯავრდებულის
საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება კვლავ განახლდება.
ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა გამოიყენება არგაძევების პრინციპის
გათვალისწინებით, ასევე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან
გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება მაშინ თუ
უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
აგრეთვე, კანონის პროექტით ცვლილება შედის და საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ემატება ახალი 3443 მუხლი. დასახელებული ცვლილებით, დასჯადი ხდება
ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და
უცხოელის ქორწინების იმგვარი რეგისტრაცია ან იმგვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში
ყოფნა, რომლის მიზანია უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში
ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი
საფუძვლის მოპოვება და რომლის მიზანი არ არის ოჯახის შექმნა.
სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმა, ან
შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ
წლამდე.
აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც
უცხოელს, ისე საქართველოს მოქალაქეს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით
განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, როგორც
მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, განხორციელდება საქართველოს
საერთო
სასამართლოებისთვის,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსა
და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წინამდებარე კანონპროექტის მიღება, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან
პერიოდში, დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან ფიქციური ქორწინების ფაქტების გამოვლენის შედეგად, სასჯელის სახით ჯარიმის
გამოყენებით, მიღებული თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი
ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალურ ოდენობას წარმოადგენს 2 000 ლარი, ხოლო
მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე,
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის
გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა
გარემოებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე ცვლილების შედეგად სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება 3443 მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის
ფაქტებზე
მსჯავრდებულთა
ყოველწლიურ
რაოდენობაზე,
რომელთაც
სასჯელის სახედ განესაზღვრათ ჯარიმა.
გარდა ამისა, ფიქციური ქორწინების აღკვეთით შემცირდება ბინადრობის ნებართვების
რაოდენობა.
შედეგად,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
რესურსები
დაზოგილი
იქნება
ადმინისტრაციული პროცესებისა და მონიტორინგის ხარჯების კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე
მუხლს ემატება საფუძველი, რომლის მიხედვითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური
სამსახურის ადგილობრივ საბჭოს ექნება შესაძლებლობა უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც
სასჯელის
სახით
დანიშნული
აქვს
ვადიანი
თავისუფლების
აღკვეთა,
გარდა
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული
უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი
ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილ
უფლებამოსილებას
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭო განახორციელებს არსებული რესურსით, რაც
დამატებითი ხარჯის გამოყოფას არ საჭიროებს. ამასთან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის
საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის,
შესაბამისად
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლდებიან
უცხოელი
მსჯავრდებულები, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი წილის შემცირებას.
აგრეთვე, შეცვლილი სასჯელის – უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში
შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. უცხოელის საქართველოდან იძულებითი გაძევების
ხარჯების საფასური დამოკიდებულია მათი წარმოშობის ქვეყნების მიმართულებით არსებულ
სამგზავრო
ტარიფებზე.
მაგალითად,
აზერბაიჯანის
მოქალაქის
სამშობლოში
გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულება მერყეობს 500-დან 600 ლარამდე. ამას ემატება
ესკორტის ორმხრივი გზის საფასურიც 2 თანამშრომელზე 800-დან 900 ლარამდე, რაც საერთო
ჯამში აღწევს 2 500 − 2 600 ლარს ერთ პირზე. საგულისხმოა, რომ სამინისტროს მხრიდან
დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფა არ არის საჭირო, ხოლო ადმინისტრაციულ
ხარჯი
დაფინანსდება
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხარჯის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში იმ უცხოელ მსჯავრდებულთა რაოდენობაზე,
რომელთაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვლებათ საქართველოდან გაძევებითა და
საქართველოში შემოსვლის აკრძალვით.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს
ემატება ახალი 3443 მუხლი, რომლითაც დასჯადი იქნება ფიქციური ქორწინება ან/და
ფიქციურ ქორწინებაში ყოფნა. აღნიშნულისთვის სასჯელის სახით შესაძლოა გამოყენებულ
იქნეს თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. დასახელებულ სასჯელს შეუფარდებს
სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე, ხოლო სასჯელის აღსრულებას
უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
საგულისხმოა, რომ არც საერთო სასამართლოების მიერ და არც საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მხრიდან დამატებითი ადამიანური რესურსი გამოყოფა არ არის საჭირო, ხოლო
ადმინისტრაციულ
ხარჯი
დაფინანსდება
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საერთო
სასამართლოებისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
ხარჯის
ზუსტი
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
წლის
განმავლობაში აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირთა რაოდენობაზე.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, გამოძიების ორგანოს მიენიჭებათ უფლებამოსილება
გამოძიება დაიწყოს დასახელებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე,
რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯებთან. ამასთან, პროექტით წარმოდგენილი
3443 მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას.
საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებაში 1 პატიმრის
შენახვის წლიური ხარჯი (კაპიტალური ხარჯის გარეშე) საშუალოდ შეადგენს 20 653 ლარს.
შესაბამისად, პირისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში,
გასათვალისწინებელი იქნება მის შენახვასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი, რომლის
ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ მსჯავრდებულთა რაოდენობაზე, რომლებსაც
კოდექსის 3443 მუხლით სასჯელის სახით შეეფარდებათ თავისუფლების აღკვეთა.
მოცემული ხარჯების, კერძოდ,
გამოძიებისთვის და სასჯელის სახით დანიშნული
თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისთვის აუცილებელი ხარჯების, დაფინანსება მოხდება
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსთვის
და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ახალი 3443 მუხლის დამატებას, რომლითაც დასჯადი იქნება ქორწინება
ან/და ქორწინებაში ყოფნა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის,
ჯარიმას. საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალურ ოდენობას წარმოადგენს 2000 ლარი,
ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე,
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის
გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა
გარემოებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო შეღწევა ხშირად ფიქციური ქორწინების გზით
ხორციელდება. უმეტესად მსგავსი ფიქციური ქორწინებები წარმოადგენს ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ მოწყობილ დახვეწილ თაღლითურ სქემებს. აღნიშნული
ჯგუფები ჩართულნი არიან მიგრანტთა უკანონო გადაყვანასა და ზოგჯერ, საერთაშორისო
მასშტაბით ადამიანებით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში).
სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის სააგენტოს, „ევროჯასტის“
(Eurojust) ანალიტიკური ანგარიში1 ეყრდნობა 2012-2020 წლებში სააგენტოს მხარდაჭერით
ჩატარებული ფიქციური ქორწინებების გამოძიების პრაქტიკულ გამოცდილებას. ანალიზი
ცხადყოფს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებს შორის არსებულ
მნიშვნელოვან სხვაობათა გავლენას: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარზე მეტში
ფიქციური ქორწინება არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ან ისჯება
მსუბუქი სანქციით. 2
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ფიქციური ქორწინებების ორგანიზებით დიდ
მოგებას ნახულობენ. მიუხედავად ამისა, ფიქციური ქორწინება ხშირად აღიქმება როგორც
ნაკლებად მძიმე სამართალდარღვევებთან, როგორიცაა დოკუმენტების ფალსიფიკაცია (ყალბი
დოკუმენტაციის დამზადება) ან ადმინისტრაციული ხასიათის სხვა დარღვევები.
“Report on national legislation and Eurojust casework analysis on sham marriages”; 12.11.2020; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://www.eurojust.europa.eu/sites/default/files/202011/Executive_summary_sham_marriages.pdf; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
2 “Supporting judicial authorities in fighting sham marriages as a form of migrant smuggling and human trafficking”;
Case analysis report by Eurojust, the EU Agency for Criminal Justice Cooperation; September 2020; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://www.eurojust.europa.eu/sites/default/files/assets/2020_11_infographic_sham_marriage.pdf;
(ბოლო
ნახვა: 23.02.2026).
1
იტალია
იტალიის კანონმდებლობა მიიჩნევს, რომ ქორწინების მიზანი უნდა იყოს რეალური
თანაცხოვრება და არა მხოლოდ იმიგრაციული პრივილეგიების მოპოვება. Decreto Legislativo
25 luglio 1998, n. 286 მიხედვით, 30-ე მუხლის 1-bis ნაწილის თანახმად, ბინადრობის ნებართვა,
რომელიც გაცემულია ოჯახური მიზნით, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გაუქმებას, თუ
დადგინდა, რომ ქორწინებას არ მოჰყვა ფაქტობრივი თანაცხოვრება (გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ქორწინებაში დაიბადნენ შვილები). 3 ამავე მუხლის მიხედვით, ბინადრობის
ნებართვაზე განცხადება უარყოფილ იქნება ან უკვე გაცემული ნებართვა ანულირდება, თუ
დამტკიცდა, რომ ქორწინება ან შვილად აყვანა განხორციელდა ერთადერთი მიზნით, რათა
დაინტერესებულ მხარეს მიეღო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება.
მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქორწინების საფუძველზე ითხოვს ბინადრობის
ნებართვას (Permesso di Soggiorno), პოლიცია ატარებს ე.წ. Accertamenti-ს (შემოწმებას). კერძოდ,
პოლიციელები მიდიან დეკლარირებულ საცხოვრებელ მისამართზე, რათა დაადგინონ,
ნამდვილად ცხოვრობენ თუ არა მეუღლეები ერთად. ისინი ამოწმებენ საყოფაცხოვრებო
ნივთებს, აკვირდებიან, არის თუ არა სახლში ორივე მეუღლის პირადი ნივთები, აგრეთვე
ინფორმაციას ეკითხებიან მეზობლებს.
გერმანია
გერმანიის კანონმდებლობით ფიქციური ქორწინება თავისთავად პირდაპირ სისხლის
სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ მისი გამოყენება ბინადრობის ან მოქალაქეობის
მისაღებად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია
მცდარი ინფორმაციის მიწოდებასთან. ბინადრობის შესახებ კანონის (Aufenthaltsgesetz) 95-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ბინადრობის ნებართვის მისაღებად
საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის გასცემს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას, ისჯება
თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით ან ფულადი ჯარიმით.4
გერმანიაში ქორწინებაზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვის გაცემასა და მისი
წინაპირობების შემოწმებაზე პასუხისმგებელია უცხოელთა სამსახური (Ausländerbehörde). 5
სამმართველო კომპეტენტურია ამ კანონითა და უცხოელთა შესახებ სხვა კანონმდებლობით
DECRETO LEGISLATIVO 25
luglio 1998, n. 286; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://www.normattiva.it/uri-res/N2Ls?urn:nir:stato:decreto.legislativo:1998-07-25;286;
(ბოლო
ნახვა:
23.02.2026).
4 Gesetz über den Aufenthalt, die Erwerbstätigkeit und die Integration von Ausländern im Bundesgebiet 1)
(Aufenthaltsgesetz - AufenthG) §95 Strafvorschriften; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.gesetze-iminternet.de/aufenthg_2004/__95.html; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
5
Gesetz über den Aufenthalt, die Erwerbstätigkeit und die Integration von Ausländern im Bundesgebiet 1)
(Aufenthaltsgesetz - AufenthG) §71 Zuständigkeit; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.gesetze-iminternet.de/aufenthg_2004/__71.html; (ბოლო ნახვა: 23.02.2026)
3
გათვალისწინებული ღონისძიებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. მათ აქვთ უფლება
ჩაატარონ „გასაუბრება ეჭვის საფუძველზე“. 6
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ში საქორწინო თაღლითობა (Marital Fraud) ითვლება ფედერალურ დანაშაულად, რომლის
მიზანია საიმიგრაციო კანონების გვერდის ავლით მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის
(Green Card) მოპოვება. Immigration Marriage Fraud Amendments Act of 1986, 8 U.S.C. § 1325(c)
და 18 U.S.C. § 1546(a) მუხლების საფუძველზე, ნებისმიერი პირი, რომელიც შეგნებულად
შედის ფიქციურ ქორწინებაში საიმიგრაციო კანონმდებლობისთვის თავის არიდების მიზნით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე და ჯარიმით $250,000-მდე. 7
ამერიკაში ფიქციური ქორწინების პროცესებს აკონტროლებს აშშ-ის მოქალაქეობისა და
საიმიგრაციო სამსახური (USCIS). USCIS ითხოვს ერთობლივი ცხოვრების მტკიცებულებებს:
საერთო საბანკო ანგარიშები, ერთობლივი ქონება, დაზღვევა, საერთო ფოტოები ნათესავებთან
ერთად. იმ შემთხვევაში თუ პირველად გასაუბრებაზე ეჭვი გაჩნდა, მეუღლეებს აცალკევებენ
და უტარებენ ძალიან ხანგრძლივ, დეტალურ დაკითხვას ე.წ. Stokes Interview-ს. ნებისმიერი
აცდენა პასუხებში ხდება ფიქციურობის მტკიცებულება.
