„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი,
1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1140-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, გარდა ამ კოდექსის 1145ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. 1145-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს
სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა
ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ
საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს
საქართველოს
ტერიტორიული
მოქალაქისა
სამსახურის
და
უცხოელის
მიერ
ბათილად
ფიქციური
ცნობის
ქორწინების
საფუძველს.
სააგენტოს
საქართველოს
მოქალაქისა და უცხოელის ფიქციურ ქორწინებას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური
ბათილად ცნობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით
გათვალისწინებულ
დანაშაულზე
გამამტყუნებელი
განაჩენის
ასლის
მიღებიდან
არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.
3. 1148-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1148. ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს მიერ
არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს
მიერ ან ამ კოდექსის 1145-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ, ბათილად არ იქნა ცნობილი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული
კანონპროექტის თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მიზნად ისახავს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის მასთან შინაარსობრივ შესაბამისობას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მიხედვით,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
344³
მუხლით
გათვალისწინებულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის შორის დადებული
ფიქციური ქორწინების ავტომატური ბათილობის საფუძველს.
მოქმედი სამართლებრივი რეგულაციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ქორწინების
ბათილობის საფუძვლებს შორის პირდაპირ არ განსაზღვრავს ზემოაღნიშნულ შემთხვევას,
რაც იწვევს ნორმატიულ აქტებს შორის შეუსაბამობას. შესაბამისად, კანონპროექტის
მიზანია აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და ქორწინების ბათილობის მარეგულირებელ
ნორმებში შესაბამისი საფუძვლის მკაფიოდ განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინების ბათილობასთან დაკავშირებული საკითხები
მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ
ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია თანმდევი
ცვლილება განხორციელდეს დასახელებულ კოდექსშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
შესაბამისობაში მოვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონპროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში, კერძოდ, ქორწინების ბათილობის მარეგულირებელ ნორმებში, რომლის
თანახმადაც განისაზღვრება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443
მუხლით
გათვალისწინებულ
გამამტყუნებელი
განაჩენი
საქმეზე
კანონიერ
საქართველოს
ძალაში
მოქალაქისა
შესული
და
სასამართლოს
უცხოელის
ფიქციური
ქორწინების ავტომატური ბათილობის საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსთვის
მიმართვის გარეშეც. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციურ ქორწინებას
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ტერიტორიული სამსახური ბათილად ცნობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის
ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
2026
წლის
1
ივლისიდან,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედება
დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
საქართველოს
კანონის
პროექტის
კანონში
ცვლილების
ამოქმედებასთან.
ამასთან,
შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
წარმოადგენს
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
მოთხოვნილია
კანონის
დაჩქარებული
პროექტის
წესით
თანმდევ
განხილვა.
ცვლილებას,
აღნიშნულის
რომლითაც
აუცილებლობის
დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის
„ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში,
გავლენას
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
კერძოდ,
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით
გათვალისწინებულ
საქმეზე
მიღებული
სასამართლოს
გამამტყუნებელი
განაჩენი
ავტომატურად განსაზღვრავს ფიქციური ქორწინების ბათილობის საფუძველს, რის
შედეგადაც აღნიშნულ საკითხებზე დავები სამოქალაქო წესით აღარ განიხილება და მათი
გადაწყვეტა მოხდება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი განაჩენის საფუძველზე.
შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში არ შევა სახელმწიფო ბაჟის თანხა, რომელიც საჭიროა
ქორწინების
ბათილობასთან
დაკავშირებული
სამოქალაქო
საქმისწარმოებისთვის,
კერძოდ, ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე –
შესაბამისად 150 ლარს და 300 ლარს. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება შესაბამისი კატეგორიის საქმეების
ყოველწლიურად განსახილველ რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით
გათვალისწინებულ
საქმეზე
მიღებული
სასამართლოს
გამამტყუნებელი
განაჩენი
ავტომატურად განსაზღვრავს ფიქციური ქორწინების ბათილობის საფუძველს, რის
შედეგადაც აღნიშნულ საკითხებზე დავები სამოქალაქო წესით აღარ განიხილება და მათი
გადაწყვეტა მოხდება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი განაჩენის საფუძველზე.
შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში დაიზოგება ის ხარჯები, რომლებიც
საჭირო იქნებოდა ფიქციური ქორწინების ბათილობასთან დაკავშირებული სამოქალაქო
საქმისწარმოებისთვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც
ეხება ფიქციური ქორწინების ბათილობასთან დაკავშირებული დავები. კერძოდ, პირებს არ
მოუწევთ სასამართლოსთვის მიმართვა ქორწინების ბათილობისთვის. შესაბამისად,
აღნიშნული პირები აღარ გადაიხდიან ქორწინების ბათილობისთვის დაწესებულ
სახელმწიფო ბაჟს, რომელიც შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე –
შესაბამისად 150 ლარს და 300 ლარს).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.