„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#333/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შრომითი საკანონმდებლო მიგრაციის მაცნე შესახებ“ (www.matsne.gov.ge), საქართველოს 22.04.2015, კანონში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ფლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დროებითი ყოფნის უფლებას.“. მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოში 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აფერხებს შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. ამ ეტაპზე მოქმედი რეგულაციები სრულად ვერ უზრუნველყოფს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის თანხვედრას. წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაციას განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში არსებული სამართლებრივი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც უზრუნველყოფს შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების თანხვედრას მიგრაციის სფეროში მოქმედ ერთიან სამართლებრივ ჩარჩოსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფასა და მის შესაბამისობაში მოყვანას მიგრაციის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში და დასახელებული კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი ფლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას. წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15−166 მუხლების შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისი ჩანაწერი ემატება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტი, როგორც მიმდინარე 2026 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაფერხებს შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შრომით იმიგრანტს პასუხისმგებლობის სახით დაკისრებული აქვს ჯარიმა, საქართველოდან გაძევების აღსრულების პირობებში არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აღნიშნული ჯარიმა არ იქნება გადახდილი, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15−166 მუხლების შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას. ზემოაღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, შესაძლოა გაზარდოს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან უცხოელის გაძევებისთვის აუცილებელ ხარჯებს, მათ შორის, გამგზავრების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ნებაყოფლობით ტოვებს საქართველოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ნებაყოფლობით დატოვებს საქართველოს. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ უცხოელთა რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც გამოტანილი იქნება გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ ქვეყანაში გამგზავრების ხარჯი სხვადასხვაა, დასახელებული ხარჯი განისაზღვრება გამგზავრების მარშრუტის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან. გასათვალისწინებელია, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული საკადრო რესურსების გამოყენებით და დამატებით თანამშრომელთა გამოყოფა არ არის აუცილებელი, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონის პროექტით უზრუნველყოფილი იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევების მექანიზმების გამარტივება და დახვეწა, რამაც შესაძლოა გაზარდოს გასაძევებელ უცხოელთა რაოდენობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პირებს მოუწევთ საქართველოს დატოვება, რაც შესაძლოა იწვევდეს დამატებით ფინანსურ ხარჯებს, მათ შორის, ავიაბილეთისა და სხვა მგზავრობის ხარჯებს, წინასწარ გადახდილი საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურს. აგრეთვე, ვიზისა (საჭიროების შემთხვევაში) და ჯანმრთელობის დაზღვევისათვის გადახდილი თანხების არაანაზღაურებად ნაწილს. აღნიშნულს ექნება დამატებითი ფინანსური შედეგი შესაბამისი პირებისთვის. ამასთან, აღნიშნული რეგულაციების ამოქმედებას შესაძლო ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებთანაც უცხოელებს ჰქონდათ დადებული უძრავი ქონების (ბინის) ქირავნობის თაობაზე ხელშეკრულებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ შრომით იმიგრანტს პასუხისმგებლობის სახით დაკისრებული ექნება ჯარიმა და მოხდება მისი საქართველოდან გაძევების აღსრულება, არსებობს შესაძლებლობა, რომ მან არ გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, რაც, ფაქტობრივად, გამოიწვევს მისთვის შესაბამისი ფინანსური ვალდებულების თავიდან აცილებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.