აშშ-ში კონტროლი ქორწინების შემდეგ კიდევ უფრო მკაცრდება. ეს ხდება „პირობითი
ბინადრობის“ (Conditional Residency) ინსტიტუტით. თუ ქორწინების მომენტში წყვილი 2
წელზე ნაკლები დროით არის ერთად 8, უცხოელს ეძლევა მხოლოდ 2-წლიანი „პირობითი“
სტატუსი. 2 წლის გასვლამდე 90 დღით ადრე, ცოლ-ქმარი ვალდებულია ერთობლივად
შეიტანოს განაცხადი პირობის მოსახსნელად. მათ ხელახლა უნდა წარადგინონ გასული 2
წლის განმავლობაში დაგროვილი ერთობლივი ცხოვრების მტკიცებულებები (საერთო
გადასახადები, ბანკის ამონაწერები, ბავშვების დაბადების მოწმობები და ა.შ.). 9 USCIS-ს აქვს
უფლება, ნებისმიერ დროს გამოიძახოს წყვილი ხელახალ ინტერვიუზე, თუ ეჭვი შეეპარება,
6
Bremen: Einsicht in „Scheinehe“ – Fragebögen wird verwehrt; 10/2014; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.humanistische-union.de/publikationen/mitteilungen/223-mitteilungen/publikation/bremeneinsicht-in-scheinehe-frageboegen-wird-verwehrt; (ბოლო ნახვა: 24.02.2026).
7
1948. Marriage Fraud -- 8 U.S.C. 1325(c) And 18 U.S.C. 1546; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.justice.gov/archives/jm/criminal-resource-manual-1948-marriage-fraud-8-usc-1325c-and-18-usc-1546
(ბოლო ნახვა: 23.02.2026).
8
Removing Conditions on Permanent Residence Based on Marriage; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.uscis.gov/green-card/after-we-grant-your-green-card/conditional-permanent-residence/removingconditions-on-permanent-residence-based-on-marriage; (ბოლო ნახვა: 24.02.2026).
9
Chapter 5 − Conditional Permanent Resident Spouses and Naturalization; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.uscis.gov/policy-manual/volume-12-part-g-chapter-5; (ბოლო ნახვა: 24.02.2026).
რომ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ ან ქორწინება მხოლოდ მწვანე ბარათის მიღების მიზნით
იყო. 10
დიდი ბრიტანეთი
ბრიტანული სამართალი განმარტავს ფიქციური ქორწინებას (Sham Marriage) და აწესებს მისგან
გამომდინარე
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.
დეფინიციის
თანახმად,
ქორწინება ითვლება ფიქციურად, თუ:
ერთ-ერთი მხარე მაინც არ არის შესაბამისი ეროვნების (უცხოელია);
მხარეებს შორის არ არსებობს რეალური ურთიერთობა;
ქორწინების მიზანია გაერთიანებული სამეფოს საიმიგრაციო წესების გვერდის ავლით
სტატუსის მოპოვება. 11
Immigration Act 1971-ის 24A მუხლის მიხედვით, არაბრიტანელისთვის, პირთათვის, ვინც
უშუალოდ შედის ფიქციურ ქორწინებაში სტატუსის მისაღებად, მოტყუების გზით,
გათვალისწინებულია 2 წლამდე პატიმრობა. ხოლო პირები, რომლებიც ხელს უწყობენ
უკანონო იმიგრაციას ფიქციური ქორწინების გზით, ისჯებიან Immigration Act 1971-ის 25 (6)
მუხლით. აღნიშნული მუხლის თანახმად დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით (მაქსიმალური ზღვარი − უვადო პატიმრობა, ეს მუხლი ჩვეულებრივ გამოიყენება
ადამიანებით ვაჭრობის (Trafficking) წინააღმდეგ). პრაქტიკაში, ფიქციური ქორწინების
ორგანიზატორების მიმართ სასჯელი ხშირად 4-დან 9 წლამდე მერყეობს.
ბრიტანეთში ამ პროცესის კონტროლის მთავარი ორგანოა Home Office (შინაგან საქმეთა
სამინისტრო) და მისი დანაყოფი Immigration Enforcement. მოქმედებს შეტყობინების სქემა
(Sham Marriage Referral and Investigation Scheme). სამოქალაქო რეესტრის ოფიცრები, კანონით
ვალდებულნი არიან, Home Office-ს აცნობონ ნებისმიერი „საეჭვო“ ქორწინების შესახებ.
