„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (333/2-XImp, 03.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (333/2-XIმპ, 03/06/2026). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი
1.
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სასამართლომ პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება
შეუზღუდოს
უცხოელი
პროფესიული
სტუდენტის/სტუდენტის
მიღების
უფლება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.“.
2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სასამართლომ პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება
გაუუქმოს ავტორიზაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მიერ
მომზადებულ
საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტში შემავალი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დგინდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში. კერძოდ, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ან
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობისა ანდა
აღრიცხვის წესის დარღვევისთვის.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით თანმდევი
საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმებისა და სტუდენტთა მიღების
უფლების შეზღუდვის საკითხებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით აუცილებელია თანმდევი ცვლილება განხორციელდეს „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-15 მუხლებში, რომლებშიც თანმდევი ცვლილების
სახით გაიწერება, რომ სასამართლომ პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას შეიძლება შეუზღუდოს უცხოელი პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის
მიღების
უფლება
ან
გაუუქმოს
ავტორიზაცია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით
განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების აღსრულებისთვის
საჭირო ფინანსური რესურსები, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან
პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საჯარო და კერძო პროფესიული და უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ბიუჯეტებიდან
და
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საერთო
სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვამ გარკვეული
საჯარო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შესაძლოა
გამოიწვიოს მათი შემოსავლების შემცირება, ვინაიდან ჩარიცხულ პირთა რაოდენობის
შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც.
აღნიშნული გავლენა განსაკუთრებით შეიძლება შეეხოს იმ საჯარო პროფესიულ და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი
სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე მოდის. შესაბამისად, პროფესიული და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
შემოსავლების
შესაძლო
შემცირება
გავლენას მოახდენს მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელ გადასახადებზეც, რაც, თავის მხრივ,
შეიძლება აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, საჯარო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ავტორიზაციის გაუქმება გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების
უფლების შეწყვეტას, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
ძირითადი შემოსავლების დაკარგვას. ავტორიზაციის შეჩერება ან მისი შემდგომი ხელახალი
მოპოვება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან, რაც დადებით გავლენას
იქონიებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საჯარო
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის
ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება დაკავშირებული
იქნება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან.
გასათვალისწინებელია, რომ დასახლებული პასუხისმგებლობების დაკისრებას საერთო
სასამართლოები, ხოლო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური
რესურსის გამოყენებით, რისთვისაც დამატებითი თანხების გამოყოფა არ არის საჭირო. რაც
შეეხება ოქმის შედგენისა და საქმის განხილვისთვის აუცილებელ ადმინისტრაციულ ხარჯებს,
აღნიშნული დაფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსა და საერთო სასამართლოების ასიგნებებიდან.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება კერძო ტიპის პროფესიულ და
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ უცხოელი
სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღებასა და მათ შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას
შესაბამის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში.
კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სახდელის სახით, გამოყენებულ იქნება პროფესიული ან/და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული
სტუდენტის
მიღების
საგანმანათლებლო
უფლების
დაწესებულების
შეზღუდვა
ან
ავტორიზაციის
პროფესიული
გაუქმება.
მოახდენს დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.
ან/და
უმაღლესი
აღნიშნული
გავლენას
ერთის მხრივ, უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების
შეზღუდვა
კერძო
ტიპის
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას. ვინაიდან, ჩარიცხულ პირთა
რაოდენობის შემცირების პროპორციულად შემცირდება სწავლის საფასურიდან მიღებული
შემოსავალი.
მეორეს
მხრივ,
კერძო
ტიპის
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის გაუქმება გამოიწვევს საგანმანათლებლო საქმიანობის
განხორციელების უფლების შეწყვეტას, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის ძირითადი შემოსავლების დაკარგვას. ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება
ან მისი შემდგომი ხელახალი მოპოვება დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ
ხარჯებთან.
ამასთან,
კერძო
ტიპის
დაწესებულებებისთვის
დაკარგვა პოტენციურად
პროფესიული
საგანმანათლებლო
გავლენას
და
უმაღლესი
საქმიანობის
მოახდენს
როგორც
საგანმანათლებლო
განხორციელების
აღნიშნულ
უფლების
დაწესებულებაში
დასაქმებულ პირებზე, ასევე შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ
სტუდენტებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.