მინისტრს შეუძლია ქორწინების რეგისტრაცია 28-დან 70 დღემდე გადაავადოს გამოძიების
მიზნით. ისინი ატარებენ რეიდებს საცხოვრებელ სახლებში და ინტერვიუებს. თუ გამოძიება
დაიწყო, წყვილს შეიძლება მოსთხოვონ გასაუბრებაზე გამოცხადება ან დამატებითი
დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ისინი არ ითანამშრომლებენ, მათ დაქორწინების უფლება არ
მიეცემათ. 12
10
I-751, Petition to Remove Conditions on Residence; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.uscis.gov/i751; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
11
Immigration
Act
2014;
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://www.legislation.gov.uk/ukpga/2014/22/section/55; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
12
“SHAM MARRIAGES AND CIVIL PARTNERSHIPS BACKGROUND INFORMATION AND PROPOSED
REFERRAL
AND
INVESTIGATION
SCHEME”;
გვ.9
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
https://assets.publishing.service.gov.uk/media/5a7c321340f0b674ed20f74d/Sham_Marriage_and_Civil_Partnerships
.pdf; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
ავსტრია
ავსტრიაში ფიქციური ქორწინება განიხილება როგორც ქმედება, რომლის დროსაც მინიმუმ
ერთი მხარე ქორწინებაში შედის არა რეალური ოჯახური ურთიერთობის დამყარების, არამედ
ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით. ფიქციური ქორწინება დასჯადია ავსტრიის
„უცხოელთა პოლიციის შესახებ“ კანონის (Fremdenpolizeigesetz − FPG) 117-ე მუხლის
შესაბამისად. ქორწინება ფიქციურად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს
რეალური ცოლქმრული კავშირის ნიშნები. 13
პრაქტიკაში, რეალური ოჯახური ურთიერთობის არსებობა ფასდება ინდივიდუალური
გარემოებებით. ფიქციურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორებია: ფაქტობრივი თანაცხოვრების
არარსებობა, ოჯახური ცხოვრების ნიშნების არქონა, პარტნიორის შესახებ მნიშვნელოვანი
ინფორმაციის არცოდნა, ქორწინებამდე ნიშნობის/ურთიერთობის მეტისმეტად მოკლე
პერიოდი.
მნიშვნელოვანია, რომ პირი ინფორმირებული იყოს (ან უნდა ყოფილიყო) პარტნიორის
რეალური განზრახვის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ მხარეს ჰქონდა რომანტიკული
ზრახვები, მაგრამ იცოდა პარტნიორის მხოლოდ საიმიგრაციო მოტივების შესახებ, მას
შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც დაეკისროს.
ავსტრიის კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ფულად ჯარიმას, ისე თავისუფლების
აღკვეთას:
პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ შედის ფიქციურ ქორწინებაში, ისჯება
თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით.
თუ ქმედება ჩადენილია სისტემატური შემოსავლის მიღების მიზნით, სასჯელი
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
სისხლისსამართლებრივი სასჯელი იწვევს ქორწინების ბათილობას, ხოლო მიღებული
საიმიგრაციო ნებართვები გადაიხედება და როგორც წესი, უქმდება. 14
ავსტრიაში ამ პროცესებს ძირითადად ორი სახელმწიფო ორგანო აკონტროლებს:
Bundesamt für Fremdenwesen und Asyl (BFA) − საიმიგრაციო და თავშესაფრის საკითხთა
ფედერალური სამმართველო, რომელიც განიხილავს ბინადრობის ნებართვის განაცხადებს.
13
§117 FPG Entering into and arranging marriages and partnerships for the purpose of residence; ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: https://www.jusline.at/gesetz/fpg/paragraf/117; (ბოლო ნახვა: 23.02.2026).
14
“Human trafficking and sham marriages in Austrian criminal law”; ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
https://www.vastenburg.at/blog/trafficking-and-sham-marriage-austria; (ბოლო ნახვა: 23.02.2026)
მათ აქვთ უფლებამოსილება ჩაატარონ გასაუბრებები და მოითხოვონ მტკიცებულებები
ქორწინების ნამდვილობის დასადასტურებლად.
LPD (Landespolizeidirektion) – მხარის პოლიციის დირექტორატი/Fremdenpolizei (უცხოელთა
პოლიცია) ახორციელებს შემოწმებას. მათ შეუძლიათ მოულოდნელად ეწვიონ წყვილს
საცხოვრებელ მისამართზე, რათა დაადგინონ, ნამდვილად ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთად.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.